რას მიიღებს უსტატუსოდ დარჩენილი საქართველოს ეკონომიკა „ევროპული პერსპექტივისგან“?

რას მიიღებს უსტატუსოდ დარჩენილი საქართველოს ეკონომიკა „ევროპული პერსპექტივისგან“?

access_time2022-06-24 15:30:09

რა დაკარგა საქართველოს ეკონომიკამ კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებით და რას გვაძლევს არსებული „ევროპული პერსპექტივა“ - ამ თემებზე „კომერსანტი“ დარგის ექსპერტებს ესაუბრა.


„ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყანის ცხოვრების დონის და ინვესტორების დაინეტერესების გაზრდასთან ერთად, მოსახლეობის ემიგრაციაში წასვლას შეუშლიდა ხელს.


„ქვეყანამ დაკარგა დადებითი შეფასება. ჩვენ აღმოვჩნდით ისეთ ვითარებაში როდესაც ევროკავშირი ამბობს, რომ თქვენ ხართ ოლიგარქიული, ადამიანის უფლებების შემლახავი, არასანდო ქვეყანა. ეკონომიკურად ასე ვთქვათ „ძალიან ძვირი“ რამ დაკარგა. უფრო კონკრეტულად კი:


  1. კანდიდატის სტატუსი ავტომატურად ქმნიდა შეგრძნებას, რომ პოტენციური წევრი ხარ, შესაბამისად ცხოვრების და საქმიანი ურთიერთობების წარმართვის სტანდარტი მაღალი ან მინიმუმ ადვილად მიღწევადი იქნებოდა. 
  2. გაჩნდა განცდა, რომ ევროპული ფინანსური თუ იურიდიული მხარდაჭერა საქართველოსთვის ხელმისაწვდომი აღარ არის, ამიტომ ინვესტორებს მიეცათ ნიშანი, რომ ეს ქვეყანა არ არის კეთილსინდისიერი. აქ ინვესტირება ნიშნავს ოლიგარქებთან გარიგებას. 
  3. ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ რომ ქვეყანას აქვს პერსპექტივა, დღეს დარწმუნდნენ რომ ეს ყველაფერი ბუნდოვანია. ამიტომ თუ აქამდე უცხოეთში წასვლისგან თავს იკავებდნენ, ახლა ხელს აღარაფერი უშლით. ამიტომ ჩვენ კიდევ უფრო მეტ ნიჭიერ ადამიანს დავკარგავთ. 


სტატუსს რა თქმა უნდა მაშინვე არ მოჰყვებოდა დიდი ფინანსური დახმარებები, მაშინვე არ გაიზრდებოდა პენსია და ხელფასი, ამ ყველაფრისთვის მუშაობა არის საჭირო, მაგრამ ეს იქნებოდა ნიშანი, რომ ქვეყანა მზად არის ცივილური ურთიერთობებისთვის.


თუმცა მეორე თემაა, უნდა თუ არა ხელისუფლებას ეს ყველაფერი? მოგეხსენებათ ბრიუსელში არც კი იყვნენ ნამყოფი და არც აინტერესებდათ, რადგან იციან რომ ამისთვის ბევრი რამ უნდა დათმონ, რაც არ აწყობთ. ამ შემთხვევაში არც ოპოზიციას ვამართლებ, მათ არ სურდათ ეს ქულები ხელისუფლებას მიეწერა, ამიტომ ბოლო პერიოდში იმდენი ირბინეს ბრიუსელში, რომ ამით სტატუსის არ მიღებაში წვლილიც შეიტანეს. საბოლოოდ გამოვიდა, რომ მთავრობას არ უნდოდა, ოპოზიციას კი არ ემეტებოდა.



„ევროპული პერსპექტივა“ მოგვანიჭეს, მაგრამ ეს არაფერია, ნიშნავს უბრალოდ პირობას, რომ თუ გაითვალისწინებთ მათ მოთხოვნებს, მიგვიღებენ. თუმცა აქვე ისიც მნიშვნელოვანია, რომ არსებობს დათქმა  თუ შევასრულებთ მოთხოვნებს, სტატუსს ავტომატურად მოგვანიჭებენ“,  აღნიშნა პაატა შეშელიძემ.


„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტი, ეკონომისტი რამაზ გერლიანი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ „საცდელი ვადა“ რომელიც ახლა გვაქვს ინვესტიციების კუთხით ცვლილებებს არ გამოიწვევს და წლების განმავლობაში არსებული კლების ტენდენცია სავარაუდოდ შენარჩუნდება. მისი თქმით, სტატუსის მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა უძრავი ქონების, საბანკო და ენერგეტიკის სექტორი.


„პრაქტიკულად მოლოდინი გვქონდა უფრო მეტის და რეალურად ე.წ. საცდელი ვადა. შესაბამისად დღეს საინვესტიციო გარემოსთვის დადებითი ვითარება არ არის, ამიტომ რაიმე განსაკუთრებულ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. თუმცა ეს გზა გასავლელი იყო და ჯერ კიდევ გასავლელია, მაგრამ რომ ყოფილიყო უკვე კანდიდატის სტატუსი ეს აშკარა და მკაფიო გზავნილი იქნებოდა ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანას აქვს პროგრესი. დღეს არის რამდენიმე შენიშვნა, ეს კი არის გზავნილი რომ ქვეყანაში საინვესტიციო გარემო სულ ჯანსაღი არ არის, იქ არის საუბარი დეოლიგარქიზაციაზე, სასამართლო სისტემის პრობლემებზე და ა.შ. რაც პირდაპირ კავშირშია საინვესტიციო გარემოსთან.


თუ კანდიდატის სტატუსის მიმართულებით გადაიდგმება ნაბიჯები, სექტორალურად კიდევ უფრო გაიზრდება ისეთი მიმართულებები რომლებიც ახლაც აქტიურია, მაგალითად საბანკო სექტორი და ენერგეტიკის მიმართულება, მაგრამ ყველაზე მეტად ჩვენ უნდა ველოდოთ ზრდას უძრავი ქონების კუთხით.


მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნებს წლები დასჭირდა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მაგრამ თითოეული ნაბიჯი რამდენითაც ისინი მიიწევდნენ წინ, მათი საინვესტიციო გარემო უმჯობესდებოდა და პირდაპირპროპორციულად აისახებოდა მათ ზრდაზე. როდესაც კანდიდატის სტატუსს გაძლევენ ეს ნიშნავს ბევრი ტიპის გარემოს შეცვლას, მათ შორის იზრდება დაფინანსება და ეს ავტომატურად აუმჯობესებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას. ყველა ქვეყანა ვინც კი ეს გზა გაიარა, მათთან ეს პროგრესი ყველა ეტაპზე შესამჩნევი იყო“, - აღნიშნავს გერლიანი.


ექსპერტების ნაწილი კონკრეტულ მაჩვენებლებზეც საუბრობს, მათი შეფასებით კანდიდატის სტატუსის მიღების შემთხვევაში საქართველოს გაუჩნდებოდა წვდომა ევროკავშირის 11 პროგრამაზე, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს. ქვეყანა ასევე შეძლებდა გაწევრიანების წინა ფინანსური ინსტრუმენტის ფონდებით სარგებლობას, რომელიც მოიცავს 14 მილიარდ ევროს. ჩვენ ასევე საშუალება გვექნებოდა გამოგვეყენებინა ე.წ. ევროკავშირის სამეზობლო, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის (NDICI) ინსტრუმენტით გათვალისწინებული თემატური ფონდებიდან დაფინანსება, რომელიც 2021-2027 წლებისთვის 19 მილიარდ ევროს შეადგენს. 


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up