ეკონომიკური სანქციების ფასი რუსეთისთვის და გავლენა საქართველოზე – გიორგი აბაშიშვილი

ეკონომიკური სანქციების ფასი რუსეთისთვის და გავლენა საქართველოზე – გიორგი აბაშიშვილი

access_time2022-03-14 15:00:01

„ბოლო წლებია ეროვნულ ბანკს არ მიეცა ნორმალურ და თანაბარ პირობებში მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა და „ჯეოქეისის“ მკვლევარმა გიორგი აბაშიშვილმა ისაუბრა. მისი თმით, კორონავირუსის რამდენიმე ტალღამ და ახლა უკვე რუსეთ-უკრაინის ომმა პოსტ საბჭოთა ქვეყნების ეკონომიკებზე დიდი გავლენა მოახდინა.

 

„ჯერჯერობით ფუნდამენტური ფაქტორების შედეგი მოკლე დროში ვერ დადგებოდა, ეს ყველაფერი გამოწვეულია მოლოდინებით და შესაბამისად ნეგატიურ მოლოდინებს ბაზარზე პანიკური ქცევა ახლავს თან, თუ ამას არ მოჰყვა გარკვეული ტიპის სტაბილიზაციის ნიშნები ან მეტი ინფორმაცია იმაზე, რომ სანერვიულო და საპანიკო არაფერი არ არის, თუ შესაბამის პირების მხრიდან ასეთი ტიპის მესიჯები არ მოყვა და ეს მოსახლეობამ არ დაიჯერა, ბუნებრივია პანიკას ჩახშობა გაუჭირდება. ინფლაციური მოლოდინების შემცირება ხდება მაშინ, როდესაც მოლოდინები სწორად არის მართული, მათ შორის საინფორმაციო კამპანიებიდან, ამისთვის საჭიროა კიდევ ფურო მეტად აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან, თუ სად ვიმყოფებით, რა მდგომარეობაა იგივე მარაგებთან და სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და თუ ეს საინფორმაციო ნაკადები სწორად იქნება მიწოდებული, მე ვფიქრობ, რომ პანიკის წილი ნამდვილად გაქრება, რაც შეეხება სხვა ფუნდამენტურ ფაქტორებს გასაგებია რომ რისკები დარჩება და ამას ვერანაირი საინფორმაციო მართვა ვერ უშველის ვთქვათ ფულადი გზავნილების პოტენციურ შემცირებას, ექსპორტის შემცირებას და ტურისტების შემცირებას“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

 

აბაშიშვილის თქმით იმისათვის, რომ წლის ბოლომდე ზუსტი პროგნოზი დაისვას, უნდა ვიცოდეთ თუ როგორ განვითარდება ომი უკრაინაში, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ეს საკითხი მთელი მსოფლიოსთვის კითხვის ნიშნის ქვეშ არის. აბაშიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ერთადერთი სწორი გზა არის პარტნიორებთან სტაბილურობის შენარჩუნება და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან კოორდინირებული მუშაობა.

 


„არსებულ ვითარებაში, მიუხედავად იმისა, თუ როდის დასრულდება კონფლიქტი, საბოლოო ჯამში რუსეთის პირისპირ დიდი ხნით დარჩება, რაც მსოფლიო ბაზარზე და ბევრი ქვეყნის ეკონომიკაზე გავლენას დიდ ხანს მოახდენს. ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ ამის ერთადერთი გზა არის ის, რომ ჩვენ პარტნიორებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჩართულობით შემდგომი ეკონომიკური პოლიტიკის, მათ შორის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და სხვადასხვა ტიპის პროექტების განსახორციელებლად გადავდგათ ნაბიჯები. თუ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ჩვენი მოქმედებები იქნება კოორდინირებული, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ქვეყანას უფრო დიდი შესაძლებლობა აქვს რომ პოზიტიური ეკონომიკური ზრდა შეინარჩუნოს, რომელიც მეტნაკლებად თავისუფალი იქნება განსაკუთრებული და სერიოზული რყევებისგან, სხვა შემთხვევაში ყველაზე დიდი რისკი, რომელიც შეიძლება ახლა იყოს, არის ის, რომ რუსეთთან დავრჩეთ პირისპირ, რაც ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, შესაბამისად ნებისმიერი ნაბიჯი რუსეთთან ნებისმიერი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის, თუნდაც თვითინიციატივები მათ შორის ცალკეული კომპანიების დონეზე პირდაპირი მნიშვნელობით დამღუპველია. ამიტომ მხოლოდ პარტნიორებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან კოორდინირებული მოქმედება არის გზა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობას და განვითარების ნიშნების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.


სამწუხაროდ, არის ცალკეული კომპანიების ინიციატივები, რომლებიც ქვეყნის იმიჯს აზარალებს, მაგალითად როდესაც ნებსით თუ უნებლიედ რაღაც ფორმით ჩვენ რუსეთს ვეხმარებით, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ აირზენას, რომელიც სანქციებიდან თავის არიდებას ცდილობს, ეს არის ის საკითხები, რომელზეც ფრთხილად უნდა ვიყოთ და ჩვენდა უნებურად ხელის შემწყობები არ უნდა გავხდეთ. მე მგონია, რომ სიფრთხილის პარალელურად ჩვენი დაცულობის ერთადერთი გზა არის კოორდინირებული ქმედებები ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან, მეტი აქტიურობა გვჭირდება ახლა ჩვენ ევროკავშირთან, მითუმეტეს როცა ლაპარაკია განაცხადზე გაწევრიანებასთან დაკავშირებით. კიდევ უფრო მეტი აქტიურობა გვჭირდება რომ სხვადასხვა ეკონომიკური აქტივობები გავატაროთ, დავუახლოოთ ჩვენი ეკონომიკა ევროპულ ბაზარს, რადგან განაცხადი დარჩება ჰაერში, თუ მას არ მიჰყვა სამუშაოები“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

 

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ამისთვის არავის სცალია, საქართველომ უნდა ეცადოს და გააძლიეროს ურთიერთობები, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებთან ასევე აშშ-სთან და უნდა ეცადოს რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე ხელშეკრულება ამოქმედდეს.



თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up