რა ანაზღაურებას იღებენ სასწრაფოს ექიმები - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

რა ანაზღაურებას იღებენ სასწრაფოს ექიმები - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

access_time2023-01-16 16:30:01

დღეისათვის, თითოეულ მორიგეობაზე სასწრაფოს ექიმს 10%-იანი ზრდით აქვს 250 ლარი დარიცხული. აღნიშნულის შესახებ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფოს ექიმებისთვის პირობების გაუმჯობესების მიზნით, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს.


მინისტრის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ, მიმდინარე წელს სამინისტრო იძულებული გახდა, მინიმალური ხელფასები დაეწესებინა.


„და განვსაზღვრეთ მინიმალური ხელფასები. არ ვფიქრობ, რომ ეს მათთვის ადეკვატური, ღირსეული ხელფასია, თუმცა არის მინიმუმი ექთნის შემთხვევაში, 800 ლარამდე, ექიმის შემთხვევაში – 1 200 ლარის ფარგლებში.



რაც შეეხებათ სასწრაფოს ექიმებს, თითოეულ მორიგეობაზე სასწრაფოს ექიმს უკვე ათპროცენტიანი ზრდით აქვს 250 ლარი დარიცხული დღეში. ვგულისხმობ თითოეულ მორიგეობას;


ასევე, გასული წლის განმავლობაში სამჯერ მივეცით მათ ეგრეთ წოდებული პრემია. ჩვენს უწყებაში შემავალ არც ერთ სხვა სამსახურს სამჯერ ასეთი პრემია, ბონუსი არ აუღია; დაზღვევასთან დაკავშირებით იყო სხვადასხვა სპეკულაცია. ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს დავიწყეთ მათთვის ახალი სადაზღვევო პაკეტის შემუშავება. სულ მცირე, საშუალოდ ორჯერ არის გაუმჯობესებული პირობები. ზუსტად ამ გაუმჯობესებული პირობების და შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაძვირებული სადაზღვევო პრემიუმის გამოა, რომ სადაზღვევო კომპანიებს შორის ძალიან დიდი კონკურენციაა. უკვე მეორე თვეა, მიმდინარე ტენდერი გასაჩივრებულია და დავების საბჭოზე ელოდება განხილვას. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იქით მიმართული, რომ მათთვის გაუმჯობესდეს როგორც სადაზღვევო პაკეტი, ისე ხელფასი, რასაც ჩვენ ვუხდით. ასევე ოფისების უდიდეს ნაწილში დავიწყეთ რემონტი, კარგი სამუშაო პირობების შექმნა. ცალკე ვაკეთებთ თბილისის სასწრაფოსთვის ოფისს, რომელიც რამდენიმე თვეში გაიხსნება. მიმდინარეობს ავტოპარკის განახლება. ერთი ტენდერი ჩატარდა, მეორე ტენდერიც გამოცხადებულია და მიმდინარე წელს მანქანებსაც მიიღებენ. ეს ყველაფერი ერთობლიობაში არის მაქსიმუმი, რაც ჩვენ შეგვიძლია. ეს არის, რასაც ვაკეთებთ და არ მინდა, ისეთი განცდა დარჩეს საზოგადოებას, რომ ვართ ოფისებში და არაფერს ვაკეთებთ. ეს არის, რაც შეგვიძლია, რასაც ვაკეთებთ და კიდევ ბევრს გავაკეთებთ. ჩვენთან შემოდის კიდევ ცხრა სიპი, ყველამ რომ ხელფასის გაორმაგება მოითხოვოს, რასაკვირველია, ყველას შეუძლია, მაგრამ უნდა იყოს იმისი ადეკვატური, რა შესაძლებლობაც გვაქვს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up