რა ანაზღაურება ექნება საქპატენტში სტაჟიორს?

რა ანაზღაურება ექნება საქპატენტში სტაჟიორს?

access_time2023-02-02 20:00:22

ინტელექტუალური საკუთრების სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით, საქპატენტმა კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი ითვალისწინებს 10 კანდიდატის შერჩევას საქპატენტის გამოგონების და ახალი ჯიშების დეპარტამენტში სტაჟირების გასავლელად. სტაჟირება ანაზღაურებადი იქნება.



აუცილებელ მოთხოვნათა შორისაა, რომ კანდიდატი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მედიცინის, საინჟინრო ან მომიჯნავე მიმართულების ფაკულტეტის არანაკლებ ბაკალავრიატის საფეხურის III კურსის სტუდენტი იყოს. სასურველია ფლობდეს დარგობრივი ინგლისური ენის ცოდნას.



სტაჟირებისთვის შერჩეული კანდიდატების ფუნქციები მოიცავს წინასწარი საპატენტო ძიების ჩატარებას, ტექნიკის დონის ანალიზს, პატენტუნარიანობის წინასწარ შეფასებას, საპატენტო განაცხადებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად საქმის წარმოებაში მონაწილეობას - საპატენტო ძიების ჩატარებას, ტექნიკის დონის ანალიზს, პატენტუნარიანობის შეფასებას და სხვა განსაზღვრულ ფუნქციებს.



სტაჟირების პროცესში კანდიდატები გაივლიან ინტენსიურ სატრენინგო კურსს, რომლის დროსაც პრაქტიკულ გამოცდილებასთან ერთად, შეიძენენ თეორიულ ცოდნას შესაბამის დარგში.




სტაჟიორებს, რომლებსაც ექნებათ დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი განათლება და განსაკუთრებული პროფესიული დაინტერესება, ასევე, სტაჟირების პერიოდში გამოავლენენ საქპატენტში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების უნარს, ექნებათ საქპატენტში დასაქმების პერსპექტივა.




კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნების, ვადების, სარგოს და პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია, განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე  https://www.hr.gov.ge/JobPro.../UserOrgVaks/Details/76725...


სტაჟირებით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გაიარონ ვებგვერდზე www.hr.gov.ge რეგისტრაცია, შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და გააკეთონ განაცხადი სტაჟირებაზე.


განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 8 თებერვალი.

თეგები:
საქპატენტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up