რა არის „შავი პარასკევი“ და სად დაიწყო დიდი ფასდაკლებების ტრადიცია

რა არის „შავი პარასკევი“ და სად დაიწყო დიდი ფასდაკლებების ტრადიცია

access_time2020-11-26 20:00:13

შავი პარასკევი - არის პირველი პარასკევი ამერიკის ერთ-ერთი ეროვნული დღესასწაულის - მადლიერების დღის შემდეგ, ნოემბრის ბოლოს, როგორც წესი 23-დან 29-რიცხვამდე. სწორედ ამ დღეს იწყება საშობაო ფასდაკლებების სეზონი.

 

მადლიერების დღის შემდეგ,  ფასების მკვეთრი შემცირებით მყიდველების დიდი რაოდენობის მოზიდვის ტრადიცია ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გაჩნდა, თუმცა თავად ტერმინი შედარებით ახალია - ის პირველად შტატების ქალაქ ფილადელფიაში გაჩნდა 1996 წელს.

 

ცნება „შავი პარასკევი“  ხმარებაში ფილადელფიელმა პოლიციელებმა შემოიღეს, რადგანაც ეს დღეს მათთვის მართლად შავი იყო - უზარმაზარი საცობების გამო.

 

წლების მანძილზე მარკეტოლოგები ამ ტერმინის უფრო პოზიტიურით შეცვლას ცდილობდნენ, მაგალითად, „დიდი პარასკევით“, თუმცა ამის გაკეთება ვერ შეძლეს.

 

წლების შემდეგ ტერმინის ნეგატიური წარმომავლობა დავიწყებას მიეცა და დღეს ის მხოლოდ პოზიტიურ შინაარსს ატარებს. „შავი პარასკევი“ ამჟამად ასოცირდება არა ფილადელფიელი პოლიციელების პრობლემებთან,  არამედ ფინანსისტების არაოფიციალური ტერმინოლოგიასთან  - „be in black” დადებით ბალანსს ნიშნავს, მაშინ როდესაც „be in red” - უარყოფითს.

 

საბოლოო ჯამში „შავი პარასკევი“ შავად დარჩა, და დღეს ეს ტრადიცია მიღებულია არა მხოლოდ შტატებში, არამედ დასავლური კულტურის ყველა ქვეყანაში, იქ სადაც „მადლიერების დღეზე“ არც კი სმენიათ.

 


ამ დღის ერთ-ერთი წინამორბედია საპარასკევო ფასდაკლებები 80-ან წლებში - ე.წ. „დორბასტერები“  - სპეციალური შემოთავაზებები ადრეული კლიენტებისთვის, როდესაც მაღაზიები მუშაობას დილის 6 საათზე იწყებდნენ, და მყიდველებს გარკვეულ საქონელზე დიდ ფასდაკლებებს სთავაზობდნენ.

 

განსხვავება იმაშია, რომ „დორბასტერების“ დროს ფასდაკლება საქონლის მხოლოდ ნაწილზე ვრცელდებოდა, მაშინ, როდესაც „:შავი პარასკევის“ დროს - მთელს პროდუქციაზე.

 

ნოემბრის ბოლოს მთელს მსოფლიოში მაღაზიები საქონელს მინიმალურ ფასს ადებენ, რის შედეგადაც მთელი მარაგები ერთბაშად, რამდენიმე საათში იყიდება. საბოლოოდ სავაჭრო ობიექტები რეკორდულ მოგებას არა მაღალი ფასების, არამედ გაყიდული საქონლის დიდი რაოდენობის წყალობით იღებენ.

 

2000-ნ წლებში „შავ პარასკევთან“ დაკავშირებული სამომხმარებლო შეშლილობამ პიკს მიაღწია - 2006 წელს შტატებში მყიდველებს შორის ჩხუბები, 2008 წელს კი ნიუ-იორკში პირველი სიკვდილიც დაფიქსირდა - Wal-Mart-ის 34 წლის თანამშრომელი მაღაზიის გახსნის შემდეგ ჭყლეტაში დაიღუპა.

 

2012 წლის კი ისეც ნიუ-ოირკში „შავ პარასკევს“ საპარკინგე ადგილის გამო 2 ადამიანი მოკლეს.

 

ფასდაკლებების აქციების მსხვერპლთა სრული ჩამონათვალი საიტ blackfridaydeathcount.com- ზეა მოყვანილი - ამ დროისთვის „შავ პარასკევს“ 7 ადამიანი შეეწირა, 90 დაშავდა.

 

თუმცა, ამის მიუხედავად, სავაჭრო ქსელები ამ დღეზე უარს ვერ ამბობენ - ზამთრის სეზონზე რითეილერები მეტ მოგებას იღებენ, ვიდრე მთელი დანარჩენი წლის მანძილზე. „შავი პარასკევი“, ამ დღისთვის დამახასიათებელი ისტერიული შოპინგით, მაღაზიებს საწყობების სწრაფი დაცარიელების საშუალებას აძლევს.

 

პანდემიის მიუხედავად, „შავი პარასკევი“ ბევრ ქვეყანაში მაინც იქნება, თუმცა, გარკვეული ცვლილებებით. მაგალითად, ფასდაკლებების პერიოდი გახანგძლივდება იმისთვის, რომ  მაღაზიებში ერთბაშად ნაკლები მყიდველი შემოვიდეს. ასევე შეიზღუდება მაღაზიაში ერთდროულად მყოფი ადამიანების რაოდენობა, შესაბამისად, დალოდების დროს გაცილებით მეტი იქნება.

 

თუმცა, თავად „შავი პარასკევი“ პანდემიამ ვერ დაამარცხა და ის მაინც ჩატარდება.

 

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up