მსოფლიოში ყველაზე მაღალი წლიური ინფლაციის დონე ზიმბაბვეში ფიქსირდება, სადაც სამომხმარებლო ფასები 269%-ითაა გაზრდილი. ინფლაციის რეიტინგს Visual Capitalist აქვეყნებს.
ინფლაციის მაღალი დონის რეიტინგში მეორე ადგილზე ლიბანია, სადაც ინფლაცია 162%-ს აღწევს. მესამეზე ვენესუელაა 156%-იანი წლიური ინფლაციით.
1. ზიმბაბვე - 269%
2. ლიბანი - 162%
3. ვენესუელა - 156%
4. სირია - 139%
5. სუდანი - 103%
6. არგენტინა - 88%
7. თურქეთი - 85%
8. შრი-ლანკა - 66%
9. ირანი - 52%
10. სურინამი - 41%.