ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნეს საბჭო შეიქმნა

ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნეს საბჭო შეიქმნა

access_time2022-09-13 16:00:59

საქართველო-არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნეს საბჭო იზრუნებს, რომელიც ოფიციალურად დღეიდან ამოქმედდება. ამ მიზნით, საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ, თორნიკე ზირაქიშვილმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების სავაჭრო-სამრეწველო პალატების ფედერაციის თავმჯდომარემ, აბდულა ალ მაზურიმ ხელი მოაწერეს, საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნეს საბჭოს ჩამოყალიბების მემორანდუმს.


ბიზნეს საბჭოს შექმნა მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კოორდინირებას, ინვესტიციების განხორციელებისა და ვაჭრობის წახალისების გზით.


საბჭო სამომავლოდ დაკომპლექტებული იქნება ორივე ქვეყნის შესაბამისი დარგის მინისტრების, თავად მემორანდუმზე ხელმომწერი სუბიექტებისგან. საბჭოს საბოლოო ფორმირების შემდეგ ჩაინიშნება სხდომები, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებული ბიზნეს და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და ახალი ინიციატივების განხილვა მოხდება.



მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.


აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველო-არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ღრმავდება. 2022 წლის 7 თვეში სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 82 პროცენტით, ხოლო ექსპორტი 34 პროცენტით გაიზარდა.


მხარეები თანხმდებიან იმაზე, რომ ვაჭრობის მხრივ ქვეყნებს შორის პოტენციალი დიდია და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.


დღეის მდგომარეობით, საქართველოში დარეგისტრირებულია 190 კომპანია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან კაპიტალის მონაწილეობით.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up