პირველად საქართველოში ადგილობრივად წარმოებული ულაქტოზო რძე სანტესგან

პირველად საქართველოში ადგილობრივად წარმოებული ულაქტოზო რძე სანტესგან

access_time2022-02-28 11:29:24

რძე, რომ  შეუცვლელი პროდუქტია, როგორც, ბავშვთა , ისე მოზარდთა კვებაში ამაზე დიდი ხანია თანხმდებიან მეცნიერები და ექიმები, მაგრამ... არსებობს ფაქტორები, რომლებიც მსოფლიო მოსახლეობის არც თუ ისე პატარა ნაწილს აწუხებს და რასაც საბოლოოდ კვების რაციონიდან რძის და რძის შემცველი პროდუქტების ამოღებამდე მივყავართ.

 არის თუ არა ეს გზა სწორი და რა შეცდომებს ვუშვებთ რაციონიდან რძის ამოღებით?

ყურყური, მუცლის შებერილობა, დისკომფორტი -  ეს ის ხშირი ნიშნებია, რომელიც მოზრდილი პოპულაციის ნახევარზე მეტს რძის მიღების შემთხვევაში უვითარდება და ამას ლაქტოზის აუტანლობას უკავშირებენ.



 

რა არის ლაქტოზა ან რა მოვლენაა ლაქტოზის აუტანლობა?

  • აღმოჩნდა, რომ : ლაქტოზა რძის შაქარია, იგი შედის როგორც ნატურალური რძის შემადგენლობაში, ისე რძის პროდუქტებში. თუმცა რძისგან განსხვავებით რძის პროდუქტებში ლაქტოზა გაცილებით მცირე რაოდენობით გვხვდება.

ლაქტოზის აუტანლობა მოზრდილ ადამიანთა უმეტესობისათვის ფიზიოლოგიური მოვლენაა. სწორედ ამიტომ ქართულ ბაზარზე უკვე არსებობს პირველი, ქართული ნატურალური ულაქტოზო რძე სანტესგან. აქამდე მწირად , მაგრამ მაინც გვხვდებოდა დახლებზე უცხოური წარმოების ულაქტოზო რძე. რატომ გახდა აუცილებელი ულაქტოზო რძის საქართველოში წარმოება და რა კვებითი ღირებულებების მატარებელია აღნიშნული პროდუქტი, ამის შესახებ რძის მწარმოებელი კომპანია” სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტების” წარმოების ხარისხის მენეჯერს ლაშა მანძულაშვილს ვესაუბრეთ:


 

  • ბატონო ლაშა რატომ გახდა აუცილებელი ულაქტოზო რძის წარმოება საქართველოში?

 

  • ჩვენი კომპანია, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული წარმოება მუდმივი მონიტორინგის საფუძველზე მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს ინოვაციურ პროდუქციას. მსოფლიოში, საშუალოდ ყოველი მეხუთე ბავშვი ლაქტოზის აუტანლობით იბადება. ლაქტოზის აუტანლობა ძლიან გავრცელებული პრობლემაა ჩვენი პოპულაციისთვისაც. აღმოჩნდა, რომ ეს  პრობლემა ხშირია არა მარტო მოზრდილებში, არამედ ბავშვთა ასაკშიც.  გარკვეული კვლევების საფუძველზე მივედით გადაწყვეტილებამდე ქართველი მომხმარებლისათვის შეგვეთავაზებინა ადგილობრივი ულაქტოზო რძე. ეს სიახლეა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ამიერკავკასიის ქვეყნებისთვისაც. მოგეხსენებათ ულაქტოზო რძის წარმოება ყველა ქვეყანაში არ ხდება, თუმცა მსოფლიო მოსახლეობის დიდ ნაწილს სწორედ ლაქტოზის აუტანლობა აწუხებს. გრძელვადიანი უცხოური ულაქტოზო რძის ნაცვლად ჩვენ უკვე გვაქვს ადგილობრივი, ახალი პროდუქტი - რძე „მსუბუქი დღე“ რომელიც არ შეიცავს ლაქტოზას. მოგეხსენებათ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვთა კვებაში  ენდემური პროდუქტის მოხმარება, მით უმეტეს, თუ ეს პროდუქტი ყველა კვებით ღირებულებას აკმაყოფილებს.


 

 

  • ბატონო ლაშა, რითი განსხვავდება ულაქტოზო რძე და მისი კვებითი ღირებულება ჩვეულებრივი რძისაგან.
  • ლაქტოზის გაუვნებელყოფა რძეში ხდება სპეციალური ტექნოლოგიის წყალობით. რაც საშუალებას გვაძლევს ერთდროულად გავანთავისუფლოთ რძე ლაქტოზისაგან ისე , რომ რძემ შეინარჩუნოს ყველა კვებითი ღირებულება. ულაქტოზო რძე ინარჩუნებს ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც აუცილებელია მიკროელემენტების დღიური ნორმის შესავსებად.  თამამად შემიძლია ვთქვათ, რომ  სანტეს ულაქტოზო რძის წყალობით შეგვიძლია ლაქტოზის აუტანლობასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას ისე ვებრძლოთ, რომ ამავდროულად ყოველდღიურად მივიღოთ სრულფასოვანი რძე. ულაქტოზო რძე ჩვეულებრივისაგან განსხვავებით ოდნავ მოტკბო გემოთი გამოირჩევა , რაც ხშირად უფრო მოსწონთ კიდეც როგორც პატარებს ისე მოზრდილებს.

 

  • კონტროლის რა მექანიზმს გადის ულაქტოზო რძე დახლებამდე?
  • ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ წარმოების პროცესს „ ადამიანის ხელი არ ეხება“. პროცესი მთლიანად სპეციალიზებული დანადგარების მეშვეობით კონტროლდება. როგორც წარმოების , ისე შეფუთვის მექანიზმი საშუალებას იძლევა დახლებზე მივიღოთ 100% სუფთა და ამავდროულად სასარგებლო პროდუქტი.

სტანდარტულად, როგორც სანტეს ყველა პროდუქტი, მათ შორის ულაქტოზო რძეც გადის ხარისხის მკაცრ კონტროლს, რაც გულისხმობს მიკრობიოლოგიურ და ფიზიკო-ქიმიურ ანალიზს.  ყოველი პარტია მოწმდება ლაქტოზის შემცველობაზეც. მინდა დარწმუნებული იყოს სანტეს მომხმარებელი, რომ  წარმოებიდან დახლებზე პროდუქცია მთელი რიგი კვლევების შემდეგ ხვდება.

 

წარმოების ხარისხის მენეჯერი:

ლაშა მანძულაშვილი

 

 

 (R)



თეგები:
ლაქტოზა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up