რა დაუჯდება რუსეთ-უკრაინის ომი მსოფლიოს - EBRD-ის პროგნოზი

რა დაუჯდება რუსეთ-უკრაინის ომი მსოფლიოს - EBRD-ის პროგნოზი

access_time2022-04-02 16:35:49

ევროპის რეკონსტრუირებისა და განვითარების ბანკის (EBRD) ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა 2022 წელს რუსეთის ეკონომიკის 10%-თ, ხოლო უკრაინის ეკონომიკის 20%-ით შემცირებას გამოიწვევს. 

EBRD-ის პროგნოზითვე, საქართველოსა და სომხეთში ენერგორესურსებსა და მარცვლეულზე მაღალი ფასი შენარჩუნდება, ვინაიდან სომხეთსა და საქართველოს აქვთ მაღალი საექსპორტო წილი რუსეთში. რეგიონული განვითარების ბანკის მიხედვით, მიმდინარე მოვლენები საქართველოს ტურისტულ სექტორზეც მოახდენს გავლენას და მნიშვნელოვნად შეაფერხებს მას.

დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით უკრაინა მოკლევადიან პერსპექტივაში უფრო მეტად დაზარალდება, რუსეთი უფრო გრძელვადიანი გამოწვევის წინაშე დგას. მას შემდეგ, რაც რუსული ბაზრიდან დასავლური კომპანიების უდიდესი ნაწილი გავიდა, რუსეთის ეკონომიკა თითქმის სრულად იზოლირებულია.  აქვე აღნიშნულია, რომ რუსეთში ეკონომიკური ვარდნა, სავარაუდოდ გადაიქცევა სტაგნაციის ხანგრძლივ პერიოდად.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მიმდინარე ომის ფონზე, უკრაინაში ბიზნეს სექტორის დაახლოებით 1/3 აღარ ფუნქციონირებს. 

EBRD-ის პროგნოზის მიხედვით, თუ მომდევნო ორ თვეში ომი დასრულდება, უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტი წელს 1/5-ით შემცირდება, მაშინ, როდესაც ომამდე უკრაინის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5% იყო. ხოლო 2023 წელს, რეკონსტრუქციული დახმარების შემთხვევაში, უკრაინის ეკონომიკა 23%-ით აღდგება. 


ბანკის პროგნოზით უკრაინა ომმა იმითაც გაარარიბა, რომ მარაგების ძალიან დიდი ნაწილი განადგურებულია.

რაც შეეხება რუსეთს, რუსეთში ომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკური თვალსაზრისით, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება. 

EBRD-ის მთავარი ეკონომისტის, ბეატა იავორჩიკის, წინასწარი პროგნოზით, რუსეთში იქნება ნაკლები ინვესტიცია, ნაკლები საერთაშორისო ვაჭრობა, ნაკლებად იქნება რუსეთი ჩართული გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვში. ამ ყველაფრის შედეგად ქვეყანას ექნება დაბალი და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა. 

EBRD-მა შეამცირა ზრდის პროგნოზები იმ 33 ქვეყანაში. უკრაინის გარდა, ამ სიაშია: ჩრდილოეთ აფრიკა, ცენტრალური აზია, კავკასია და ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპა. გამონაკლისია აზერბაიჯანი და თურქმენეთი, რომლებიც გაზის მსხვილი მწარმოებლები არიან.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up