რატომ არის ყველაზე მაღალი კოვიდ-გარდაცვალება საქართველოში

რატომ არის ყველაზე მაღალი კოვიდ-გარდაცვალება საქართველოში

access_time2021-08-26 12:00:25

გვიანი დიაგნოსტიკა და ჰოსპიტალიზაცია, პირველადი ჯანდაცვის ჩავარდნა და ვაქცინაციის დაბალი  ტემპი  ეს 3 ძირითადი მიზეზია, რასაც საქართველოში კოვიდ-პაციენტების მაღალი სიკვდილიანობის მიზეზად მიიჩნევს ვატო სურგულაძე, ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტი. მისი თქმით, ოჯახის ექიმის როლი მკურნალობის პროცესში მინიმალურ დონეზეც არ არის და ამ მიმართულებით სისტემამ რეალურად  ვერ იმუშავა.


ცალკე პრობლემაა ექიმების დაბალი კვალიფიკაცია. როგორც სურგულაძე აღნიშნავს,  ამ ყველაფერს ერთვის ისიც, რომ ექიმები გადაიღალნენ და მათ მიერ პაციენტების მკურნალობის მართვის პროცესი ნაკლებად ეფექტურია.


,,ინფიცირებული მოქალაქეების  დიაგნოსტირება გვიანდება. ოჯახის ექიმის ინსტუტუტი ფაქტობრივად არ მუშაობს.  მას არათუ კვირაში ერთხელ, ყოველდღიურად  უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია პაციენტთან, რაც ვერ ხერხდება. სტუდენტები შეიყვანეს საველე ჰოსპიტალებში, იქ არაფერი ესაქმებათ, ოჯახის ექიმებისთვის უნდა მიემაგრებინათ, რათა მაქსიმალურად გაძლიერდეს ყოველდღიური მკურნალობა. ჰოსპიტალიზაცია გვიანდება და,  შესაბამისად, ხალხი გვეღუპება. ამასთან, მედპერსონალის სიმცირეა,  ვამბობთ, რომ ბევრს კვალიფიკაცია არ ყოფნის, მაგრამ ამავე დროს ექიმები მორალურად და ფიზიკურადაც გადაიღალნენ. ყველაზე მეტად მაინც პირველადი ჯანდაცვის პრობლემა დგას, რის გამოც ადამიანები გვეღუპებიან“, - ამბობს სურგულაძე.


მისი თქმით, თავიდანვე არასწორი იყო ონლაინ კლინიკების ჩართვა, რადგან რეალურად ვერც ამ სისტემამ იმუშავა.  


,,ახლა პოლიკლინიკის ექიმები ჩართეს, მაგრამ ვერც ამას აქვს ეფექტი. ოჯახის ექიმს უნდა მიამაგრო სტუდენტი, რათა დაეხმაროს სხვადასხვა  ტექნიკური საქმიანობის შესრულებაში. სულ ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა შემთხვევა, როცა ექიმმა კოვიდ-ინფიცირებულს  გამუწერა წამალი და უთხრა,  თვითონ უნდა მისულიყო  საავადმყოფოშიო.  ავადმყოფმა გაიკეთა 2 ნიღაბი, ჩაჯდა ტაქსიში და წავიდა.  დიდი ალბათობით, დაავადებას ტაქსის მძღოლსაც გადასდებდა და კიდევ ვინ იცის, რამდენს! სისტემური პრობლემაა, რაც ხდება,  უცოდინარი ხალხის უმოქმედობის შედეგია.  ახლაც საუბარია, რომ გაამკაცრონ რეგულაციები, როცა არსებული შეზღუდვები არ სრულდება“, - აცხადებს ვატო სურგულაძე.



ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტი იმუნიზაციის პროცესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ  სრულად ვაქცინირებული მოქალაქეების 10% არაფერს ნიშნავს, სანამ ეს მაჩვენებელი, მინიმუმ, 40%-ს არ მიაღწევს, რადგან სხვა შემთხვევაში შეუძლებელია სასურველი შედეგი დადგეს.


სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ ინფიცირებულების მკურნალობის პროცესი არ მიდის ჯანსაღად და შემდეგ უკვე გართულებულ  მდგომარეობას მედიკოსები ვერ ერევიან. ყველაზე მეტი მკითხვის ნიშანი კი იმუნიზაციის მიმართულებით არსებობს. ბიოქიმიკოსი,  ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილი წევრი, პროფესორი რამაზ გახოკიძე ამბობს, რომ ადამიანი თითქმის მთლიანად  ხელოვნურ იმუნიტეტზე ხდება დამოკიდებული, რაც ერთ-ერთი დიდი შეცდომაა.

,,მასობრივად ხდება ინფიცირებულების  გამოკეტვა, რაც იწვევს უჰაერობას და ეცემა იმუნიტეტი.  მკურნალობისას საერთოდ ამოღებულია ბუნებრივი ბრძოლის საშუალებები, თაფლი, ასკილი და სხვა. ამ დროს ძლიერი იმუნიტეტი  ნებისმიერ  ვირუსთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებად არის მიჩნეული. მართალია, აცრებით და სხვადასხვა ვიტამინის საშუალებით იმუნიტეტის გაძლიერება მეტ-ნაკლებად შესაძლებელია, მაგრამ ბუნებასთან სიახლოვეს ალტერნატივა რეალურად არ აქვს. ადამიანის ორგანიზმი არასწორი ცხოვრების წესის გამო  მოდუნებულია და ყველაზე სუსტ ვირუსთან გამკლავებაც კი უჭირს. მით უმეტეს ახლა, როცა კორონავირუსის ეპიდემია მძვინვარებს.  მკურნალობის პროცესში სწორ კვებასთან ერთად, ზომიერი ფიზიკური დატვირთვაც საჭიროა, რაც ინფიცირების შემთხვევაშიც ძალიან მნიშვნელოვანია. რეკომენდაციების გაცემისას ექიმებმა სწორედ ეს ფაქტორები უნდა გაითვალისწინონ.  ქიმიურად შექმნილ იმუნიტეტს ეფექტი არ აქვს და სარგებლის ნაცვლად, ჯანმრთელობისთვის საზიანოა“, - ამბობს გახოკიძე.


ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 5021 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა კიდევ 58 პაციენტი.


რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს,  დღიურად, 24 აგვისტოს  28 196 მოქალაქე აიცრა.


სულ საქართველოში 1 038 292 აცრა გაკეთდა. 


სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 719 380 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 25.2%; სრულად ვაქცინირებულია 318 912 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 11.2%

 

მარი ჩიტაია

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up