რა დაჯდება მსოფლიოში ყველაზე დიდი პრობლემების აღმოფხვრა

რა დაჯდება მსოფლიოში ყველაზე დიდი პრობლემების აღმოფხვრა

access_time2021-11-07 15:45:21

რა დაჯდება რეალურად დაავადებების, გლობალური სიღარიბის და კლიმატის ცვლილების აღმოფხვრა დედამიწაზე? როგორც აღმოჩნდა, არც ისე ბევრი. კონკრეტული ადამიანების ქონებას, ისეთი სერიოზული პრობლემის მოგვარება შეუძლია, როგორიც არის შიმშილი, სუფთა სასმელი წყალი ქვეყნებში და ა.შ.

ტრაქომას ელიმინაცია: 1 მილიარდი დოლარი

განვითარებად ქვეყნებში დაახლოებით 137 მილიონ ადამიანს ემართება ინფექციურ ბაქტერიული დაავადება ტრაქომა, რომლის მკურნალობა მარტივია. თუმცა ტრაქომა ცუდ სანიტარულ პირობებში ვრცელდება. ტრაქომით დაინფიცირების შემთხვევაში დაახლოებით 137 მილიონიდან, 3,6 მილიონ ადამიანს სჭირდება ოპერაცია, რომ მხედველობა არ დაკარგოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, 2030 წლისთვის ტრაქომის აღმოფხვრა 1 მილიარდი დოლარი დაჯდება.

ეს რეპერი ჯეი-ზის სიმდიდრის ექვივალენტია:

ბიონსე და ჯეი ზი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი წყვილია ამერიკის შოუბიზნესში. მისი ქონება შეფასებულია დაახლოებით 1,4 მილიარდ დოლარად. ის ასევე არის მსოფლიოში პირველი მილიარდერი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი.

პოლიომიელიტის აღმოფხვრა: 1,5 მილიარდი დოლარი

პოლიომიელიტი თითქმის მთლიანად აღმოიფხვრება, ახლა 99,9%-ით ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება, ვიდრე 30 წლის წინ. თუმცა დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს დამბლა და კიდურების დეფორმაცია, ჯერ კიდევ ენდემურია სამ ქვეყანაში: ავღანეთში, ნიგერიასა და პაკისტანში. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) მონაცემებით, დაავადების სამუდამოდ განადგურებას 1,5 მილიარდი დოლარი სჭირდება.

ეს მაიკლ ჯორდანის სიმდიდრის ექვივალენტია.

მაიკლ ჯორდანი 1,6 მილიარდ დოლარს ფლობს. თუმცა, მას პოლიომელიტის პროგრამის დაფინანსება არ დასჭირვებია, რადგან ბილ გეიტსმა უკვე შესწირა 3 მილიარდი დოლარი პროგრამას და ვაქცინების წარმოება დააფინანსა.

ცოფთან ბრძოლა: 6,3 მილიარდი დოლარი

ჯანმო მოწოდებულია თავიდან აიცილოს ცოფით გამოწვეული ძაღლების სიკვდილი, ამასთანავე ადამიანების გრდაცვალება ინფიცირებულ ძაღლთან კონტაქტის გამო. ცოფის აღმოფხვრა ენდემურ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი, დაახლოებით 6,3 მილიარდი დოლარი დაჯდება, იტყობინება CDC.

ეს თანხა ტრევის კალანიკის სიმდიდრის ტოლფასია.

მთელი რიგი სკანდალებით ნობილმ Uber-ის ყოფილმა ბოსმა, შეიძლება აღნისნული პროექტი დააფინანსოს კიდეც.

სპილოს დავადების აღმოფხვრა: 8 მილიარდი დოლარი

ცოფთან, პოლიომიელიტსა და ტრაქომასთან ერთად, სპილოს დაავადება -ანუ ლიმფური ფილარიაზი - ერთ-ერთია იმ 13 გავრცელებულ დაავადებათაგან, რომელც შეიძლება აღმოიფხვრას. ამჟამად აღნიშნული დაავადება, რომელიც იწვევს სახსრებისა და სხეულის სხვა ნაწილების ძლიერ მტკივნეულ შეშუპებას და გამოწვეულია ტროპიკულ ქვეყნებში პარაზიტების ნაკბენით, 950 მილიონი ადამიანი ებრძვის.


პროფილაქტიკური ქიმიოთერაპიული საშუალებებით სპილოს დაავადების აღმოფხვრა, სავარაუდოდ, 8 მილიარდი დოლარი დაჯდება, რაც სილვიო ბერლუსკონის სიმდიდრის ექვივალენტია.

Forbes-ის მონაცემებით, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქონება 8 მილიარდი დოლარია. მისი ქონება ძირითადად მიეკუთვნება მის მედია ჯგუფს Fininvest-ს, ასევე წილებს სხვადასხვა საბანკო და საგამომცემლო ფირმებში.

მალარიის დასრულება: 8,5 მილიარდი დოლარი

მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი მალარიის რისკის ქვეშ იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ კოღოებით გამოწვეული დაავადება ბევრ ქვეყანაში აღმოიფხვრა, ის კვლავ გავრცელებულია რამდენიმე ტროპიკულ რეგიონში. UNICEF-ის მონაცემებით, ყოველწლიურად მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება მალარიით. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ დაავადების აღმოფხვრა მინიმუმ 8,5 მილიარდი დოლარი დაჯდება.

ეს ჰენრი კრავისის ქონების წმინდა ღირებულების ექვივალენტია.

ამერიკელ ბიზნესმენს აკრიტიკებენ მისი ცხოვრების წესის გამო. იგი ლიბერალური იდეების აქტიური მხარდამჭერია. მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის (MoMA) საბჭოში მუშაობის გარდა, კრავისს დაწესებული აქვს ყოველწლიური ჯილდო 250,000 დოლარის ოდენობით, არაკომერციული სექტორისთვის.

შიმშილის დასრულება მსოფლიოში: 30 მილიარდი დოლარი

სურსათის დახმარების ფონდის სტატისტიკის მიხედვით, 821 მილიონი ადამიანს სასურსათო დაუცველის სტატუსი აქვს. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ცხრა ადამიანი არასაკმარისად იკვებება, რაც მსოფლიოს მოსახლეობის 10%-ზე მეტს შეადგენს.

ორგანიზაცია Ceres2030 -ის მკვლევარების ინფორმაციით გლობალური შიმშილის დასრულება 2030 წლისთვის 33 მილიარდი დოლარი დაჯდება.

ეს ალენ ვერტჰაიმერის სიმდიდრის ექვივალენტია.

შანელის მფლობელები, ალენ და ჟერარ ვერტჰაიმერები 330 მილიარდ დოლარს ფლობენ. ძმებმა ფრანგული მოდის ბრენდი მათი ბაბუისგან პიერ ვერტეიმერისგან მემკვიდრეობით მიიღეს, რომელმაც კომპანია კოკო შანელთან პარტნიორობით 1910 წელს დააარსა.

უსაფრთხო წყლისა და სანიტარიული პირობების უზრუნველყოფა: 150 მილიარდი დოლარი

WaterAid-ის მონაცემებით, 2,3 მილიარდ ადამიანს არ აქვს სანიტარულდ გამართული ტუალეტები და 844 მილიონ ადამიანს არ აქვს წვდომა სუფთა წყალზე. მსოფლიო ბანკის ექსპერტების შეფასებით, მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის უსაფრთხო სასმელი წყლისა და სანიტარული სისტემის მიწოდება წელიწადში 150 მილიარდი დოლარი დაჯდება.

ეს თანხა უორენ ბაფეტისა და მაკენზი სკოტის ერთობლივი სიმდიდრის ტოლფასია.

მაკენზი სკოტს, რომლის ღირებულების 56,3 მილიარდი დოლარია და უორენ ბაფეტს, რომელიც 103,8 მილიარდ დოლარს ფლობს, ერთი წლის განმავლობაში მთელი პლანეტის უსაფრთხო სასმელი წყლით უზრუნველყოფა შეუძლიათ.

სკოტი, რომლის სიმდიდრეც ამაზონის აქციების 4%-ს შეადგენს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გულუხვი ქველმოქმედია. მან წამოიწყო კამპანია Giving Pledge, რომელიც მოუწოდებს მსოფლიოს სუპერმდიდრებს გასცენ თავიანთი ქონების ნახევარი მაინც. 2020 და 2021 წლებში სკოტმა 8,5 მილიარდ დოლარზე მეტი შესწირა ქველმოქმედებას.

უკიდურესი სიღარიბის დასრულება: 175 მილიარდი დოლარი

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წელიწადში დაახლოებით 175 მილიარდი დოლარი დასჭირდება ასობით მილიონი ადამიანის უკიდურესი სიღარიბიდან გამოყვანას.

ეს თანხა ელონ მასკის სიმდიდრეზე ნაკლებია.

Forbes-ის თანახმად, ელონ მასკის წმინდა ქონება ახლა 321,3 მილიარდ დოლარს შეადგენს.

წიაღისეული საწვავის ეტაპობრივი გაუქმება 2050 წლისთვის: 44 ტრილიონი დოლარი ან მეტი

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, „2050 წლისთვის ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევა სხვა არაფერია, თუ არა გლობალური ენერგეტიკული სისტემის სრული ტრანსფორმაცია“. ეს სრული ტრანსფორმაცია მოითხოვს განსაცვიფრებელ ხარჯებს, რომელიც შეფასებულია 44 ტრილიონი დოლარიდან 150 ტრილიონ დოლარამდე. სხვა ინვესტიციებთან ერთად, ამ თანხას დაემატება ატომური ელექტროსადგურების დამონტაჟების, ბიოსაწვავზე გადასვლისა და შიდაწვის ძრავებით ახალი მანქანების გაყიდვის შეჩერების ხარჯები.

ეს თანხა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების უმრავლესობის ერთობლივი სიმდიდრის ტოლფასია.

სასიხარულო ამბავი ის არის, რომ წიაღისეული საწვავის მოშორებით დაზოგილი თანხა სავარაუდოდ, დაფარავს კანონპროექტის უმეტეს ნაწილს. ჰარვარდის კვლევის თანახმად, მსოფლიოში ყოველი მეხუთე ადამიანი წიაღისეული საწვავით ჰაერის დაბინძურებით კვდება.

წყარო: lovemoney.com, ბიზნესპრესნიუსი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up