რა არის საუბნო აფთიაქი და რით განასხვავდება ქსელური აფთიაქებისგან

რა არის საუბნო აფთიაქი და რით განასხვავდება ქსელური აფთიაქებისგან

access_time2021-11-20 15:00:21

ფარმაცევტული სექტორი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა – დაახლოებით, 2 მილიარდი ლარის მოცულობის ბაზარი. ბაზრის 70% სამ მსხვილ კომპანიას –  პსპ-ს, ავერსსა და გეფას უკავია.

როგორც წესი, აფთიაქები გზის პირას, ყველაზე ხალხმრავალ, ადვილად შესამჩნევ ადგილებში, ერთმანეთთან ძალიან ახლოს, ხშირად გვერდიგვერდაც კი მდებარეობს. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს პრაქტიკა მისაღებია, თუმცა, არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლისთვისაც მაგისტრალზე მდებარე აფთიაქში წასვლა მოსახერხებელი არ არის. მაგალითად, ხანდაზმული ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აფთიაქი სახლთან ახლოს ჰქონდეთ. ასევე, არ მოუწიოთ ხალხმრავალ სივრცეში რიგში დგომა. ეს კიდევ უფრო პრობლემურია პანდემიის დროს. რაც ყველაზე მთავარია, პენსიონერებს მომსახურებისას მეტი ყურადღება და დრო სჭირდებათ. ამის საშუალება კი, რა თქმა უნდა, ფარმაცევტს უნდა ჰქონდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის აუცილებელი წამლების მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად შეძენა.

მსხვილი ქსელური აფთიაქები ამ მოთხოვნებს, ლოკაციის სტრატეგიიდან და კონცეფციიდან გამომდინარე, უმეტესწილად, ვერ აკმაყოფილებენ. სწორედ ამ ტიპის პრობლემების გადასაჭრელად არსებობს საუბნო აფთიაქები, რომლებსაც სხვა ქსელური აფთიაქებისგან სრულიად განსხვავებული კონცეფცია აქვთ. 

რა არის საუბნო აფთიაქი?

საუბნო ტიპის აფთიაქის უმთავრესი უპირატესობა ადგილმდებარეობა და ფარმაცევტების მხრიდან მომსახურების განსაკუთრებული მიდგომაა. თუ მსხვილი ქსელური აფთიაქებისთვის სტრატეგიულ ლოკაციას ხალხმრავალი მაგისტრალური ადგილები წარმოადგენს, საუბნო აფთიაქების ფილიალებს საცხოვრებელი უბნების შიგნით შეხვდებით. ამ ტიპის აფთიაქებში ფარმაცევტებს მომხმარებლებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. ფარმაცევტები კარგად იცნობენ თავის მომხმარებელს, მათ, ვინც აფთიაქის გარშემო ცხოვრობენ. იციან, ვის აქვს ქრონიკული დაავადება და  რეგულარულად სჭირდება კონკრეტული მედიკამენტები, ვის ჰყავს მცირეწლოვანი ბავშვები ოჯახში, ვის – ხანდაზმულები, ვის რა აწუხებს და რა საჭიროება აქვს. ფარმაცევტებს შეუძლიათ, უფრო მეტი დრო დაუთმონ კონკრეტულ პიროვნებას, მისცენ კვალიფიციური სამედიცინო რჩევები და დაამყარონ ახლო, მეგობრული ურთიერთობები. მაგალითად, საუბნო ტიპის აფთიაქში მომხმარებელს შეუძლია, თამამად სთხოვოს პერსონალს წნევის ან შაქრის გაზომვა, რადგან ფარმაცევტები ამას საკუთარ მოვალეობად მიიჩნევენ და არა კეთილ ნებად. 

აღსანიშნავია, რომ საუბნო აფთიაქს, თავისი მდებარეობიდან გამომდინარე, იჯარის, რემონტისა და აღჭურვის ხარჯი, ასევე, ასორტიმენტი და ნაშთის მოცულობა გაცილებით ნაკლები აქვს. ეს ფინანსურად უფრო ეფექტიანს ხდის ქსელს და  მომხმარებლისთვის უკეთესი ფასის შეთავაზების საშუალებას აძლევს. 

არის თუ არა საუბნო ტიპის აფთიაქები საქართველოში?

ჩვენს ქვეყანაში საუბნო ტიპის აფთიაქების ქსელს სახალხო აფთიაქი წარმოადგენს. ის 2004 წელს დაფუძნდა, დღეს კი მის 75%-იან წილს კაპიტალის ზრდის კომპანია სინერჯი ფლობს. ამ ეტაპზე, სახალხო აფთიაქს თბილისსა და რეგიონებში 40-მდე ფილიალი აქვს. კომპანიამ ბაზარზე ე.წ. „გეფი“ ანუ აუთვისებელი ადგილი იპოვა და წარმატებით იმკვიდრებს თავს, როგორც სანდო და მომხმარებელზე ორიენტირებული საუბნო სააფთიაქო ქსელი.

საუბნო კონცეფციას დღეს ყველაზე მეტად ე.წ. კერძო აფთიაქები შეესაბამებიან, ლოკაციიდან და კონცეფციიდან გამომდინარე. სხვადასხვა ინფორმაციით, დღეს 1 500-ზე მეტი ასეთი აფთიაქია საქართველოში. თუმცა, არაქსელურ აფთიაქებს დამოუკიდებლად უჭირთ ბევრი საკითხის გადაწყვეტა. მათ არ აქვთ მომსახურების სტანდარტების სისტემურად შექმნისა და მხარდაჭერის შესაძლებლობა, უჭირთ სადაზღვევო კომპანიებთან მუშაობა, თანამშრომლების სწავლება-განვითარებაზე ზრუნვა. მასშტაბიდან გამომდინარე, აქვთ უფრო მაღალი ფასები და ა.შ. სახალხო აფთიაქმა სწორედ ამ ბაზარზე დაიწყო ქსელურად განვითარება.

სახალხო აფთიაქის ფილიალები იმ დასახლებულ ადგილებში იხსნება, სადაც 1 კმ-ის რადიუსში 2 000-მდე ოჯახი ცხოვრობს. კომპანია უმთავრეს სეგმენტად ხანდაზმულ ადამიანებს მიიჩნევს, რომლებსაც მედიკამენტების შეძენა სახლთან ახლოს, დაბალ ფასად, კვალიფიციური ადამიანების რჩევით სჭირდებათ; სადაც მათთვის წამლის ფასები, არა მხოლოდ ფასდაკლების დღეებში, არამედ ყოველთვის ხელმისაწვდომია. 


როგორც სინერჯის დირექტორი პაპუნა ტოლიაშვილი ამბობს, ასაკოვანი ადამიანები რამდენიმე კვირაში ერთხელ მოკითხვასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმებას საჭიროებენ, რაც პრიორიტეტულია საუბნო აფთიაქისთვის. ამით მომხმარებლებს კომპანიის მიმართ უჩნდებათ ლოიალურობის განცდა და ერთგულ კლიენტებად იქცევიან.

სახალხო აფთიაქი გეგმავს გაფართოებასა და ახალი ფილიალების გახსნას, რათა ყველა მჭიდროდ დასახლებულ უბანს ჰქონდეს ასეთი აფთიაქი. ეს საკმაოდ სერიოზულ დროსა და ძალისხმევას საჭიროებს. თუმცა, ამ პროცესებს აადვილებს მართვის უნიკალური მოდელი, რაც სახალხო აფთიაქის კიდევ ერთი უპირატესობაა.

კომპანიამ შეიმუშავა მართვის ახალი მექანიზმი, სადაც დეცენტრალიზებულია ბევრი ამოცანის გადაწყვეტა. ეს, ერთი მხრივ, კომპანიას საშუალებას აძლევს, ცენტრალური ოფისის უფრო მცირე ხარჯი ჰქონდეს, და მეორე მხრივ აჩქარებს ადგილზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესს  და ზრდის მოქნილობას. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ აფთიაქში მენეჯერები იღებენ გადაწყვეტილებებს, თუ რა შეიძლება გააკეთონ მომხმარებელთა მოსაზიდად, ან რა ტიპის აქციები იქნება უბნის მოსახლეობისთვის ყველაზე სასარგებლო და საინტერესო. მათ შორის გადაწყვეტილებებს იღებენ პროდუქციის ფასზე. ფარმაცევტების მოტივაცია აგებულია ფასთა შორის სხვაობაზე, რაც უბიძგებს მათ სწორი საფასო გადაწყვეტილებების მიღებისკენ – არც მომხმარებელი დაკარგონ და არც ზედმეტად დიდი ფასდაკლება ჰქონდეთ. ამ მექანიზმით იდეები ბევრად მრავალფეროვანი, ინდივიდუალური და ხარისხიანია. ფილიალებს კი აქვთ მოტივაცია, რომ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში საუკეთესოები იყვნენ.

ამ მოდელის მიხედვით, კომპანია ყველაზე ძლიერ აფთიაქებს ცალკე იურიდიულ პირებად აყალიბებს, სადაც აფთიაქის მენეჯერიც კომპანიის პარტნიორი, მეწილე (ფილიალის თანადამფუძნებელი) ხდება. ეს კიდევ უფრო ზრდის  საკუთრების  შეგრძნებას და კომპანიის ნაწილად აგრძნობინებს მათ თავს, რაც  და ზრდისა და განვითარების მოტივაციას უფრო აღვივებს.

ქსელის გაფართოებასაც ამ მოდელის მიხედვით არსებული აფთიაქების თანამშრომლები აინიცირებენ – ეძებენ  უბანში საუბნო ტიპის ფართს, იწყებენ კადრების მომზადებას. კომპანია კი გახსნის სამუშაოებში ეხმარება. ეს ბევრად აჩქარებს ახალი აფთიაქების გახსნას.

როგორია საუბნო აფთიაქების გამოცდილება სხვა ქვეყნებში?

საუბნო ტიპის აფთიაქები დიდი ხანია წარმატებით ფუნქციონირებენ ევროპასა და ამერიკაში. მაგალითად, Day Lewis Pharmacy არის ბრიტანული საუბნო აფთიაქების ქსელი, რომელიც 1975 წელს დაარსდა, დღეს 300-ზე მეტი აფთიაქი აქვს და 2 600-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. Day Lewis Pharmacy-ის წარმატების საიდუმლო მის ორგანიზაციულ კულტურაშია. საუბნო აფთიაქის კონცეფციის თანახმად, ის მთლიანად კლიენტის საჭიროებებზეა მორგებული და ცდილობს, საუბნო აფთიაქსა და უბნის მცხოვრებლებს შორის სანდო, მეგობრული და ხანგრძლივი ურთიერთობები დაამყაროს. 

რაც შეეხება აშშ-ს, ამერიკული საუბნო ტიპის აფთიაქის საუკეთესო მაგალითია Good Neighbor Pharmacy. საკუთარი თავის დახასიათებისას, კომპანია ამბობს, რომ მათი აფთიაქისა და ფარმაცევტების საქმიანობა არ შემოიფარგლება კლიენტისათვის წამლის მიყიდვით. Good Neighbor Pharmacy-ში შესულ ადამიანს შეუძლია იქვე ჩამოჯდეს და ფარმაცევტთან ერთად დეტალურად ისე განიხილოს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც „კარგ მეზობელთან“. შედეგად, მომხმარებელი იღებს მასზე მაქსიმალურად მორგებულ მომსახურებასა და რჩევებს.

ამ ქვეყნებში წარმატებით ფუნქციონირებს მსხვილი ქსელური აფთიაქებიც, რომლებიც მაგისტრალურ, ხალხმრავალ ადგილებში ან ე.წ. მოლებშია წარმოდგენილი. თუმცა, მასთან ერთად საუბნო აფთიაქების მოდელიც წარმატებით მუშაობს.


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up