რა რისკები ახლავს აქციების ყიდვას

რა რისკები ახლავს აქციების ყიდვას

access_time2022-01-16 21:00:54

ცნობილია, რომ საფონდო ბირჟაზე ინვესტირებას თან ახლავს რისკები. შესაბამისად, იმისათვის, რომ უფრო ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებები მიიღოთ, მნიშვნელოვანია, აქციების შესყიდვამდე კარგად გათვალოთ, ხართ თუ არა მზად რისკის გასაწევად; ასევე, იმისთვის, რომ მოითმინოთ ბაზრის აღმავლობა და ვარდნა უფრო მაღალი მოგების მოლოდინში. გარდა ამისა, უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ყველა აქციის შეძენა თანაბრად სარისკო არ არის.


რა არის საინვესტიციო რისკი?

ზოგადად, საინვესტიციო რისკი არის აქციებში ჩადებული თანხის დაკარგვის ალბათობა. ცხადია, არსებობს რისკი, რომ აქციებში დაბანდებული თანხა ვეღარ დაიბრუნოთ. ასევე, არის რისკი, რომ აქციებიდან ვერ მიიღოთ იმხელა შემოსავალი, რასაც ელოდებოდით.

რა იქნება ინვესტირების შედეგი, წინასწარ ამის გარკვევა რთულია, რადგან საფონდო ბაზარმა შეიძლება მოულოდნელი ცვლილებები განიცადოს. ასევე, ინვესტიციის ღირებულებაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს სავალუტო რყევებმა.

მაშ, რატომ რისკავთ საკუთარი ფულით და ყიდულობთ აქციებს? პასუხი მარტივია, აქციის ყიდვით ჩნდება შანსი, რომ მისი ფასი ინფლაციაზე მეტად გაიზარდოს.


რისკი და მოგება

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ინვესტიციის განხორციელებისას უნდა გვახსოვდეს, არის ის, რომ რისკი და მოგება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. რაც უფრო დაბალია რისკი, მით ნაკლებია პოტენციური სარგებელი. რაც უფრო მაღალია რისკი, მოგების მიღების შანსი მატულობს.

ჩვეულებრივ, ნაღდი ფული ყველაზე დაბალი რისკის მქონე აქტივად ითვლება, ხოლო აქციები ყველაზე მაღალრისკიანად მიიჩნევა.

თუ ფრთხილი ინვესტორი ხართ, შეიძლება მცირე რისკი გასწიოთ და სამაგიეროდ მიიღოთ მოკრძალებული და შედარებით სტაბილური ანაზღაურება. თუ ასეა, მაშინ ფული უნდა ჩადოთ დაბალრისკიან საფონდო ინდექსებში ან ფონდებში. თუ მეტი რისკის გაწევაზე ხართ თანახმა, შეგიძლიათ სახსრები აქციებისკენ მიმართოთ.


შესაძლებელია რისკის მართვა?

რისკის სრულად აცილება შეუძლებელია, მაგრამ მისი მართვა, რა თქმა უნდა, შეიძლება. გამონათქვამი: „ნუ ჩადებ ყველა კვერცხს ერთ კალათში“ – შესანიშნავად ესადაგება ინვესტიციებს. ამის გათვალისწინებით, შეგიძლიათ თქვენი ფული განათავსოთ აქციების პაკეტში. ყიდულობთ არა ერთ, არამედ ბევრ სხვადასხვა აქციას, შესაბამისად, თუ ერთ აქციაზე დაკარგავთ ფულს, ის შეიძლება სხვა ინვესტიციებით დაბალანსდეს. ამ მეთოდს, რომელიც რისკის შესამცირებლად გამოიყენება, დივერსიფიკაცია ჰქვია.


როგორ მოქმედებს დრო რისკზე?


მაღალი რისკის ინვესტიციები, როგორც წესი, მოითხოვს, რომ ინვესტორმა ის უფრო გრძელვადიანად (5-10 წელი) შეინარჩუნოს. რაც მთავარია, ინვესტორებს უნდა ახსოვდეთ, რომ დიდი რისკის გაწევა ყოველთვის მაღალ შემოსავალს არ იძლევა.

5 წლის განმავლობაში შესაძლოა, აღნიშნული თანხის გამოყენება დაგჭირდეთ, ამ შემთხვევაში, ინვესტიცია შეიძლება არ იყოს სწორი გადაწყვეტილება. ინვესტიცია საშუალო და გრძელვადიანი ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მზად უნდა  იყოთ ფულის მინიმუმ 5 წლის განმავლობაში დაბანდებისთვის, რათა თქვენს ფულს ზრდის შანსი მისცეთ. იმისთვის, რომ ბაზარზე რყევების შემთხვევაში აქციების გაყიდვა არ მოგიწიოთ და მათ აღდგენის შესაძლებლობა მისცეთ, ინვესტირების დაწყებამდე ყოველთვის უნდა გქონდეთ დანაზოგი ე.წ. სასწრაფო დახმარების ფონდში, რომელიც 3-6 თვის განმავლობაში გაგწვდებათ.

ხშირად ახალგაზრდები უფრო აგრესიულ პორტფელში აბანდებენ საკუთარ დანაზოგს. საპენსიო ასაკთან მიახლოებისას კი, უფრო დაბალ რისკიან ინვესტირებას ანიჭებენ უპირატესობას.


როგორ გავთვალოთ, რამდენად სარისკოა ინვესტიცია?

აქციების ფასი შეიძლება ხშირად იცვლებოდეს მოკლე პერიოდის განმავლობაში. ასეთი მერყეობა შეიძლება ახასიათებდეს ცალკეულ აქციებს, სექტორებს ან თავად ბაზარს.


ბაზრის რისკი

შეიძლება ისეც მოხდეს, რომ მთლიანად ბაზარი შემცირდეს, რაც გავლენას მოახდენს ფასიანი ქაღალდების ფასებზე. საბაზრო რისკს, თავის მხრივ, იწვევს გარე ფაქტორები, მათ შორის, საპროცენტო განაკვეთის ცვლილება.


სექტორის სპეციფიკური რისკი

ეს არის რისკი, რომელიც შეიძლება კონკრეტულ სექტორს ახასიათებდეს. მაგალითად, ავიაინდუსტრიამ ვარდნა შეიძლება განიცადოს ტერორისტული თავდასხმების გავლენით. თუმცა, ასეთი პერიოდი შეიძლება კარგი დრო იყოს ავიაკომპანიების აქციების შესყიდვისთვის. ხოლო არსებულმა ინვესტორებმა უნდა გადაწყვიტონ, გაუძლონ ქარიშხალს, თუ გაყიდონ თავიანთი აქციები მანამ, სანამ უფრო მეტად არ დაეცემა.


სპეციფიკური საფონდო რისკი

ეს არის რისკი იმისა, რომ კონკრეტული აქციების ფასი შემცირდება ნეგატიური სიახლეების ან კომპანიის მიმართ ცუდი განწყობის გამო.


დროის რისკი

ეს რისკი იქმნება მაშინ, როცა წილს არასწორ დროს ყიდულობთ ან ყიდით. გასათვალისწინებელია, რომ ყველა სექტორს ფასების ცვლილების ერთი და იგივე ციკლი არ ახასიათებს.


გაცვლითი კურსის რისკი

ეს არის რისკი იმისა, რომ უცხოურ ვალუტაში ჩადებულმა ინვესტიციებმა დაკარგოს ღირებულება ადგილობრივ ვალუტაში კონვერტირებისას, ორ ვალუტას შორის გაცვლითი კურსის ცვლილების გამო.

ეს მხოლოდ რისკების ნაწილია. გასათვალისწინებელია, რომ ცალკეულ აქციებს საკუთარი ინდივიდუალური რისკებიც ახასიათებთ.

 

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up