რა აქტივობები განხორციელდა მეწარმეობის განვითარების მიმართულებით

რა აქტივობები განხორციელდა მეწარმეობის განვითარების მიმართულებით

access_time2022-06-01 20:00:00

სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესება მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის, რისთვისაც გრძელდება უფრო მეტად ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბება. აღსანიშნავია, რომ დღგ-ის ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების მიმართულებით 2020 წლის ნოემბრიდან დაინერგა დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების სისტემა, რომელიც გახდა სრულად ავტომატური და გულისხმობს გადასახადის გადამხდელთა პირად საბანკო ანგარიშზე დასაბრუნებელი თანხის გადამხდელის მოთხოვნის გარეშე (ავტომატურად) ასახვას, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაში წერია.



„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული საგადასახადო ადმინისტრაციების შეფასების ინსტრუმენტის (TADAT – Performance Outcome Area 8 – Adequacy of the VAT refund system) მიხედვით, დღგ-ის დაბრუნების არსებული სისტემა შეესაბამება B ქულას.



მეწარმეობის განვითარების მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა შემდეგი აქტივობები:



• საკრედიტო საგარანტიო სქემა − საანგარიშო პერიოდში პროგრამაში 284 სესხი ჩაერთო, რომელთა მოცულობა შეადგენს 195.6 მლნ ლარს, აქედან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გარანტირებულია 144.5 მლნ ლარი, ხოლო გადარიცხული თანხების ოდენობა შეადგენს 30.4 მლნ ლარს.
პროგრამა გულისხმობს სესხის ძირი თანხის არა უმეტეს 80%-ის გარანტირებას. პროგრამის ფარგლებში, რეგისტრირდება კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხები, მოცულობით − 50 ათასი ლარიდან (20 ათასი − მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში) 5 მლნ ლარამდე. პროგრამის მიზანია ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება იმ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები, ეკონომიკის დაკრედიტების ხელშეწყობა და ინკლუზიური ეკონომიკის ზრდის უზრუნველყოფა;




• სესხის/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსება − საანგარიშო პერიოდში გაფორმდა 488 ხელშეკრულება 431 ბენეფიციართან. პროექტების ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 911.6 მლნ ლარს, ხოლო დაგეგმილი ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობაა − 8027.



2021 წლის 1 სექტემბრიდან ხორციელდება სესხის/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსების განახლებული პროგრამა (ბიზნესუნივერსალი), რომელიც ბენეფიციარებს დამატებით სთავაზობს საგარანტიო და საგრანტო კომპონენტებს. თანადაფინანსების საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება შემდეგნაირად: სესხებისთვის − საქართველოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5% და ლიზინგისთვის − 3%. სესხის მოცულობა/ლიზინგის საგნის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 50 ათასსა და არა უმეტეს 10 მლნ ლარს. თანადაფინანსების პერიოდი ვრცელდება სესხის ვადის სრულ პერიოდზე. საგარანტიო კომპონენტის ფარგლებში, შესაძლებელია სესხის ძირი თანხის მოცულობის არა უმეტეს 60%-ის გარანტირება. გრანტის მექანიზმით სარგებლობენ დადგენილებით განსაზღვრულ ეკონომიკურ საქმიანობებში ჩართული ბენეფიციარი კომპანიები (50-მდე პრიორიტეტული დარგი, რომელსაც აქვს ექპორტის ზრდისა და იმპორტის ჩანაცვლების მნიშვნელოვანი პოტენციალი − ბიზნესექსპორტის კომპონენტი), არა უმეტეს სესხის ძირი თანხის/ლიზინგის საგნის ღირებულების 15%-ის მოცულობით, არა უმეტეს 500 ათასი ლარისა. საპილოტე რეგიონებში (იმერეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი) გრანტის მოცულობა განისაზღვრება შემდეგნაირად: სესხის ძირი თანხის/ლიზინგის საგნის ღირებულების 10% − 50 ათასი − 1 500 ათასი ლარის მოცულობის სესხებზე/ლიზინგის საგნის ღირებულებაზე ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობის შემთხვევაში და 20% − დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობებისთვის;



• მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა − 2021 წლის ივნისიდან აგვისტოს პერიოდში დაფინანსდა 2020 წლის მიკრო და მცირე გრანტების პროგრამის კონკურსში გამარჯვებული 689 ბენეფიციარი, ჯამურად − 14 303 493 ლარის მოცულობის გრანტით.
2022 წლის მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში საქართველოს მასშტაბით დარეგისტრირდა 14 823 მეწარმე, საიდანაც შემდეგ ეტაპზე გადავიდა 4156 აპლიკანტი. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, გრანტის მოცულობა შეადგენს 30 000 ლარს, ხოლო საპილოტე რეგიონებში (იმერეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი) − 40 000 ლარს. ასევე 2022 წლიდან კონკურსში მონაწილე შშმ პირებს, ბიზნესიდეების შეფასების ეტაპზე, ავტომატურად ენიჭებათ დამატებითი 2 ქულა;



• იპოთეკური სესხების თანადაფინანსება − 2021 სექტემბრიდან ხორციელდება იპოთეკური სესხების თანადაფინანსების პროგრამა, რომლის მიზანია, დაეხმაროს სახლის შეძენაში/აშენებაში ოჯახებს/მარტოხელა მშობლებს/ქვრივებს, თანადაფინანსების საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებულია ბავშვების რაოდენობაზე და შეადგენს ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3.5% ან 1.5%, არა უმეტეს 6-8%-ისა. სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 200 000 ლარს, ხოლო თანადაფინანსების პერიოდი − 5 წელს. 2022 წლის მაისის ჩათვლით, პროგრამაში ჩაერთო 2 343 ბენეფიციარი 259 მლნ ლარის მოცულობის სესხით“- აღნიშნულია დოკუმენტში.



imedinews.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up