რა ცვლილებები შედის 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში - პროექტი პარლამენტშია

რა ცვლილებები შედის 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში - პროექტი პარლამენტშია

access_time2021-11-23 15:00:00

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 297.4 მლნ ლარით იზრდება და ჯამურად 19.976 მლრდ ლარს შეადგენს. მთავრობამ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა.

ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 376 მლნ ლარით იზრდება და 6.468 მლრდ ლარით განისაზღვრება.

როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ზრდა მთლიანად წარმოადგენს პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას, რაც მოიცავს საწოლების მობილიზებას, ინფიცირებულთა მკურნალობას, ტესტირების ხარჯებს და პანდემიის მართვაში ჩართული სამედიცინო პერსონალის დანამატების ანაზღაურებას, ასევე ვაქცინაციის მოცვის გაზრდისთვის წამახალისებელი პროგრამის დაფინანსებას (60 წლის და მეტი ასაკის პირთა ანაზღაურება ვაქცინაციის შემთხვევაში) აღსანიშნავია, რომ დამატებით გამოყოფილი თანხიდან 250 მლნ ლარამდე არის უკვე შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება.

"შეზღუდვების მინიმიზების და ვაქცინაციის დაბალი ტემპის პირობებში, ვირუსის გავრცელება შენარჩუნდა საკმაოდ მაღალ მაჩვენებელზე, რამაც დღის წესრიგში დააყენა მოსახლეობის მკურნალობისთვის დამატებითი თანხების გამოყოფის აუცილებლობა, მიუხედავად იმისა, რომ ივლისში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებებით პანდემიასთან დაკავშირებული ჯანდაცვის ხარჯებისთვის დამატებით 450 მილიონ ლარამდე რესურსი გამოიყო. აღნიშნული თანხის ფარგლებში, პანდემიის სამართავად ჰოსპიტალურ სექტორში წლის მეორე ნახევარში, გათვალისწინებული იყო საშუალოდ 4500 საწოლის დაფინანსება, თუმცა რეალურად ამ საჭიროებამ რიგ შემთხვევებში 9000-ს გადააჭარბა, რამაც აუცილებელი გახადა დამატებითი თანხების გამოყოფა",-წერია განმარტებით ბარათში.

60 მლნ ლარით იზრდება თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი და განისაზღვრება 990 მლნ ლარით.

განმარტებით ბარათში წერია, რომ ზრდა გათვალისწინებულია თავდაცვის უწყებაში წარმოქმნილი დეფიციტის დასაფინანსებლად. სამინისტროს და კომიტეტის მხრიდან 100 მლნ ლარამდე თანხის დამატების მოთხოვნა დაყენებული იყო ივლისში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებების დროსაც, თუმცა იმ პერიოდში არსებული ფისკალური რესურსის გათვალისწინებით დაემატა მხოლოდ 30 მლნ ლარი;

დაგროვებითი საპენსიო სქემის ფარგლებში სახელმწიფოს ვალდებულებების დასაფინანსებლად გამოყოფილი ასიგნებები იზრდება 16 მლნ ლარით და შეადგენს 236 მლნ ლარს.

"აღნიშნული ზრდა გამოწვულია ქვეყანაში შრომის ანაზღაურების დაგეგმილთან შედარებით მაღალი ზრდით, რაც ასევე აისახა საშემოსავლო გადასახადის მობილიზებაზეც", - წერია განმარტებით ბარათში.

ეკონომიკის სამინისტროს ასიგნებები 57.9 მლნ ლარით მცირდება.

შემცირება გათვალისწინებულია შემდეგი მიმართულებებით:

1. „მეწარმეობის განვითარება“ პროგრამის ფარგლებში, საკრედიტო საგარანტიო
სქემისთვის გამოყოფილი თანხა მცირდება 35 მლნ ლარით და განისაზღვრება 59 მლნ ლარის ოდენობით.


"აღნიშნული გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ბენეფიციარებს სესხის პროცენტის სუბსიდირებასთან ერთად საგარანტიო ფონდის გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ 1 სექტემბრიდან ამოქმედებული ახალი უნივერსალური ინდუსტრიული პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წელს, დროის მცირე მონაკვეთის გათვალისწინებით ჯერ კიდევ არ არის აქტიურ ფაზაში. ძირითადი მოთხოვნა ჯერ კიდევ არის მანამდე არსებულ ინდუსტრიულ მიმართულებაზე, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წელს განხორციელდა 474 მლნ ლარამდე ინვესტიცია", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

2. დასახლებული პუნქტების ინტერნეტიზაციის პროგრამის ასიგნებები (Log-in GeorgiaWB) მცირდება 22.6 მლნ ლარით, რაც გამოწვეულია პროექტის ფარგლებში
გამოცხადებული ტენდერების უარყოფითი შედეგების დასრულებით;

ძირითადად სავალუტო კურსების და საპროცენტო განაკვეთების ცვლილების შედეგად სახელმწიფო ვალების მომსახურებისა და დაფარვისთვის გათვალისწინებული ასიგნებები ჯამში მცირდება 85 მლნ ლარით, მათ შორის:

საშინაო ვალის მომსახურება მცირდება - 20 მლნ ლარით;
საგარეო ვალის მომსახურება მცირდება 50 მლნ ლარით;
საგარე ვალის დაფარვა მცირდება 15 მლნ ლარით;
მუნიციპალიტეტების დაფინანსება.

"გასათვალისწინებელია, რომ დაგეგმილთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის და შესაბამისად გაზრდილი საგადასახადო შემოსავლების პროგნოზებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტები, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დღგ-ის გაზრდის შედეგად მიიღებენ 1 127,7 მლრდ ლარს, რაც 14,3 მლნ ლარით აღემატება თავდაპირველ პროგნოზს", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლები.

ბიუჯეტის პროექტში წერია, რომ განახლებული მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, 2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრება 10%-ის, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი 8%-ის ოდენობით.

2021 წლისთვის განახლებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი შეადგენს 58,7 მლრდ ლარს, ნაცვლად გასული ივლისის პროგნოზით არსებული 57,2 მლრდ ლარისა.

ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები.

ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იზრდება 349.3 მლნ ლარით და განისაზღვრება 13.271 მლრდ ლარით. გადასახადების გაზრდილი მაჩვენებლიდან 300 მლნ ლარი მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო 49,3 მლნ ლარი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში;

რაც შეეხება ვალის აღებას, აღნიშნული მაჩვენებელი მცირდება 133,9 მლნ ლარით და განისაზღვრება 4.9 მლრდ ლარით.

სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი იზრდება 166,1 მლნ ლარით და შეადგენს 18.1 მლრდ ლარს. მათ შორის:

შემოსავლები - 12.5 მლრდ ლარი, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილია 300 მლნ ლარით.

საგადასახადო შემოსავლების განახლებული გეგმა შეადგენს 11.4 მლრდ ლარს.


business-partner.ge

თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up