თურქეთში 1-ლი ივლისიდან მუზეუმებსა და არქეოლოგიურ ობიექტებში შესასვლელი ბილეთები ძვირდება. თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 1-ლი ივლისიდან ბევრი პოპულარული ღირსშესანიშნაობის მონახულების ტარიფი 30-45%-ით გაძვირდება.
სამინისტროს განცხადებით, ძველ ქალაქ ეფესოში შესვლის საფასური იქნება 200 ლირა, გობეკლი თეფეში - 90 ლირა, გორემეს ეროვნულ პარკში კაბადოკიაში - 150 ლირა. ხოლო ფამუკალეს არქეოლოგიურ მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი 250 ლირა იქნება, გალათას კოშკში - 175 ლირა, ტროას მუზეუმში - 100 ლირა, ასპენდოსის ნანგრევებში - 100 ლირა,
პერგეს ნანგრევებში - 100 ლირა.
კომბინირებული ტურების ფასები 1 ივლისიდან კი ასეთი იქნება:
- დენიზლის იერაპოლისის ნანგრევები + ლაოდიკეის ნანგრევები + დენიზლის არქეოლოგიური მუზეუმი - 250 ლირა;
- იზმირის ეფესოს მუზეუმი + ეფესოს ნანგრევები, გორაზე სახლები + წმინდა იოანეს მემორიალი - 350 ლირა;
- ტროას ნანგრევები ჩანაქალეში + ტროას მუზეუმი – 150 ლირა;
- ეფესოს ნანგრევები + სახლები გორაზე - 250 ლირა;
- სანლიურფა, გობეკლიტეპეს ნანგრევები + ანიმაციური ცენტრი - 100 ლირა;
- ჰათაის მუზეუმი + სენ-პიერის მემორიალური მუზეუმი + ნეჯმი ასფუროღლუს არქეოლოგიური მუზეუმი - 150 ლირა;
მუზეუმის ბარათების ღირებულება 1 ივლისიდან:
Museumpass - 1000 ლირა.
Museumpass Istanbul - 700 ლირა.
Museumpass Ege (ეგეოსის რეგიონი) - 650 ლირა.
Museumpass Mediterranean - 650 ლირა.
Museumpass Cappadocia - 400 ლირა.
Patara - Olympos Passcard - 270 ლირა.