ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტი თავის ბოლო მიმოხილვას რუსი ოფიციალური პირების გადაადგილების თავისუფლების საკითხს უძღვნის. ამის შესახებ BBC წერს.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები საზღვარგარეთ მოგზაურობის შესახებ მკაცრ შეზღუდვებს ექვემდებარებიან. კრემლთან დაახლოებულ ოფიციალურ პირებს საზღვარგარეთ მოგზაურობა ეკრძალებათ. ბრიტანულ დაზვერვას აქვს მტკიცებულება, რომ ზოგიერთ ჩინოვნიკს პასპორტები FSB-მ ჩამოართვა. ეს ზომები, სავარაუდოდ, უკმაყოფილო ჩინოვნიკების ქვეყნიდან გაქცევის თავიდან არიდებას ისახავს მიზნად.
არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთის სახელმწიფოში შიდა უსაფრთხოების წესების გამკაცრებასთან ერთად, სამგზავრო შეზღუდვები გავრცელდება საჯარო სექტორის მუშაკთა სულ უფრო ფართო სპექტრზე, ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის მიმოხილვაში.