რა არის ბარიატრიული ქირურგია? - ინტერვიუ

რა არის ბარიატრიული ქირურგია? - ინტერვიუ "ნიუ ჰოსპიტალის" ქირურგთან

access_time2021-05-27 13:33:30

ბარიატრიული ქირურგია, როგორც მას ხშირად „კუჭის დაპატარავების“ ოპერაციას უწოდებენ, პათოლოგიურ სიმსუქნესთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალებაა. რა ტიპის ოპერაციები ტარდება და ვის სჭირდება ქირურგიული ჩარევა, ამ თემებზე „კომერსანტს“ ნიუ ჰოსპიტალის ბარიატრიული ქირურგი, რატი ტურაშვილი ესაუბრა:

რა არის ბარიატრიული ქირურგია?

ბარიატრიული ქირურგია ეს არის ქირურგიის ერთ-ერთი დარგი, რომელიც მიმართულია ავადმყოფური სიმსუქნის, ანუ მორბიდული სიმსუქნის სამკურნალოდ. ტარდება რამოდენიმე ტიპის ოპერაცია. სიმსუქნის უკიდურესი ფორმების არსებობის დროს ერთადერთი მეთოდი, რომელიც წონის სტაბილურ კლებას და მის შენარჩუნებას ხანგრძლივად უზრუნველყოფს, არის ბარიატრიული ოპერაცია. ანუ ოპერაციები მიმართული როგორც მხოლოდ კუჭის მოცულობის შესამცირებლად(რესტრიქციული ტიპის ოპერაცია) ასევე მოცულობის შესამცირებლად და მასთან ერთად შეწოვის ფართის შესამცირებლად, წვრილი ნაწლავის „გამოთიშვის“ ხარჯზე (რესტრიქციულ-მალაბსორბციული ტიპის ოპერაცია).

მორბიდული სიმსუქნე 21-ე საუკუნის ყველაზე საშიშ და არაგადამდებ ქრონიკულ დაავადებად მიიჩნევა. დასავლეთის ქვეყნებში, ევროპასა და ამერიკაში სიმსუქნეს ეპიდემიის ხასიათი აქვს მიღებული და დადგენილია, რომ მორბიდული სიმსუქნით დაავადებული 25-35 წლამდე ასაკის პირებში, სხვა იგივე ასაკობრივი ჯგუფის ნორმალური წონის მქონე პაციენტებთან შედარებით, სიკვდილის რისკი 12-ჯერ უფრო მაღალია.

რა რისკებთან არის დაკავშირებული მორბიდული სიმსუქნე და რა დაავადებებს იწვევს იგი?

მორბიდული (ანუ უკიდურესად), პათოლოგიური და ავადმყოფური სიმსუქნე სინონიმებია. სიმსუქნე ასოცირებულია მრავალ სხვადასხვა ორგანოთა სისტემების დაავადებებთან, მათ შორის უხშირესად გვხვდება ისეთი დაავადებები, როგორიცაა კარდიოვასკულური, რესპირატორული, მეტაბოლური, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, კუჭ - ნაწლავის ტრაქტის, უროლოგიური, ენდოკრინული, რეპროდუქციული, დერმატოლოგიური და სხვა.

სიმსუქნე უხშირესად ასოცირებულია შეძენილი დიაბეტი ტიპი 2 განვითარებასთან, ისევე როგორც სიმსუქნე შეიძლება გახდეს ჰიპერლიპიდემიის, ძილის აპნოეს, ასთმის, ზოგ შემთხვევაში უშვილობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზიც. შესაძლებელია რომ, ორსულობის დროს ნაყოფის ანომალიების განმაპირობებელიც იყოს. გარდა ამისა, პათოლოგიური წონა იწვევს ხერხემლისა და საყრდენმამოძრავებელი აპარატის სერიოზულ დაზიანებას, არტერიული ჰიპერტენზიის ჩამოყალიბებას, ფილტვის თრომბოემბოლიურ გართულებას, ინსულტის-ინფარქტის ნაადრევ განვითარებასდა სხვა, დადგენილია რომ, სიმსუქნე არის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი,ონკოლოგიურ დაავადებებში, ძუძუს კიბო, კოლორექტალური კიბო, პროსტატის სიმსივნე, ღვიძლის არაალკოჰოლური ჰეპატოზი და ციროზი, ღვიძლის, სანაღვლე გზების კიბო და სხვა.

მორბიდული სიმსუქნე იწვევს ადამიანის ფსიქო-ნევროლოგიური და სოციალური მდგომარეობის გაუარესებას. ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობის მკვეთრ გაუარესებას, შორსწასულ ფორმებში ადამიანები ფაქტიურად ინვალიდები ხდებიან.

 


როგორ განვსაზღვროთ გვაქვს თუ არა სიმსუქნე და გვჭირდება თუ არა ქირურგიული მკურნალობა?

იმისათვის, რომ განვსაზღვროთ ვართ თუ არა ამ ტიპის სიმსუქნით დაავადებული, უნდა გამოვთვალოთ სხეულის მასის ინდექსი, ე.წ. BMI, რაც შემდეგნაირად ითლება, სხეულის მასა ანუ კილოგრამი, უნდა გავყოთ სიმაღლის კვადრატზე, შესაბამისად, თუ მივიღეთ 40-ზე მეტი, საქმე გვაქვს მორბიდულ სიმსუქნესთან. როცა BMI 40-ზე მეტია, ეს უკვე ოპერაციის ჩვენებაა. გარდა ამისა როდესაც BMI 32 და მეტია, და საქმე გვაქვს თანდართულ მრავალ საშიშ დაავადებასთან როგორებიც არის: შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ქვემო კიდურის სისხლძარღვების დაზიანება, ძილის აპნოე, ასთმა, ინსულტის და ინფარქტის განვითარების მაღალი რისკი და სხვა, ასეთ დროს ოპერაციის წარმოების კრიტერიუმად, მიჩნეულია აღნიშნული მდგომარეობა. ასევე პირდაპირი ჩვენებაა ოპერაციის, როდესაც სხეულის მასა ნორმას 40-50 კილოგრამით აღემატება. გასათვალისწინებელია მრავალჯერადი უშედეგო დიეტოთერაპია, როდესაც პაციენტი დიეტის შეწყვეტისთანავე სწრაფად უბრუნდება წონის ჩვეულ ნიშნულს და ხშირ შემთხვევებში გაცილებით უფრო მეტს, ორმაგსაც იმატებს.

რა ტიპის თანამედროვე ქირურგიული პროცედურები / ბარიატრიული ოპერაციები ტარდება ნიუ ჰოსპიტალსში?

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ტარდება სხვადასხვა ტიპის ბარიატრიული ოპერაციები - კუჭის ვერტიკალური რეზექცია (იგივე სლივ გასტრექტომია), გასტროშუნტირება (Gastric Bypass) და მინი გასტრო შუნტირება (Mini Gastric Bypass). არის შემთხვევები, როდესაც მოდიან პაციენტები, რომლებსაც წარსულში სხვადასხვა დროს ჩატარებული აქვთ, ბარიატრიული ოპერაცია, ვერ შეძლეს ექიმების რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმეში. მოიმატეს წონაში, დაუბრუნდნენ ოპერაციამდელ წონას, კვლავ წინა პლანზე აქვთ ის ჯანმრთელობის პრობლემები რაც განპირობებულია პათოლოგიური სიმსუქნით, მკვეთრად გაუარესებული აქვთ ფსიქოლოგიურ-სოციალური მდგომარეობა და გამოთქვამენ სურვილს განმეორებით ოპერაციაზე. ასეთ შემთხვევებში განიხილება ე.წ. განმეორებითი ოპერაციები. ამ დროს იწარმოება ოპერაციის ისეთი ტიპი, რომელიც ბევრად მყარად და საიმედოდ მიიჩნევა წონის სტაბილური კლების და მისი ხანგრძლივად შენარჩუნების თვალსაზრისით.

რა არის სლივ გასტრექტომია, გასტროშუნტირება და მინი გასტროშუნტირება? რა განსხვავებაა ამ ოპერაციებს შორის და რა დადებითი მხარეები და რისკები ახლავს?

სლივ გასტრექტომია - კუჭის ვერტიკალური რეზექცია, მსოფლიოში ბარიატრიულ ოპერაციებს შორის სიხშირით ეს უკანასკნელი ჭარბოს, იგი დაახლოებით 70%-ს მოიცავს. ეს არის რესტრიქციული ტიპის ოპერაცია ანუ უხეშად რომ ვთქვათ „კუჭის დაპატარავების“ -მოცულობის შემცირების - დაახლოებით 80%, არსით იწარმოება. ამ დროს ხდება კუჭის მთლიანი დიდი სიმრუდის და სხეულის ნაწილის მოცილება, რჩება მხოლოდ მცირე სიმრუდე, აღნიშნულ დიდ სიმრუდის ერთ ერთ ნაწილში გამომუშავდება შიმშილის ჰორმონი გრილინი. კუჭი, როგორც მოცულობითი ორგანო, გადაიქცევა ერთგვარ მილად, რომლის დიამეტრი 1.5-2სმ-მდეა. ამ ოპერაციის შემდგომ ითრგუნება შიმშილის გრძნობა. ხდება პაციენტის სწრაფი დანაყრება მცირე ულუფითაც კი, ხოლო ეს აღნიშნული მცირე ულუფა სწრაფად გადაადგილდება წვრილნაწლავში, ეს ყველა მექანიზმი ერთად და კიდევ რიგი ქირურგიული ნიუანსებისა, განაპირობებს სხეულის მასის ეფექტურ კლებას.

ეს ოპერაცია მიჩნეულია შესრულდეს, ძირითადად მაშინ, როდესაც სხეულის მასის ინდექსი არის 40-დან 50-მდე. თუმც აკრძალვა სხვა სხეულის მასის სხვა ციფრებშიაც არ არის, განსაკუთრებით მაშინ როდესაც BMI გაცილებით მეტია 50ზე, პაციენტს აქვს მრავალი მძიმე დაავადება, ოპერაციის სხვა უფრო რთული ტიპის შერჩევა შეიცავს რისკ ფაქტორებს, არჩევანის შეჩერება ხდება სლივ გასტრექტომიაზე.

 

მინი გასტროშუნტირება - ეს არის ე.წ. ერთ ანასტომოზიანი ოპერაცია, ეს ოპერაცია ტარდება მაშინ, როდესაც სეხულის მასის ინდექსი (BMI) არის 51 ან მეტი, ეს არის რესტრიქციულ-მალაფსორბციული ტიპის ოპერაცია, ამ შემთხვევაში ხდება კუჭის მოცულობის შემცირება, კუჭი რჩება დაახლოებით 70-80 მილილიტრის ოდენობის, ასევე ხდება წვრილი ნაწლავის გამოთიშვა, ადამიანს წვრილი ნაწლავი საშუალოდ 4 მეტრია, ხოლო ოპერაციის დროს ჩვენ ვთიშავთ 1.8 დან 2 მეტრამდე, ანუ კუჭსა და ნაწლავს შორის ხდება ანასტომოზის ფორმირება და ამის მთელი არსი არის ის, რომ ისედაც მცირე რაოდენობის მოხვედრილი საკვები კუჭის დარჩენილ ნაწილში, პირდაპირ წვრილ ნაწლავში გადაედინება, რადგან ნაწლავის გარკვეული უბანი გამოთიშული გვაქვს ამ დროს თვითონ შეწოვის ფართიც ძალიან მცირეა, სწორედ ამ მექანიზმზე არის დამყარებული ამ ოპერაციის შედეგიანობა. თვითონ ოპერაცია სლივ გასტრექტომიასთან შედარებით უფრო რთულია ტექნიკურად, მაგრამ პოსტოპერაციულ პერიოდში, პაციენტი უფრო თამამია საკვები რაციონის მიმართ, რადგან წონის მატების შედარების დაბალი პროცენტულობა არსებობს. ამ ოპერაციის ერთ-ერთი დადებითი ფაქტორი არის ის, რომ პაციენტები, რომლებსაც აქვთ შეძენილი შაქრიანი დიაბეტი, 90% შემთხვევაში ხდება კომპენსირება. 

გასტროშუნტირების - დროს კუჭის მოცულობა 40-50 მილილიტრამდე მცირდება. ამ შემთხვევაშიც ხდება ნაწლავის გამოთიშვა. ეს არის მალაფსორბციული რესტრუქციული ტიპის ოპერაცია. გასტრო შუნტირებას მივმართავთ მაშინ, როდესაც სხეულის მასის ინდექსი არის 51 ან ზევით, ან საქმე გვაქვს ე.წ. სუპერმორპიტულ სიმსუქნესთან. ეს არის უფრო რადიკალური, ტექნიკურად უფრო რთული ვიდრე მინიგასტროშუნტირებაა, წვრილი ნაწლავის შეწოვის ფართი ამ დროს ბევრად უფრო შემცირებულია, რაც განაპირობებს სტაბილურ და საიმედო წონის კლებას. მისი ხანგრძლივი შენარჩუნებით თითქმის 100%-ში. მაგრამ შესაბამისად რაც უფრო რადიკალურია ოპერაცია რისკებიც მეტია. ტექნიკურად ბევრად უფრო რთული ოპერაციაა ვიდრე სლივგასტრექტომია, და უფრო რთულია ვიდრე მინიგასტროშუნტირება, უმრავლეს შემთხვევებში პაციენტს ჩანაცვლებითი კვება სჭირდება. იმატებს შერთულების ადგილას წყლულის გაჩენის ალბათობა და სხვა. აღნიშნული ოპერაციის დროს შეძენილი დიაბეტი ტიპი 2 თითქმის 100%-მდე კომპენსირდება. 

როდესაც „ნიუ ჰოსპიტალში“ მოსულ პაციენტებს ოპერაციის დადებით და უარყოფით შედეგებს ვუხსნი, ისინი უფრო მეტად მინიგასტროშუნტირებაზე არიან ორიენტირებული, რადგან ჭამის მხრივ, შეუძლიათ, რომ უფრო თავისუფალნი იყვნენ შემდგომში, თუმცა არა სრულად უკონტროლოდ, სლივ გასტრექტომიასთან შედარებით წონის მატების ნაკლები ალბათობა აქვთ. ეს ეხება განსაკუთრებით იმ პაციენტებს, ვისაც გაცნობიერებული აქვს რომ ხანგრძლივად კვებითი ქცევის მკაცრ დაცვას, და რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულებას, სხვადასხვა გასაგებ მიზეზთა გამო ვერ შეძლებს, და ურჩევნია უფრო საიმედოდ იყოს. რაც შეეხება სლივ გასტრექტომიას, არსებობს რისკი დაახლოებით 20-25% -ში, რომ თუ პაციენტი ჩვენს მიერ მიცემულ რეკომენდაციებს ზედმიწევნით არ დაიცავს, შესაძლებელია დადგეს წონის მომატების ტენდენცია, ეს კი დამთავრდეს პირვანდელი წონის დაბრუნებით. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მორბიდული სიმსუქნე ეს არის ქრონიკული დაავადება, დროში გახანგრძლივებული, შესაბამისად მის მკურნალობას სჭირდება თითქმის მუდმივი ყურადღება და ხელისშეწყობა.

რაც შეეხება პოსტოპერაციულ პერიოდს - სამივე ოპერაციის პოსტოპერაციულ პერიოდს ერთი და იგივე მიმდევრობა აქვს. პოსტოპერაციული პერიოდი არ უძნელდებათ პაციენტებს რადგან მათ ამ ყველაფერს ოპერაციამდე ვუხსნით და ვასწავლით.

წონის კლება იწყება საოპერაციო მაგიდიდან, პაციენტი მორალურად მომზადებულია, რომ იგი იწყებს ოპერაციის შემდგომ სრულიად სხვა, ახალ ცხოვრებას, შესაბამისად ყველა ორიენტირებულია და მოტივირებული, რომ შეასრულოს მაქსიმალურად მიცემული რეკომენდაციები, რასაც იგი ოპერაციამდე გაცნობილია. ოპერაციიდან 3-4 საათში პაციენტი ფეხზე დგას, მოძრაობს, იმ დღესვე იწყებს წყლის მიღებას. საკვების მიცემა ხდება შემდეგ დღეებში. სტაციონარში პოსტოპერაციული პერიოდი გრძელდება 2 დან 5 დღემდე, იმის მიხედვით რა ოპერაცია გვაქვს წარმოებული. ამის შემდგომ უკვე გეგმიური კონსულტაციები და საკონტროლო კვლევები ტარდება წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ, ეს გრძელდება პირველი 2 წლის განმავლობაში.

 

®





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up