რა ბედი ელის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობასა და პერსონალს - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

რა ბედი ელის რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობასა და პერსონალს - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

access_time2023-03-27 12:50:40

რა იგეგმება რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობასა და პერსონალთან დაკავშირებით, ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, რესპუბლიკურის თანამშრომლები  სხვადასხვა კლინიკებში გადანაწილდებიან, ვინც ვერ დასაქმდება, მათ იგივე სახელფასო ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ.


„ჩვენ იმდენად მასშტაბურ პროექტს ვგეგმავთ, რომ იქ შეუძლებელია სამშენებლო პროცესის პარალელურად თუნდაც ამბულატორიის ნაწილი დარჩეს და გააგრძელოს მუშაობა, ამიტომ სამედიცინო პერსონალს, ყველა თანამშრომელს ჩვენ გადავანაწილებთ სხვადასხვა კლინიკაში, იგივე პოზიციებზე, იგივე ანაზღაურებით. ვის გადანაწილებასაც  ვერ შევძლებთ, ვინც არ იქნება დასაქმებული, იმ პერიოდში გავაგრძელებთ იგივე სახელფასო ანაზღაურების გადახდას, “- აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.


რაც შეეხება შენობას, მინისტრი ამბობს, შენობის მდგომარეობიდან გამომდინარე ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ახალი შენობის აშენებაა.



„რაც შეეხება რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობას, მოგეხსენებათ, რომ ნაწილის დემონტაჟი აუცილებელია, იმიტომ რომ ეს შენობა არის 70-იანი წლების დასაწყისში აშენებული, 50 წელზე მეტი ხნისაა და შესაბამისი ექსპლუატაციის ვადები აქვს. ის ინვესტიცია, რაც გადაკეთებისა და ასევე მდგრადობასთან არსებული პრობლემების გამო იქ შეიძლება წასულიყო, ვერანაირად ვერ იქნება ფინანსურად და ხარჯთეფექტურობის კუთხით გამართლებული. შესაბამისად მხოლოდ დავტოვებთ შედარებით ახალ ნაწილს ამ შენობის, სადაც განთავსდება ექიმების და ადმინისტრაციის კაბინეტები, ხოლო ამ შენობის მიმდებარედ აშენდება ახალი კლინიკა, რომელიც იქნება იმ სტანდარტების, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ყველა კლინიკამ 2025 წლიდან.


შესაბამისად იმაზე საუბარი, რომ ან რესპუბლიკური საავადმყოფო სადმე გადადის, ან პერსონალს სადმე უშვებენ, არის ყველანაირ აზრს მოკლებული, “- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up