რა ჯდება არჩევნები და რამდენს დავზოგავთ მისი გაციფრულებით

რა ჯდება არჩევნები და რამდენს დავზოგავთ მისი გაციფრულებით

access_time2021-10-02 19:00:05

სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, წელს ცენტრალური საარჩევნო კომისია 74.5 მილიონი ლარით ფინანსდება. აქედან არჩევნების ჩატარების ღონისძიებებზე 45 მილიონი ლარია განკუთვნილი. ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით 5 მილიონი ლარით ნაკლებია.

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3 664 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 70 სპეციალური უბანი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345-ს შეადგენს.  ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს.

ექსპერტები ამბობენ, რომ არჩევნების გაციფრულებით ბიუჯეტი მილიონობით თანხას დაზოგავს. მათი განმარტებით, არცევნების გაციფრულება მის ბლოკჩეინ სისტემით ჩატარებას გულისხმობს. ბლოკჩეინ არჩევნები ყველაზე დემოკრატიულ არჩევნებადაა აღიარებული, თუმცა მისი დანერგვა საქართველოს საარჩევნო სისტემაში, როგორც ჩანს, არც ხელისუფლებას სურს და არც ოპოზიციას.

ციფრული ეკონომიკის მესვეურები და ტრადიციული ეკონომიკის სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ, რომ ბლოკჩეინ სისტემის ამოქმედებით არჩევნების გაყალბების შანსი ნულს უტოლდება და გამოათავისუფლებს საარჩევნო ხარჯს, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. მათივე რეკომენდაციით, ეს მოგვცემს შესაძლებლობას დაზოგილი მილიონები მივმართოთ ბევრად საჭირო პროგრამებზე, როგორიცაა სოციალური პროგრამები, საგანმანათლებლო და სხვა, რაც ქვეყნის ეკონომიკას ბევრად მეტ სარგებელს მოუტანს.

ციფრული არჩევნები კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება პანდემიისას, რადგან ხმის მისაცემად ხალხის მობილობა არ იქნება საჭირო, რაც კორონავირუსის გავცელების რიკს არჩევნების მიზეზით ნულამდე დაიყვანს.

ეკონომიკის ექსპერტი ნიკა შენგელია კომერსანტს უხსნის, რომ ბლოკჩეინით არჩევნების ჩატარება იდეალური იქნებოდა, თუმცა არ აქვს იმედი, რომ ეს მოხდება.

ბლოკჩეინით არჩევნების ჩატარება იქნება იდეალური რამ, შედეგების გაყალბების საწინააღმდეგოდ. სამწუხაროდ, ხელისუფალისათვის ასეთი სახის არჩევნების ჩატარება ჯერჯერობით მიუღებელი ჩანს. მიუღებლობა გამოიხატება იმაში, რომ გაყალბების მანიპულების საშუალებას ნულამდე ამცირებს,- გვეუბნება ექსპერტი და ციფრული არჩევნების სიკეთეებზე საუბრისას ხაზს უსვამს იმასაც, რომ ბლოკჩეინით საარჩენო ხარჯები გაცილებით ნაკლები იქნება, ვიდრე დღევანდელი სახით ჩატარებული არჩევნების დროს აქვს ბიუჯეტს. 


მთავარია, დაინერგოს ეს სისტემა და შემდეგ საჭირბოროტო საკითხების რეფერენდუმის სახით გადაწყვეტაც რომ მოუნდეთ, პრობლემა არ იქნება, რადგან ორგანიზება და შედეგების დათვლა, ფაქტობრივად, რაიმე სერიოზული ფინანსური რესურსების მობილიზაციას არ მოითხოვს, - აცხადებს შენგელია.

ციფრული არჩევნების საჭიროებაზე დიდი ხანია საუბრობს კომერსანტთან ექსპერტი ვეფხია გიორგაძეც. მისი თქმით მხოლოდ ციფრული არჩევნებით იქნება გარანტირებული დემოკრატიულობის მაღალი ხარისხი და, რაც მთავარია, ყველაზე ეკონომიურიც. გიორგაძე ამბობ, რომ ბლოკჩეინ არჩევნებში ანულირდება საარჩევნო ხარჯი, რითაც ბიუჯეტი სოლიდურ თანხას დაზოგავს. გიორგაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ციფრულ არჩევნებში ჩართვა შეეძლებათ ემიგრანტებსაც, აფხაზ და ოს ძმებსაც, რაც ჩვენს ინეგრაციას შეუწყობს ხელს. 

შეგახსენებთ, 2019 წლის პრეზიდენტის არჩევნები ქვეყნის ბიუჯეტს 55 მილიონი ლარი დაუჯდა. უშუალოდ საარჩევნო ღონისძიებებზე დაახლოებით 40 მილიონი ლარი დაიხარჯა. დანარჩენი 15 მილიონი კი, ბიუჯეტს პოლიტიკური პარტიების შენახვა დაუჯდა.  ცესკომ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად 42,760,652 ლარი დახარჯა


ავტორი: ბელა გელაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up