ქვეყნის ტურიზმს სამედიცინო, ჰოლისტიკური დატვირთვა უნდა შევძინოთ - ლაშა პაპაშვილი

ქვეყნის ტურიზმს სამედიცინო, ჰოლისტიკური დატვირთვა უნდა შევძინოთ - ლაშა პაპაშვილი

access_time2023-04-20 18:30:58

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანამ მაღალმხარჯველი ტურისტების მოსაზიდად, ნიშური მიმართულებები უნდა განავითაროს. განასაკუთრებით, სამედიცინო, ჰოლიტიკური ტურიზმის მიმართულებით.

ამასთან, მისივე თქმით, წელს ტურიზმის კუთხით მატებას ელოდებიან, თუმცა, არა მნიშვნელოვან ზრდას.

„შარშან, საშუალო კლასის ჩვენს სასტუმროში „ჰილტონ გარდენ ინში“ 45% იყო დატვირთულობა. წელს უფრო ოპტიმისტური დავგეგმეთ - 60%. ეს არ არის რაღაც განსაკუთრებული ზრდა, მაგრამ ზრდა იქნება. სამწუხაროდ, ფასების ნაწილში ვერ ვუმატებთ - 3%, 5% ან 7%-იანი მატება თუ იქნება - ამასაც ეჭვის თვალით ვუყურებ, რომ გაიზრდება. სამწუხაროდ, არ შემოდის მაღალმხარჯველი ტურისტი ჩვენს ქვეყანაში, ვერ ვახერხებთ ქვეყანა ამას. უკეთესად რომ დავხვდეთ ჯობს. ნიშურად უნდა განვავითაროთ ეს ქვეყანა, რომ უფრო მაღალბიუჯეტიანი ტურისტი მოვიდეს, სამედიცინო, ჰოლისტიკური - ასეთი დატვირთვები რომ მივცეთ ქვეყანას. თუშეთს აქვს პოტენციალი და უნდა შევზღუდოთ, რომ იქ ბევრი ტურისტები არ მივიღოთ,“ - აცხადებს ლაშა პაპაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“.


მისივე თქმით, რუსეთის როლი მაღალმხარჯველ ტურისტებში მცირეა - უკრაინის, ბელორუსის და რუსეთის მოქალაქები უფრო უძრავი ქონების ბაზარზე აქტიურობენ, რამაც საცხოვრებელ სექტორზე ფასები გაზარდა. ხოლო მაღალმხარჯველი ევროპელი ტურისტები, ლაშა პაპაშვილის თქმით, ამერიკასა და აზიას ირჩევენ. თუმცა, თუკი საქართველო ნიშურ ტურისტულ პროდუქტებს შესთავაზებს, შესაძლოა, ტერიტორიული სიახლოვის გამო, სწორედ ეს მიმართულება აირჩიონ.


business-partner.ge

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up