რა არის საარბიტრაჟო დავა და რა უპირატესობები აქვს მას სასამართლოსთან შედარებით

რა არის საარბიტრაჟო დავა და რა უპირატესობები აქვს მას სასამართლოსთან შედარებით

access_time2022-10-17 23:00:05

თბილისმა საარბიტრაჟო დღეებს უმასპინძლა.  წლის ერთ-ერთი საინტერესო ღონისძიება დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებს დაეთმო. აღნიშნული ღონისძიება საკმაოდ მასშტაბური და პომპეზური იყო და ორწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა თბილისს. რა არის ამ ძირითადი ღონისძიების განხორციელების მიზნები და როგორია  ამ ღონისძიების შედეგები ამ და სხვა თემებზე, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის უფროსმა იურისტმა დავით ედილაშვილმა ისაუბრა.

 

მისი თქმით, ღონისძიების ფარგლებში პრაქტიკოსი იურისტები მსოფლიოს  ყველა  წერტილიდან იყვნენ ჩამოსულები. ასევე ღონისძიებას  ესწრებოდნენ ბიზნესის წარმომადგენლებიც.

 

„ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენს  არბიტრაჟისა და დავების ალტერნატიული მექანიზმების პოპულარიზაცია და  განვითარება, ცნობადობის ამაღლება. შესაბამისად, როგორც ბიზნესი ასევე პრაქტიკოსი იურისტები მსოფლიოს  ნებისმიერი წერტილიდან  ჩამოდიან საქართველოში. ეს  მეცხრე ყოველწლიური ღონისძიებაა და ჩვენ რეგიონში ყველაზე  მასშტაბური  არბიტრაჟის კონფერენციაა. აქ  იგულისხმება სამხრეთ კავკასიისა  და კასპიის ზღვის რეგიონი, შესაბამისად  ეს ღონისძიება უკვე არის საერთაშორისო არბიტრაჟის  რუკაზე. მოთხოვნა საერთაშორისო იურისტებისგან ძალიან დიდია.  2 დღის  განმავლობაში  122-მდე მსმენელი იყო, ამასთანავე უცხოელები იყვნენ  დიდი რაოდენობით“, - აღნიშნა დავით ედილაშვილმა.

 

კითხვაზე თუ როგორია საქართველოში არბიტრაჟისა და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზების განვითარების მიმართულებით საზოგადოების და ბიზნესის დამოკიდებულება, დავით ედილაშვილი პასუხობს, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში, რაც ეს კონფერენცია ტარდება არბიტრაჟის მიმართულებით ისევე როგორც იურისტებში, ასევე  ბიზნესშიც არბიტრაჟისა და დავების ალტერნატიული გზების მიმართ ცნობიერება გაზრდილია.

 

„ეს აისახება კიდეც, იმიტომ რომ ბიზნესი უფრო და უფრო  ითხოვს ალტერნატიულ მექანიზმებს. გამომდინარე იქიდან, რომ დრო ფულია. ცნობილია ისიც, რომ  1,2,3 ინსტანციაში  დავების გადაჭრას არაერთი წელი სჭირდება. შესაბამისად, ბიზნესი ითხოვს ალტერნატიულ მექანიზმებს და ამ შემთხვევაში საუკეთესო მექანიზმი არის არბიტრაჟი.


 

არბიტრაჟის ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა არის დრო,  ეფექტიანობა და  ამასთანავე ძალიან მოქნილი მექანიზმია, იქიდან გამომდინარე, რომ არბიტრაჟში მხარეები თვითონ ირჩევენ იმ პროცედურულ ჩარჩოს, რომლის მიხედვითაც მთელი საარბიტრაჟო პროცესის განმავლობაში იხელმძღვანელებენ. კომპლექსური და სპეციფიკური დავებიდან გამომდინარე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ აირჩიონ ისეთი არბიტრი, რომელსაც სწორედ ამ მიმართულებით აქვს გამოცდილება. ასევე ზუსტად  აქვთ  განსაზღვრული ეს  პროცედურული  ჩარჩო. ბევრად უფრო მოქნილი მექანიზმია იქიდან  გამომდინარე, რომ ზუსტად ვიცით როდის და რა ვადაში უნდა წარვადგინოთ, არის ძალიან მოკლე პერიოდი. 

GIAC  არის საქართველოს საერთაშორისო  საარბიტრაჟო  ცენტრი, რომელიც სავაჭრო სამრეწველო პალატის მიერ არის დაფუძნებული. ჩვენი  ფუნქცია და მოვალეობა არის  ის, რომ სწორედ არბიტრაჟი და  დავების ალტერნატიული მექანიზმები და მედიაცია  განვავითაროთ და  საერთაშორისო თუ  ადგილობრივ საარბიტრაჟო დავებს ადმინისტრირება გავუწიოთ.  ჩვენი საერთო სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ საარბიტრაჟო პროცესის  დაწყებიდან, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების  გამოტანამდე საშუალო სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ არის 5  თვე და დაჩქარებულ  საარბიტრაჟო დავებში არის 2 თვე  “-  აღნიშნა დავით ედილაშვილმა.

 

ედილაშვილის თქმით, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება  საბოლოოა და  მისი  გასაჩივრება არ  შეიძლება მხოლოდ  პროცედურული საკითხებით, რომელიც  განსაზღვრულია არბიტრაჟის  შესახებ კანონში და შესაბამისად იგი საბოლოოა და ცნობა აღსრულება უნდა  მოითხოვოს მხარემ.

 

ცნობა-აღსრულების  პროცედურა  მარტივია. არბიტრაჟის შესახებ კანონში ცნობა აღსრულებისთვის  სასამართლოს აქვს ერთ თვიანი ვადა, თუმცა ეს  ვადა შესაძლოა ოდნავ  გაგრძელდეს, თუმცა საერთო ჯამში ბევრად დაჩქარებულია  ვიდრე სასამართლო.


„საარბიტრაჟო ინსტიტუტების მთავარი გამოწვევა არის რეპუტაცია და მოთხოვნა. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის,რომ საქართველოს  საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის სრულიად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და მაღალი რეპუტაციის მქონე  ინსტიტუტი, რომელსაც ვახერხებთ ჩვენი სტრუქტურული თუ სხვა  ჩართულობით. 2009 წელს არბიტრაჟის  შესახებ კანონი შეიცვალა და სრულიად დაფუძნებულია საერთაშორისო მოდელურ კანონზე, რომელიც გადმოტანილია  საქართველოში. შესაბამისად კანონი შეცვლილია. რეპუტაცია საარბიტრაჟო  ინსტიტუტის მისი  სტრუქტურული მოწყობიდან გამომდინარეობს და ამ  შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს საარბიტრაჟო ცენტრი მოწყობილია საუკეთესო საერთაშორისო  მაგალითზე  დაყრდნობით და მის  სტრუქტურულ ფორმირებაზე  წამყვანი  საერთაშორისო  სპეციალისტები მუშაობდნენ. შესაბამისად ნდობის მაღალი ფაქტორი  გვაქვს  ბიზნესთან, თუმცა  ჩვენ  ყოველდღიურად განვაგრძობთ ბიზნესთან საუბარს იმ მიზნით, რომ ცნობიერება  კიდევ უფრო ავამაღლოთ“,- აღნიშნა ედილაშვილმა.

 

აუცილებელი  წინაპირობა დავის  არბიტრაჟში  მისატანად  ედილაშვილის  თქმით არის ის, რომ მხარეთა შორის  არსებობდეს დათქმა და დათქმაში პირდაპირ უნდა იყოს  გაწერილი, რომ დავის  წარმოშობის  შემთხვევაში, დავას მისი წესების  შესაბამისად  საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო  ცენტრი გადაწყვეტს.



თეგები:
არბიტრაჟი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up