რა არის საფონდო ბირჟა

რა არის საფონდო ბირჟა

access_time2021-11-20 11:00:16

საფონდო ბირჟის ყველაზე მარტივი განმარტება ასეთია: ეს არის სავაჭრო ადგილი, სადაც აქციებს ყიდულობენ და ყიდიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საფონდო ბირჟა არის აქციების მყიდველებისა და გამყიდველების შეხვედრის ადგილი. ადამიანებს, რომლებსაც კომპანიის აქციები აქვთ, ბირჟაზე შეუძლიათ ისინი მიჰყიდონ ინვესტორებს, რომლებსაც მათი შეძენა სურთ.

დღეისათვის მსოფლიოში 200-მდე საფონდო ბირჟა ფუნქციონირებს. მათ შორის ყველაზე დიდი და ცნობილი ნიუიორკის საფონდო ბირჟაა (New York Stock Exchange, NYSE), სადაც მსოფლიოს საფონდო ბირჟების სავაჭრო გარიგებების თითქმის ნახევარი ხორციელდება. ასევე, ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ადგილია ამერიკის საფონდო ბირჟა (American Stock Exchange, AMEX), სადაც პირველი ელექტრონული ვაჭრობა დაიწყო. ცნობილი ბირჟებია NASDAQ (National Association of Securities Dealers Automated Quotation), ლონდონის საფონდო ბირჟა (London Stock Exchange, LSE) და ტოკიოს საფონდო ბირჟა (Tokyo Stock Exchange).

მთავარი მოთამაშეები ბირჟაზე

ადრე მოვაჭრეები აქციებით ვაჭრობისთვის ბირჟის შენობაში მიდიოდნენ, მაგრამ ახლა პრაქტიკულად ყველა გარიგება ელექტრონულად ხდება.

საფონდო ბირჟების მონაწილეები არიან დილერები და ბროკერები, რომლებიც ამ საქმიანობისთვის შესაბამის ლიცენზიას ფლობენ. დილერები არიან ბანკები და საინვესტიციო კომპანიები. ისინი ვაჭრობენ საკუთარი სახსრებით და არ ახორციელებენ საშუამავლო ოპერაციებს. გარიგებებს დებენ კლიენტებთან, ბროკერებთან და ერთმანეთთან. გამყიდველისა და მყიდველის კურსების სხვაობის, ასევე, ფასიან ქაღალდებსა და ვალუტებზე კურსების ცვლილებების შედეგად ისინი იღებენ მოგებას.

კომპანიების აქციებით ვაჭრობა საფონდო ბროკერების მეშვეობით ხორციელდება. ბროკერები არიან შუამავლები, რომლებიც ახორციელებენ გარიგებებს ფასიან ქაღალდებსა და სხვა აქტივებზე გამყიდველებსა და მყიდველებს შორის. ისინი საშუამავლო საქმიანობისთვის იღებენ საკომისიოს, რომლის ოდენობა გარიგების მოცულობაზეა დამოკიდებული. დღეისათვის საფონდო ბირჟებზე საშუამავლო ოპერაციებს ძირითადად მსხვილი საბროკერო კომპანიები ახორციელებენ, რომლებსაც საქმიანი კავშირები აქვთ ბანკებთან.

ვისი აქციები იყიდება ბირჟაზე


ბირჟაზე მხოლოდ საჯარო კომპანიების აქციების ყიდვა-გაყიდვა არის დაშვებული. კომპანიები სთავაზობენ აქციებს ფართო საზოგადოებას პირველადი საჯარო შეთავაზებით (IPO). აქციების გაყიდვა მათ დამატებითი ფულადი რესურსის, კაპიტალის მოსაზიდად სჭირდებათ. საჯარო კომპანიები უშვებენ აქციებს, რათა მათ შეძლონ თავიანთი ბიზნესის დაფინანსება. აქცია მფლობელს აძლევს საკუთრების უფლებას საჯარო კომპანიაში. ეს არის რეალური წილი ბიზნესში. რაც უფრო მეტ აქციას ფლობს პირი, მით მეტია მისი წილი ბიზნესში და მეტად აკონტროლებს მას.

მას შემდეგ, რაც ფასიანი ქაღალდები პირველად ბაზარზე გაიყიდება, შემდეგ ამ აქციებით ვაჭრობა შეიძლება მეორად ბაზარზეც. მეორად ბაზარზე ერთი ინვესტორი ყიდულობს აქციებს სხვა ინვესტორისგან საბაზრო ფასად ან იმ ფასში, რაზეც მყიდველი და გამყიდველი შეთანხმდებიან.

ინვესტორები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბიზნესი მომავალში გაიზრდება და მომგებიანი იქნება, ყიდულობენ მის აქციებს. თუ კომპანიის მომგებიანობა გაიზრდება, აქციონერები მიიღებენ დივიდენდს, პლუს, ექნებათ აქციები გაზრდილი ღირებულებით. ხოლო თუ კომპანიის შემოსავლები დაიკლებს, შესაბამისად, მათი ინვესტიციაც შემცირდება. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ განხორციელებული ინვესტიცია მთლიანად დაკარგონ, თუ კომპანიას ფული ამოეწურება.

Standard & Poor’s 500 და Dow Jones Industrial Average საფონდო ბაზრის წამყვანი ინდექსებია. S&P 500 შედგება დაახლოებით 500 მსხვილი საჯარო სავაჭრო კომპანიისგან (აშშ-ში), ხოლო Dow 30 დიდ კომპანიას მოიცავს. ეს ინდექსები ასახავს კომპანიების აქციების ქცევას კომპლექსურად, ანუ როგორ მოძრაობენ ისინი ვაჭრობის დროს, მთელი დღის განმავლობაში.

ყველასთვის ცნობილია, რომ საფონდო ბირჟაზე ბევრი ფულის შოვნა შეიძლება, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორ გამოიმუშაოს საფონდო ბაზარზე ფული. ვისაც აქციებით ვაჭრობით ფულის შოვნის სურვილი აქვს, ამისთვის უნდა იცოდეს, როგორ მუშაობს საფონდო ბაზარი და რატომ იზრდება ან მცირდება აქციების ფასი.

 

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up