რა აქტივებს ფლობენ პუტინის ოლიგარქები - მონაცემთა ბაზა Russian Asset Tracker-ი

რა აქტივებს ფლობენ პუტინის ოლიგარქები - მონაცემთა ბაზა Russian Asset Tracker-ი

access_time2022-03-22 20:00:00

მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენ Telegram-ზე.


არაკომერციულმა საერთშორისო საინფორმაციო ქსელმა რუსი ოლიგარქების მონაცემთა ბაზა, Russian Asset Tracker ჩაუშვა, რომელიც პუტინის მოკავშირე გავლენიანი რუსების აქტივებს თვალყურს ადევნებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის, OCCRP-ის (Organized Crime and Corruption Reporting Project) თანახმად, ეს არის „ოლიგარქების აქტივების ყველაზე სრულყოფილი საჯარო მონაცემთა ბაზა, რაც კი დღემდე შექმნილა.“ Russian Asset Tracker-ის ჩასაშვებად 27 მედიასაშუალება თანამშრომლობდა. ინსტრუმენტი ინტერაქტიულია და ასახავს „უზარმაზარ სიმდიდრეს, რომელსაც პუტინის ოლიგარქები და საკვანძო ფიგურები რუსეთის ფარგლებს გარეთ ფლობენ.“

საგამოძიებო პროექტმა 150-ზე მეტი აქტივი აღმოაჩინა, რომლის ღირებულებაც, დაახლოებით, 17 მლრდ დოლარია. მათ შორის არის უძრავი ქონება, კერძო თვითმფრინავები, კომპანიის აქციები, იახტები, სასახლეები და სხვა. ჟურნალისტებმა ეს აქტივები მიწის ჩანაწერების, კორპორატიული რეესტრისა და ოფშორული გაჟონვის შედეგად აღმოაჩინეს.

„პუტინის რუსეთს ადამიანთა მეტად მცირე ჯგუფი აკონტროლებს, რომელიც მას საშუალებას აძლევს, ხელისუფლება შეინარჩუნოს. ეს ჯგუფი, რუსი ხალხის ხარჯზე, პუტინის მფარველობის სისტემით სარგებლობს,“ - აცხადებს OCCRP-ის გამომცემელი დრიუ სალივანი.

პროექტში ბრიტანული The Guardian-იც მონაწილეობს, რომლის ცნობითაც, იდეა თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე გაჩნდა. პროექტი 35 ადამიანის სიით დაიწყო, რომელიც შარშან ციხეში მყოფმა ოპოზიციის ლიდერმა, ალექსეი ნავალნიმ დაასაახელა და მათ „კრემლის კლეპტოკრატიის ძირითადი შემქმნელები და ბენეფიციარები“ უწოდა. უკრაინაში შეჭრიდან სამი კვირის შემდეგ, ამ სიიდან 27 პირი აშშ-ისა და ევროპის სანქციების ქვეშ მოექცა, ხოლო კიდევ შვიდი პირი კანადის შავ სიაში მოხვდა.

ამ 35-კაციან სიაში არიან:


რომან აბრამოვიჩი - 55 წლის ოლიგარქი, რომლის ქონება 13,5 მლრდ დოლარს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ის გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიაში ჯერ არ შედის და პუტინთან კავშირს უარყოფს, აბრამოვიჩმა ცოტა ხნის წინათ ჩელსის საფეხბურთო კლუბის გაყიდვაზე განცხადება გააკეთა, რომელიც მან 2003 წელს შეიძინა. OCCRP-ის მონაცემთა ბაზა აჩვენებს, რომ მას, მინიმუმ, 7 მლრდ დოლარის აქტივები აქვს, მათ შორის არის ზღვისპირა ვილა პოპულარულ ფრანგულ რივიერაში, Bombardier-ის კერძო თვითმფრინავი და რამდენიმე უძრავი ქონება ლონდონის რაიონებში.



ალიშერ უსმანოვი - რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამთო-მეტალურგიული ჰოლდინგ „მეტალოინვესტის მფლობელი. რუს მილიარდერთა Forbes-ის 2021 წლის რეიტინგში უსმანოვი, 18.4 მლრდ დოლარის ქონებით, მე-7 ადგილს იკავებს. თავისი აქტივების დიდი ნაწილი უსმანოვმა ბუნებრივი წიაღისეულით იშოვა, თუმცა წლების განმავლობაში არაერთი სარფიანი ინვესტიცია განახორციელა, მათ შორის Facebook-ში, Apple-ში, Twitter-ში, Alibaba-სა და საფეხბურთო კლუბ Arsenal-ში.



იგორ სეჩინი - რუსული ნავთობგიგანტის, „როსნეფტის“ აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც თვეში 295-390 ათას დოლარამდე ერიცხება.



ოლეგ დერიპასკა - 54 წლის მილიარდერი მსოფლიოში ალუმინის მეორე უმსხვილესი კომპანია Rusal-ის დამაარსებელია და 45%-იან წილს ფლობს. მისი ქონება შეფასებულია 2,3 მლრდ ფუნტ სტერლინგად. დერიპასკას დიდ ბრიტანეთში მრავალმილიონანი ფუნტის ქონების პორტფელი აქვს, რაც ვირჯინიის კუნძულების ოფშორულ კომპანიაზე არის გაფორმებული.


bpn.ge



თეგები:
ოლიგარქები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up