რა ბედი ელის „ოქროს პასპორტებს“ პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ?

რა ბედი ელის „ოქროს პასპორტებს“ პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ?

access_time2022-03-16 21:30:00

მას მერე, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, პუტინის და მისი უშუალო პოლიტიკური გარემოცვის გარდა, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში რუსი ოლიგარქები, მათი ძვირად ღირებული იახტები, პერსონალური ჯეტები და სასახლეები მოექცა. თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე, მედიას არანაკლებად მნიშვნელოვანი აქტივი – ოქროს პასპორტი გამორჩა, რომელსაც მდიდარი ადამიანები ქვეყანაში გარკვეული ინვესტიციის სანაცვლოდ იღებენ.


როგორც ევროპარლამენტის კვლევიდან ირკვევა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ოქროს პასპორტი რუსული პასპორტის მქონე ოთხი ათასმა ადამიანმა მოიპოვა – ჯამურად, უძრავ ქონებასა და სხვა აქტივებში მათ $3.3 მილიარდის ინვესტიცია განახორციელეს. თუმცა, ეს ყველაფერი როდია: ოქროს პასპორტების გაცემის გარდა, ევროკავშირის ქვეყნებმა, საინვესტიციო მიგრაციის პროგრამის ფარგლებში, 2011-დან 2019 წლამდე, €21 მილიარდი იშოვეს.


რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მოსალოდნელია, რომ ამგვარი მიდგომა გადაიხედება: პორტუგალიამ, საბერძნეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემა საერთოდ შეწყვიტეს, გაერთიანებულმა სამეფომ საინვესტიციო ვიზების გაცემის პროგრამა გააუქმა, ხოლო ბულგარეთში ოქროს პასპორტების გაცემის აკრძალვას განიხილავენ. ამგვარად, მალტა, ჯერჯერობით, ევროკავშირის ერთადერთ წევრ სახელმწიფოდ რჩება, რომელიც ასეთი ტიპის ვიზებს გასცემს.


აღსანიშნავია, რომ ამგვარი მომსახურებით მხოლოდ რუსები და მხოლოდ ოლიგარქები არ სარგებლობენ – ინვესტიციების სანაცვლოდ ვიზებს ჩინეთის, პაკისტანისა და აშშ-ის მოქალაქეებიც იღებენ. ამასთანავე, ამ ადამიანთა სრულ უმეტესობას შეძლებული კანონმორჩილი მოქალაქენი შეადგენენ და არა – ოლიგარქები და მილიარდერები.


განმცხადებელთა კრიმინალური წარსულის საკითხით Al Jazeera დაინტერესდა: გამოცემამ დაადგინა, რომ 2500 ადამიანიდან, რომელთაც კვიპროსის მოქალაქეობის აღება სურდათ, ნასამართლობა მხოლოდ 43-ს აღენიშნებოდა, ისიც ჯამურად – ნატურაზიაციამდე და მის შემდგომ. ცნობისთვის გეტყვით, რომ ოქროს პასპორტების გაცემა კვიპროსმა 2020 წელს შეწყვიტა.



აღსანიშნავია, რომ ევროკავშირს არ აქვს საერთო ჩარჩო, რომლითაც ამ პროცესს გააკონტროლებდა. შედეგად, ინვესტიციის სანაცვლოდ პასპორტის მიღების სამართლებრივი საფუძველი, პროცედურები და ღირებულება განსხვავდება – ბულგარეთში, მაგალითად, ამგვარი ნებართვის მიღება 127 ათას ევროდ შეიძლება, ხოლო ნიდერლანდებში €1.2 მილიონად.


აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, შესაძლოა ეს პრაქტიკა ევროპაში საერთოდ წარსულს ჩაბარდეს – 9 მარტს, ევროპარლამენტმა ამ მიდგომის აკრძალვას უყარა კენჭი. ამასთანავე, მათ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვიზის გასაცემად საჭირო შემოწმებების გამკაცრებისა და მინიმალური ფინანსური დეპოზიტის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილებები ძალაში შევიდეს, მათ აღსრულებაზე ევროკომისიამ უნდა იმუშაოს.


ამასთანავე, ევროპელი კანონმდებლები ამ ინდუსტრიაში შუამავალი რგოლის შემსრულებელი ორგანიზაციების საქმიანობის გადახედვას გეგმავენ – შემოწმებას გაივლიან, როგორც იურიდიული ფირმები, ასევე ბანკები, ბუღალტრები, უძრავი ქონების დეველოპერები და საკონსულტაციო კომპანიების თანამშრომლები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს ოქროს პასპორტების მიღებაში ეხმარებიან.


გამორიცხული არც ის არის, რომ ევროკავშირმა აწ უკვე გაცემული ვიზების გადახედვის გადაწყვეტილება მიიღოს – ამგვარი შემოწმება კვიპროსმა ჩაატარა, 2019 წელს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ქვეყანას ვიზა მაღალი რისკის მქონე არაერთი მოქალაქისთვის მიუცია. შემოწმების შედეგად სახელმწიფომ პასპორტი 26 მოქალაქეს ჩამოართვა, ხოლო მომავალ წელს, პროგრამა საერთოდ დახურა.


forbes.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up