რა  არის რითეილ აუდიტი და რისთვის სჭირდება ის კომპანიებს?

რა არის რითეილ აუდიტი და რისთვის სჭირდება ის კომპანიებს?

access_time2021-11-03 10:55:48

როგორ ხვდება თქვენი პროდუქტი მომხმარებელთან? ესაა პროდუქტის მფლობელთა ყველაზე დიდი თავის ტკივილი, თუმცა საბედნიეროდ, არსებობს ამ შეკითხვაზე სწორი და გამოცდილი პასუხი. საცალო სავაჭრო (რითეილ) აუდიტი გაყიდვების აქტივობებს უფრო შესამჩნევს და მარტივად მართვადს ხდის.


რა არის რითეილ აუდიტი?

საცალო სავაჭრო აუდიტი (შიდა აუდიტი) შეისწავლის შერჩეულ საცალო სავაჭრო წერტილებს მონაცემთა შეგროვების გზით, რათა გამოიკვეთოს საცალო ვაჭრობის წარმადობა წინასწარ შერჩეული ძირითადი შესრულების მაჩვენებლების (KPI) მიხედვით, რის შემდეგაც შეძლებთ თქვენი სტრატეგია საბაზრო რეალობას მოარგოთ.  საცალო სავაჭრო აუდიტი შექმნილია შედეგის მისაღებად. ის აძლევს კომპანიას საშუალებას, შეაგროვოს პრაქტიკაში გამოსაყენებელი საცალო შესრულების მონაცემები, რათა მიაღწიოთ სამიზნე გაყიდვებს.




რატომ სჭირდება თქვენს კომპანიას რითეილ აუდიტი?


ბიზნესის მფლობელი, აღმასრულებელი დირექტორი, ვიცე-პრეზიდენტი, გენერალური მენეჯერი, კომერციული მენეჯერი, მარკეტინგის დირექტორი თუ სხვა მაღალი რანგის თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელია კომპანიის კომერციულ წარმატებაზე, ცდილობს უპასუხოს შემდეგ შეკითხვებს:

  • პოულობენ თუ არა მყიდველები ჩვენს პროდუქტებს სადაც და როცა უნდათ?
  • ვართ თუ არა დარწმუნებული, რომ ჩვენი ფასწარმოქმნის სტრატეგია სწორადაა დანერგილი?
  • რამდენად სწრაფად შეგვიძლია რეაგირება მარაგების პოტენციურ დეფიციტზე თუ ზედმეტობაზე?
  • რამდენი სარეკლამო-საკომუნიკაციო მასალის წერტილია გაყიდვის ადგილზე?
  • როგორ შეგვიძლია შევაფასოთ საცალო მოვაჭრის კმაყოფილება?
  • როგორ შეიძლება ლაივში ვიყოთ ინფორმირებული კონკურენტული აქტივობების შესახებ?

თუ არ გაქვთ პასუხი ამ შეკითხვებზე, მაშინ იგივე პრობლემას აწყდებით რასაც სხვა კომპანიები. უმეტეს შემთხვევაში, მენეჯერები რითეილის შესრულებას აფასებენ მხოლოდ შიდა მონაცემების მიხედვით. ძირითად შესრულების მაჩვენებლებს შორისაა გაყიდვების რაოდენობა, ღირებულება, თანხის მიღების პროცენტი, გაყიდვების შესახებ ზარების რაოდენობა, ვიზიტების სიხშირე, ღირებულება თითოეულ მომხმარებელზე, ვიზიტების პროცენტი გაყიდვებთან მიმართებაში, დასრულების პროცენტი, პროდუქტის გამოწვევის პროცენტი და ა.შ.

ის, რაც აქ გამორჩენილია, არის გაყიდვების გარე მაჩვენებლები, რომლებსაც ვერ მივიღებთ შიდა ინსტრუმენტების გამოყენების საშუალებით. დავფიქრდეთ შემდეგ ძირითად შესრულების მაჩვენებლებზე:


  • პროდუქტის არსებობა თაროზე;
  • გაყიდვების აღჭურვილობის ხელმისაწვდომობა და ფიზიკური მდგომარეობა;
  • თქვენი ბრენდების თაროზე გადანაწილების პროცენტულობის დინამიკა;
  • თაროზე ფასის კომუნიკაციის ხარისხი;
  • თაროზე პროდუქტის განთავსების ხანგრძლივობა;
  • მყიდველთან ინტერაქციის წერტილების რაოდენობა;
  • რითეილერის ჩართულობის დონე თქვენს ბიზნესში;
  • ზემოხსენებული ძირითადი შესრულების მაჩვენებლების კონკურენტული პერსპექტივები და ა.შ.

თქვენს შიდა მონაცემებთან ერთობლიობაში, ეს მონაცემები გაძლევენ გაყიდვების გაუმჯობესების ახალ შესაძლებლობებს.


 როგორ გამოვიყენო რითეილ აუდიტის მონაცემები?


 

ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია დავყოთ რითეილ აუდიტის მონაცემთა მომხმარებლები ორ ჯგუფად:


1. ბრენდის მფლობელები (მომწოდებლები)

ყველაზე დიდი გამოწვევა ბრენდის მფლობელთათვის, რომლებიც დამოკიდებული არიან დისტრიბუტორებზე თავიანთი პროდუქტის გასაყიდად, არის ის, თუ რამდენად ახერხებენ შეინარჩუნონ ბრენდის იმიჯი და დაპირება გაყიდვების სხვადასხვა არხების მიღმა. ეს დიდი პრობლემაა მომწოდებელი კომპანიებისთვის, რადგან ვერ ახორციელებენ პირდაპირ კონტროლს დისტრიბუტორების მიერ გაყიდვების თუ მომსახურების გაწევის პროცესზე.

მომწოდებლებს არ შეუძლიათ დაუწესონ დისტრიბუტორებს მენეჯმენტის პოლიტიკა, თუმცა შეუძლიათ გაუზიარონ გამოცდილება და რესურსები, რაც ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის საწინდარია. რითეილ აუდიტის მონაცემები, ერთ-ერთი ასეთი სტრატეგიული რესურსია, რომელიც ბრენდის მფლობელებს ეხმარება შემდეგ ასპექტებში:


  • დისტრიბუტორების და რითეილერების შესრულების მონიტორინგი და მენეჯმენტი;
  • ბრენდის წარმადობის მონიტორინგი და მენეჯმენტი;
  • კონკურენტული აქტივობების მონიტორინგი.

 

2. დისტრიბუტორები (გადამყიდველები)


დისტრიბუციის მხარეს, რითეილ აუდიტის მონაცემები მნიშვნელოვანი საოპერაციო ინსტრუმენტია, რომელიც მათ შორის შემდეგი მიმართულებებით შეიძლება იქნას გამოყენებული:


  • გაყიდვების გუნდის შესრულების მენეჯმენტი;
  • ბრენდის პენეტრაციის მონიტორინგი;
  • მერჩენდაიზინგის, კომერციული დაგეგმარების და პლანოგრამის მონიტორინგი;
  • ინვენტარის რაოდენობის მონიტორინგი;
  • პრომოების და ფასების მონიტორინგი;
  • კონკურენტული მონიტორინგი;
  • გუნდის წევრთა კომპეტენციის შემოწმება.

 

რატომ რითეილორი?


კომპანიებისთვის, რომელთაც სურთ დაამყარონ და შეინარჩუნონ კონტროლი თავიანთ საცალო სავაჭრო შესრულებაზე, რითეილორი არის ინტელქტუალურ რითეილში საიმედო პარტნიორი, რომელიც სხვა ალტერნატივებისგან განსხვავებით, იძლევა სანდო და პრაქტიკაში გამოსაყენებელ მონაცემებს 2015 წლიდან ცენტრალური აზიის და კავკასიის რეგიონებში. კომპანია ამაყად უწევს პარტნიორობას ისეთ ბრენდებს, როგორიცაა კოკა-კოლა, უნილევერი, ქოლგეით-პალმოლივი, ბორჯომი, ალგიდა, მაცარინა და მრავალი სხვა.

ჩვენი უპირატესობებია:


  • 15+ წლიანი გამოცდილება სწრაფი მოხმარების პროდუქტებისა და პროექტების მენეჯმენტში;
  • 10+ წლიანი გამოცდილება რითეილ აუდიტის მენეჯმენტში;
  • გლობალური და ადგილობრივი პარტნიორების მიერ ნდობა;
  • 5+ ქვეყანაში ოპერირება და სწრაფად ზრდა;
  • აუდიტორთა შერჩევა და დატრენინგება;
  • მონაცემთა ხარისხის კონტროლი - 99%-იანი სიზუსტე;
  • მაღალი დონის რითეილ აუდიტის ტექნოლოგიები;
  • პრაქტიკაში გამოსაყენებელ მონაცემთა მიწოდება პირდაპირ რეჟიმში და ონლაინ.


 


კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გვეწვიეთ:  www.retailor.az

 

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up