რუსეთს ელოდება ეკონომიკური კრახი, ქვეყანა დაუბრუნდება 1995 წლის მაჩვენებლებს - რუსი ეკონომისტის პროგნოზი უიმედოა

რუსეთს ელოდება ეკონომიკური კრახი, ქვეყანა დაუბრუნდება 1995 წლის მაჩვენებლებს - რუსი ეკონომისტის პროგნოზი უიმედოა

access_time2022-03-13 09:51:30

საერთასორისო სარეიტინგო სააგენტო  FITCH-ი რუსეთის დეფოლტს პროგნოზირებს. ცნობილია, რომ რუსეთს აქვს 175 მილიარდი დოლარის (1 თებერვლის მდგომარეობით) საერთაშორისო სავალუტო რეზერვი. იხსნის თუ არა ეს რეზერვი რუსეთს დეფოლტისგან? - ამაზე ეკონომისტ ტატიანა მიხაილოვას პასუხი მოკლეა: არა!

მისის განმარტებით, ეს რეზერვი ახლა მთლიანად გაყინულია და რუსეთი მას ვერ გამოიყენებს. ეს ფული განთავსებული იყო უცხოურ ობლიგაციებში, რომლებიც სანქციების გამო სრულად უმოქმედოა ახლა. 

რუსეთს აქვს ოქროს რეზერვიც, რომელიც ქვეყნის შიგნით ინახება. თეორიულად მისი გაყიდვა შეასაძლებელია, თუმცა აქ ჩნდება კითხვა, - ვინ იყიდის ახალა მას? 

საერთაშორისო  სარეიტინგო სააგენტოები რუსეთის დეფოლტს 15 აპრილისთვის პროგნოზირებენ. ეკონომისტ ტატიანა მიხაილოვას  უჭირს ზუსტი თარიღის დასახელება, როდის შეიძლება რუსეთმა გამოაცხადოს დეფოლტი, თუმცა ის მიიჩნევს, რომ ამ რისკის წინაშე ქვეყანა არა ფულის არქონის, არამედ იმიტომ დგას, რომ რუსეთს წაერთვა გადახდის შესაძლებლობა. ის ჩახსნილია  "სვიფტიდან" და ვერ ახორციელებს გადახდებს, ვერ მართავს ფულს.  ტატიანა მიხაილოვა ფიქრობს, რომ ფულის მართვის ეს პრობლემა შეიძლება ოპერატიულად შეიცვალოს და  პროგნოზი რუსეთის დეფოლტზე, შესაძლოა, სულაც  არ გამართლდეს. ეს მისი ვარაუდია. ერთადერთი, რაშიც ექსპერტი დარწმუნებულია, ისაა, რომ ქვეყანას უახლოესი 6 თვის განმავლობაში უპრეცედენტო კრიზისი მოიცავს. მისი მტკიცებით, რუსეთს ელოდება ეკონომიკის კრახი და ქვეყანა დაუბრუნდება 1995 წლის მაჩვენებლებს. 

ტატიანა მიხაილოვა ამბობს, რომ სამხედრო დაფინანსების გაგრძელების რესურსი ამ ეტაპზე  რუსეთს აქვს. ამ მომენტისთვის არმია დაკმაყოფილებულია, უზრუნველყოფილია, იარაღით და ხელფასებით.

"ჩვენ ამას ვახერხებთ რუბლებში და რუბლს დავბეჭდავთ იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება. ასე რომ, ეს სანქციები ომს ვერ გააჩერებს. თუმცა ის ჩვენ დაგვიწესეს, რომ მომავალში ვეღარ აუვიდეთ სამხერო ხარჯს. ეს სანქციები დაასუსტებს ეკონომიკას და, რა თქმა უნდა, იმოქმდებს ჯარის დაფინანსებასა და მის მდგომარეობაზეც, მაგრამ ასე სწრაფად არა, - ამბობს ექსპერტი.

რაც შეეხება, სასურსათო უსაფრთხოებას, ტატიანა მიხაილოვა ელის, რომ იმპორტი შემცირდება. რუსეთის ბაზარზე გაჩნდება იმპორტირებული პროდუქტების დეფიციტი. ზოგიც ჩანაცვლდება სხვა ქვეყნების წარმოების პროდუქტით, იმპორტიორები მათთან  ააწყობენ ლოგისტიკის ჩაჭვს, თუმცა მასობრივად ეს ვერ მოხერხდება. ექსპერტის პროგნოზით, ქვეყანაში გაიზრდება უმუშევრობა, ხოლო  დასაქმებულების შემოსავლები დაკარგავს მსყიდვლობით უნარს, რუბლის გაუფასურების გამო.

ჩინეთი განიხილება ახლა მთავარ მომწოდებელ ქვეყნად რუსთისთვის, თუმცა ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი გაძვირდება და რუსეთი გაღარიბდება.

"უპირველესად მოიმარაგეთ წამლები, თუ არის ამის შესაძლებლობა, თუმცა სხვა პროდუქტების პანიკური მომარაგება კიდევ უფრო დაამძიმებს ამ მდგომარეობას და გაზრდის ინფლაციას," - მიმართავს მოსახლეობას რუსი ექსპერტი.

კითხვაზე, სად არის ამ პრობლემიდან გამოსავალი, ექსპერტს პასუხის გაცემა უჭირს, რადგან რუსეთი მთელი მსოფლიოსთვის გახდა არასტაბილური ბაზარი და ეს იმიჯი ქვეყანას მრავალი წელი ძვირი დაუჯდება. 

"ახლაც რომ გავაჩეროთ ომი უკრაინაში და უარი ვთქვათ ამ ავანტურაზე, სანქციებს ჩვენ უცებ მაინც არ მოგვიხსნიან, რადგან ჩვენი პარტნიორები რისკებს შეაფასებენ და მათთვის ჩვენ ისევ სარისკო დავრჩებით. მათ ექნებათ არასტაბილურობის განცდა, რომ ჩვენ ამგვარ ნაბიჯს მომავალშიც გადავდგამთ, ანუ ჩვენ მათთვის არასტაბილურები გავხდით და ასე დავჩებით 20-30 წელი, თუმცა ერთი რამ ცხადია, ომის შეწყვეტა ნამდვილად შეამცირებს და შეამსუბუქებს ჩვენზე ზეწოლას," - ამბობს ტატიანა მიხაილოვა.

ექსპერტი იმასაც ხნის, თუ რა დარტმაა რუსეთისთვის რუსულ ნავთობზე დაწესებული ემბარგო აშშ-ისგან, კანადისგან და დიდი ბრიტანეთისგან.  მისი განმარტებით, რუსეთის ბიუჯეტის 30% ივსება ნავთობის ექსპორტისგან მიღებული შემოსავლით და , რა თქმა უნდა, ამის დაკარგვა რუსეთის ბიუჯეტს დაარტყამს. 


"მაგრამ პრობლემა მხოლოდ შემოსავლის კლება არ არის. პრობლემაა, რომ მას აქვს მულტიპლიკატორული გადაცემა სხვა შემოსავლებზეც და როცა ვკარგავთ ნავთობიდან შემოსავალს, მის მულტიპლიკატორულ შემოსავლებზეც გვიწევს უარის თქმა. ასე რომ, რუსეთზე ნავთობის ემბარგოს ექნება კატასტროფული შედეგი", - ამბობს ექსპერტი.

რაც შეეხება რუსულ გაზს, რომელსაც ჯერ კიდევ ყიდულობს ევროპა, ტატიანა მიხაილოვა ამბობს, რომ არც ესაა რუსეთისთვის დიდი ნუგეშის მომცემი და ოპტიმიზმის საფუძველი.

"გაზის ექსპორტს რუსეთი აგრძელებს ევროპაში მხოლოდ იმიტომ, რომ ამ მომენტში ევროპას ტექნიკური შესაძლებლობა არ აქვს გადაერთოს სხვა ბაზარზე, მაგრამ ისინი ამაზე მუშაობენ ძალიან ინტენსიურად და ეს დროის საკითხია მხოლოდ. ამ მომენტში გაზის ევროპაში ექსპორტით რაღაც ფულს მაინც ვიღებთ და ეს კარგია, თუმცა ამის იმედად ვერ ვიქნებით, რადგან ევროპა აუცილებლად იტყვის უარს რუსულ გაზზე და ეს მხოლოდ დროის საკითხია," - ამბობს რუსი ეკონომისტი ტატიანა მიხაილოვა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს, როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. მოსკოვი საჯარო განცხადებებში უარყოფს სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღებას. გაეროს მონაცემებით, უკრაინა უკვე დატოვა 2.5 მილიონმა ადამიანმა.

უკრაინა რუსეთის ტერორისტ ქვეყნად გამოცხადებას ითხოვს და ჰააგის სასამართლოში ჩივის. სასამართლო პროცესი გასულ კვირას დაიწყო, თუმცა პროცესზე არ გამოცხადდა რუსეთის წარმომადგენელი იმ მიზეზით, რომ რუსული მხარის მტკიცებით, ჰააგის სასამართლოს ამ საკითხზე მსჯელობის ლეგიტიმაცია არ აქვს. 

როგორც უკრაინის სახალხო დამცველი აცხადებს, სრული სიზუსტით გროვდება რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ყველა ფაქტი და უკრაინა მას სამხედრო ტრიბუნალამდე მიიტანს.

რუსეთს უკრაინაში შეჭრის და იქ საომარი მოქმდებების გამო სანქციები დაუწესა ლამის მთელმა მსოფლიომ, უიშვიათესი გამონაკლისის გარდა.

ქვეყანას ერთი მეორის მიყოლებით ტოვევენ უცხოური კომპანიები. ამის საპასუხოდ რუსეთის მთავრობა ამ კომპანიების რუსეთში არსებული ქონების მითვისებით იმუქრება.

რუსეთის საერთაშორისო რეზერვები გაყინულია.

რუბლის კურსზე ზეწოლის პრევენციისთვის ქვეყნის მთავრობამ რუსეთიდან ვალუტის გატანაზე ლიმიტი დააწესა, თუმცა უშედეგოდ, თითქმის 90%-მდეა გაუფასურებული რუბლი.

რუსეთის  საფონდო ბირჟა 28 თებერვლიდან დახურულია და მისი  გახსნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

რუსეთი ჩახსნილია გადახდის საერთაშორისო სისტემიდან „სვიფტიდან". ქვეყანაში შეწყვეტილია  „ვიზას“, „მასტერ ქარდის“ და „ექსპრეს უნიანის“ საგადახდო ბარათების მუშაობა.

კანადამ ,აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ემბარგო დაადო რუსულ ნავთობს, რითაც ქვეყანამ მილიარდობით შემოსავალი დაკარგა.

ფრენებს რუსეთის მიმართულებით აჩერებენ უცხოური ავიაკომპანიები. თავად რუსული ავიაკომპანიებიც იძულებული არიან შეაჩერონ ყველა საერთასორისო ფრენა, რადგან სალიზინგო ხელშეკრულებების დარღვების გამო, მათ თვითმფრინავებს ინტენსიურად აყადაღებენ.

სანქციების გამო, რუსი ოლიგარქების იახტებსაც "აპატიმრებენ"  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

მოკლედ, რუსეთი სრულ ფინანსურ იზოლაციასა და სრულ ეკონომიკურ ბლოკადაშია მოქცეული. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიები მას დეფოლტს უწინასწარმეტყველებენ.

ექსპერტების შეფასებით, დეფოლტი რუსეთს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც მოუღებს ბოლოს. დეფოლტის გამოცხადება ნიშნავს, რომ ისინი ვალებს ვერ მოემსახურებიან, შესაბამისად მეორე მხარე დაიწყებს მათი აქტივების დაყადაღებას და ჩამორთმევას შემდგომი გაყიდვის და ვალის ამოღების მიზნით. ეს პროცესი წლობით გრძელდება და ამ დროს ასეთ ეკონომიკას, როგორც წესი,  არავინ ეკარება, - არც ინვესტორი, არც ექსპორტიორი, არც ბანკი და ა.შ.  სპეციალისტების პროგნოზით, მინიმუმ მომდევნო 10 წელი და, შეიძლება მეტიც, რუსეთი დარჩება  იზოლაციაში. მოკლედ რომ ვთქვათ, ესაა ეკონომიკური ფსკერი.

ავტორი: ბელა გელაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up