აღსრულების კოდექსში ცვლილებები შედის, კოდექსი უკვე პარლამენტშია შეტანილი და პირველი მოსმენები დასრულებულია, ძალიან მალე დაიწყება მეორე მოსმენები და აღნიშნული კოდექსი ამოქმედდება - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანალიტიკური და სასამართლო წარმომადგენლობის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ახალკაცმა ისაუბრა, მისი განმარტებით
კოდექსის ამოქმედების შემდეგ ქვეყანა გადადის აღმასრულებელთა ერთიან პალატაზე და სისტემა რადიკალურად იცვლება.
დღეს არის შერეული სააღსრულებო სისტემა, კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტი და აღსრულების ეროვნული ბიურო , ახალი კოდექსის ამოქმედების შემდეგ ამ საქმეს მთლიანად ერთიანი ინსტიტუტი გაუძღვება , კერძო აღმასრულებელი აღარ იქნება, იქნება აღმასრულებელთა პალატა და ამ სისტემით დარეგულირდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების აღსრულება, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილებაა დაგეგმილი, ეს არის ფრანგული მოდელი.
კერძო აღმასრულებელს აქვს ზღვრული ოდენობაა და მას გარკვეული კატეგორიების საქმეების აღსრულება არ შეუძლია, ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ ეს ასე აღარ იქნება და ყველანაირი საქმე იქნება შესრულებული“,- აღნიშნა ეკატერინე ახალკაცმა.
თაკო კვაჭანტირაძე