რა აშენდება მეტროსადგურ „ავლაბართან“? - კომპანია განცხადებას ავრცელებს

რა აშენდება მეტროსადგურ „ავლაბართან“? - კომპანია განცხადებას ავრცელებს

access_time2022-10-17 18:05:02

ბოლო დღეების განმავლობაში, სხვადასხვა წყაროებით და მედიასაშუალებით, გავრცელდა დაუზუსტებელი ინფორმაცია ავლაბრის მეტროს მიმდებარედ დაგეგმილი პროექტის შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა საკმაოდ დიდი ინტერესი და კრიტიკა, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია, რომ ისტორიულად, აღნიშნული ტერიტორიაზე არსებობდა შენობა-ნაგებობები, სწორედ ამიტომ, ქალაქის ორივე გენერალური გეგმით, ამ ნაკვეთზე ვრცელდებოდა მაღალი ინტენსივობის განაშენიანების ზონა.



ისტორიული რუკა საპროექტო შენობის კონტურით




აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 1993 წელს შეთანხმდა არქიტექტურული პროექტი, რომლის ავტორებიც იყვნენ ბატონები გიგა ბათიაშვილი და ანრი ყრუაშვილი.

 

1993 წელს შეთანხმებული პროექტი




 


ჩვენმა კომპანიამ 2004 წელს შეიძინა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა შეთანხმებული პროექტი და მშენებლობის ნებართვა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ პროექტით უგულებელყოფილი იყო ისტორიული ქსოვილი, კომპანია პროექტის ავტორებთან შეთანხმდა პროექტში განხორციელებულიყო ცვლილებები.

სახეცვლილი (კორექტირებული) პროექტი 2013 წელს შეთანხმდა ქ.თბილისის ზონალურ საბჭოსთან და ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურთან.

 

2013 წელს შეთანხმებული პროექტი





ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ქალაქ თბილისის მერიასთან მიმდინარეობდა აქტიური მოლაპარაკება ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. ამ პერიოდის განმავლობაში ქალაქ თბილისის მერია მუდმივად ითხოვდა მოცულობების და მოშენების ფართის შემცირებას. საბოლოოდ, კომპანია იძულებული გახდა, დათანხმებოდა მერიის მოთხოვნას.

2022 წელს ქალაქ თბილისის მერიასთან შეთანხმდა ახალი, კორექტირებული პროექტი, რომლის მოშენების ფართი შემცირებულია როგორც თავდაპირველ პროექტთან, ასევე 2013 წლის შეთანხმებულ პროექტთან მიმართებაში. პროექტი წარმოადგენს მრავალფუნქციურ, არასაცხოვრებელ შენობას (მიწისზედა 3 სართულით) და ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი ეთმობა საზოგადოებრივ სივრცეს.

2022 წელს შეთანხმებული პროექტი

 




აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 18 წლის განმავლობაში დახარჯა უამრავი რესურსი, გაკეთდა არაერთი ისტორიული კვლევა და ანალიზი, ჩატარდა რამდენიმე დახურული არქიტექტურული კონკურსი სხვადასხვა არქიტექტორების მონაწილეობით, შეიქმნა 30-ზე მეტი ესკიზი, პროფესიულ წრეებში მოეწყო საზოგადოებრივი განხილვა, შესაბამისად   მნიშვნელოვანია, რომ დღეს გვაქვს კონსენსუსი ქალაქ თბილისის მერიასთან,  არსებობს შეთანხმებული და დამტკიცებული პროექტი, რომლის განხორციელებასაც აპირებს კომპანია.

 

        

არსებული მდგომარეობა        



                                           საპროექტო რენდერი


შპს "ეი-პი-ეს"-ის წარმომადგენელი  ბესო ორთოიძის განცხადება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up