რა არის „ტვინდემია“? საფრთხე, რომელზეც მეცნიერები ალაპარაკდნენ

რა არის „ტვინდემია“? საფრთხე, რომელზეც მეცნიერები ალაპარაკდნენ

access_time2021-10-09 00:00:00

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მეცნიერები მსოფლიოს ახალი საფრთხის შესახებ აფრთხილებენ. თუ ინფექციის მომდევნო, რიგით მეოთხე გლობალური ტალღა (და ეს თითქმის გარდაუვალია) ჩვეულებრივი გაციების ან გრიპის სეზონს გადაფარავს, ამან შეიძლება ჯანდაცვის სფეროს მთელი პლანეტის მასშტაბით პრობლემა შეუქმნას და ათობით ან თუნდაც ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. რამდენად სავარაუდოა ასეთი ორმაგი დარტყმა ან როგორც მას დასავლეთში უწოდებენ - „ტვინდემია“ (ინგლისური სიტყვიდან twins - ტყუპები) და რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ თავი დავუცვათ? ამ კითხვებზე პასუხები BBC-მ მოიძია.



მართალია თუ არა, რომ მოსალონდელი ქარიშხლის წინ სიმშვიდემ დაისადგურა?



ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაციების სეზონი, როგორც წესი, ცივი ამინდის დაწყებით იხსნება და თითქმის ექვს თვეს - დაახლოებით, მარტის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ამ მხრივ, გასული 2020 წელი დიდი გამონაკლისი აღმოჩნდა: სკოლების აბსოლუტური უმრავლესობა დახურული იყო, ზრდასრული მოსახლეობაც ძირითადად სახლის პირობებში რჩებოდა. ასე რომ, გაციებისა და გრიპის გადამტანიც არავინ იყო. მაგალითად, აშშ-ში, სადაც გრიპის ვირუსი ყოველწლიურად კლავს 20-დან 60 ათასამდე ადამიანს (რომელთაგან, სულ მცირე, 200 ბავშვია), გასულ სეზონზე აღნიშნული მიზეზით მხოლოდ ერთი ბავშვი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, სექტემბრიდან მარტის ჩათვლით, მთელ 330-მილიონიან ქვეყანაში გრიპით სულ რაღაც 1500 ადამიანი დაავადდა.



ამ შემოდგომაზე სიტუაცია ფუნდამენტურად განსხვავებულია. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი Covid-19– ის წინააღმდეგ უკვე აიცრა, ხელისუფლება შემზღუდველ ზომებს თანდათან აუქმებს. ბავშვები სკოლებში ბრუნდებიან, უფროსები კი - ოფისებსა და რესტორნებში. შესაბამისად, გასაკვირი არც არის, რომ გაციების შემთხვევების სტატისტიკაც გაიზარდა.



ამის პარალელურად, მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის ახალი ტალღისთვის ემზადება. ”ჩვენ ერთდროულად ორი რესპირატორული ვირუსის ეპიდემიის საფრთხის წინაშე ვდგავართ. ამის შედეგად, ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთება და პაციენტთა ნაკადს ვეღარ გაუმკლავდება“, - გვაფრთხილებს ჰარვარდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი, დანიელ სოლომონი. ამ პროგნოზს ექსპერტ-ეპიდემიოლოგების უმეტესობა ეთანხმება. მათი განმარტებით, ცხოვრების ძველ რიტმთან დაბრუნებას ჩვეული ინფექციების დაბრუნებაც აუცილებლად მოჰყვება.




უბედურება არასდროს მოდის მარტო



„რასაკვირველია, წინასწარ ვერაფერში იქნები დარწმუნებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ზამთარში ჩვენ გვექნება გრიპისა და HRSV ვირუსის (რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი) შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა, რომელიც ქვედა სასუნთქ გზებზე ზემოქმედებს“, - აცხადებს ბრისტოლის უნივერსიტეტის ფიჭური და მოლეკულური მედიცინის სკოლის ვირუსოლოგიის პროფესორი, დევიდ მეთიუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ დღე-დღეზე დაბრუნდება ორი ვირუსი, რომლებიც წინა ზამთარში (შემზღუდველი ზომებით) იყო ჩახშობილი.



მათ, ვისაც სეზონური გრიპის არ ეშინია და შედარებით უსაფრთხო დაავადებად მიიჩნევს, პროფესორი მეთიუსი სტატისტიკას ახსენებს. სწორედ ამ „უვნებელი“ ვირუსით (და მასთან დაკავშირებული გართულებებით) ყოველწლიურად დაახლოებით 650 ათასი ადამიანი იღუპება. ასე რომ, მისი თქმით, ამ ორი ინფექციის სათანადოდ ვერ ან არ შეფასება, ყოვლად დაუშვებელია.



განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ქრონიკული დაავადებების მქონე ხანდაზმული ადამიანები (პანდემიის ფონზე კი ისინი ორმაგად დაუცველები არიან) და ბავშვები, რომელთაც იმუნიტეტი ჯერ არ გამყარებიათ. კორონავირუსისგან განსხვავებით, რომელიც მცირე ასაკში შედარებით მარტივად გადააქვთ, პატარებს გაცილებით მაღალი შანსი აქვთ, რომ სეზონური გრიპით სერიოზულად დაავადდნენ და საავადმყოფოში მოხვდნენ. „გრიპის ვირუსის მქონე ბავშვები რომ რეანიმაციულ განყოფილებებში ხვდებიან, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“, - ამბობს დევიდ მეთიუსი. „რა თქმა უნდა, ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანებისთვის გრიპი უბრალოდ უსიამოვნო მდგომარეობაა: კარგი რა, ვის არ ჰქონია გრიპი?! თუმცა ჩვენ ისიც ვიცით, რომ სეზონური ვირუსი ყოველწლიურად ათობით და ასობით ათას ადამიანს კლავს, მათ შორის- მოხუცებსა და ჩვილებს. შესაბამისად, ძალიან გაგვიმართლა, რომ გრიპის საწინააღმდეგოდ აცრა შეგვიძლია. თუმცა რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსის შემთხვევაში ეს ასე არ არის. არა და, ვაქცინის შემუშავების პროცესი უკვე რამდენიმე ათწლეულია გრძელდება“, - დასძენს ვირუსოლოგიის პროფესორი.



ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ინფექციურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიის პროფესორი და ბრიტანეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ენ ჯონსონი სხვა პოტენციურ საფრთხეზეც საუბრობს. როგორც ცნობილია, წლიდან წლამდე გრიპი მნიშვნელოვან მუტაციას განიცდის. ზოგჯერ - დაახლოებით 10 წელიწადში ერთხელ - ეს ახალი, უფრო საშიში შტამის გაჩენას იწვევს. მაგალითად, ასე მოხდა 2009 წელს, როდესაც მექსიკაში დაწყებული ღორის გრიპის ეპიდემია გლობალურ მასშტაბებში გადაიზარდა.



ენ ჯონსონის განმარტებით, კარგი ამბავი ის არის, რომ ახალი ლოქდაუნი საჭირო აღარ იქნება. გრიპის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ზომებია იდეალური: ნიღბების ტარება, ხელების რეგულარული და საფუძვლიანი დაბანა, სოციალური დისტანციის დაცვა და რაც მთავარია, ვაქცინაცია. პროფესორი მეთიუსი კი დარწმუნებულია, რომ წელს გრიპის საწინააღმდეგოდ აცრა კარგი და აუცილებელია მათთვისაც, ვისაც ეს აქამდე არასდროს გაუკეთებია, რათა მაქსიმალურად დაიცვან არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ - გარშემომყოფებიც.



კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის ფონზე, მეცნიერებმა სპეციალური კვლევაც კი ჩაატარეს იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა ორივე აცრა ზედიზედ მოკლე ინტერვალებით და რომელი შუალედია ოპტიმალური. პასუხი ცალსახაა - შეგიძლიათ ერთ დღეშიც კი გაიკეთოთ. „რასაკვირველია, არცერთ ვაქცინას არ შეუძლია დაავადებისგან გარანტირებული და სრული დაცვა უზრუნველყოს. თუმცა ეს საავადმყოფოში მოხვედრისგან აუცილებლად დაგიცავთ. ასე რომ, დაცვის ყველაზე ეფექტიანი მეთოდის იგნორირება, ნებისმიერ შემთხვევაში, დაუშვებელია“, - აცხადებს პროფესორი მეთეუსი. თავად აცრას კი მეცნიერი მანქანაში ღვედის გაკეთებას ადარებს. ”როდესაც მანქანაში სხდებით და უსაფრთხოების ღვედს იკეთებთ, ამას იმიტომ ხომ არ ჩადიხართ, რომ ავარიაში მოხვედრას აპირებთ? და არც იმიტომ, რომ ღვედი გარანტიას გაძლევთ, თითქოს უბედურ შემთხვევას აუცილებლად გადაურჩებით ან სერიოზულად არ დაშავდებით. თქვენ ღვედს იკეთებთ იმიტომ, რომ თუ მოულოდნელად ავარიაში მოჰყევით, უსაფრთხოების ქამარი წარმატებული შედეგის ალბათობას ზრდის“, - დასძენს მეცნიერი.



imedinews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up