რა ეკონომიკურ კითხვებს გვისვამს ევროპა? - გაწევრიანებისთვის შესავსები კითხვარის დეტალები

რა ეკონომიკურ კითხვებს გვისვამს ევროპა? - გაწევრიანებისთვის შესავსები კითხვარის დეტალები

access_time2022-04-16 11:00:25

საქართველოს მთავრობამ ევროკომისიის კითხვარი გაასაჯაროვა, რომელიც 369 კითხვისგან შედგება. კითხვების ნაწილი პოლიტიკურ და ნაწილი ეკონომიკურ  საკითხებს ეხება.

ეკონომიკური ნაწილის კითხვები ასეთია:

კორუფციასთან ბრძოლა

ევროკავშირი ინტერესდება, აქვს თუ არა საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა, ასევე რა სპეციალიზებული ანტიკორუფციული ორგანოები არსებობს. 

ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს კორუფციის პრევენციისა და მასთან ბრძოლისკენ მიმართული ნაბიჯები, მაგალითად, მიღებული კანონმდებლობა, საერთაშორისო კონვენციებთან შესაბამისობა, სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები, კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯები.

საქართველომ უნდა უპასუხოს კითხვას, არსებობს თუ არა მონიტორინგის/შეფასების მექანიზმი, რათა დადგინდეს, გამოიღო თუ არა სტრატეგია/სამოქმედო გეგმამ ხელშესახები შედეგები. ასევე, არის თუ არა დანიშნული მონიტორინგის ორგანო, რომელიც იკრიბება რეგულარულად და ეფექტურ კონტროლს ახორციელებს. 

ბიზნეს გარემო

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღწეროს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ინიციატივები და მიღწეული შედეგები, მიაწოდოს ევროკავშირის ინფორმაცია ბიზნესის ძირითადი ბარიერების შესახებ. ასევე, როგორია არაფორმალური ეკონომიკის სავარაუდო წილი და როგორ აისახება ეს საჯარო ფინანსებზე, დასაქმებასა და კონკურენციაზე. 

“ქართულმა ოცნებამ” უნდა უპასუხოს კითხვას, რამდენად და როგორ მოქმედებს კორუფცია ბიზნეს გარემოზე.

პრივატიზაცია და სახელმწიფო საწარმოები

ევროკავშირი ინტერესდება, რამდენი სახელმწიფო და საჯარო საწარმოა რესტრუქტურიზებული და რამდენი საწარმოს რესტრუქტურიზაცია ან პრივატიზაცია იგეგმება. ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, სახელმწიფო საწარმოების წლიური მთლიანი მოგება/ზარალის შესახებ 2016 წლიდან დღემდე.

ფინანსური სტაბილურობა


დოკუმენტის თანახმად, საქართველომ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, თუ რა ინსტრუმენტები არსებობს, რათა თავიდან იქნას აცილებული კრედიტების გადაჭარბებული ზრდა. რა სამართლებრივი ღონისძიებები არსებობს კერძო სექტორის დაკრედიტებასთან დაკავშირებით და არის თუ არა ცვლილებები გათვალისწინებული გადახდების სისტემაში.

საბანკო სისტემა

ევროკავშირი ითხოვს ინფორმაციას საბანკო სექტორის აქტივების მოცულობის, დეპოზიტების, დამატებული ღირებულების წილისა და დასაქმების შესახებ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ასევე ინფორმაცია სესხებისა და დეპოზიტების პირობების შესახებ.

კაპიტალის ბაზარი

საქართველომ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია კაპიტალის ბაზრის სტრუქტურის შესახებ. ევროკავშირი ინტერესდება, რამდენად განვითარებულია კაპიტალის ბაზარი, წარმოადგენს თუ არა ის პრაქტიკაში საწარმოების დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს და რამდენად გაიზარდა ბაზარი ბოლო წლებში.

ევროკავშირი ითხოვს ინფორმაციას ობლიგაციების ბაზრის შესახებ - ვინ არიან ბაზრის ძირითადი მონაწილეები და რომელი ძირითადი ფინანსური ინსტრუმენტები გამოიყენება, არსებობს თუ არა მეორადი ბაზარი.

დასაქმება და შრომის ბაზარი

კითხვარი მოიცავს ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლებს, დასაქმების მაჩვენებლებს. ევროკავშირი ინტერესდება, როგორ განვითარდა უმუშევრობა 2006 წლის შემდეგ სექტორების მიხედვით, რა არის უმუშევრობის ძირითადი მიზეზები და რა არის გრძელვადიანი უმუშევრობის პროცენტული წილი მთლიან უმუშევრობაში.

საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რა იყო სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი სექტორები 2006 წლის შემდეგ.

ევროკავშირში გაწევრიანების სპეციალური კითხვარის პირველი ნაწილი საქართველოს 11 აპრილს, ლუქსემბურგში გადმოეცა. კითხვარის საფუძველზე ევროკომისია მოამზადებს შეფასების ანგარიშს (Opinion), ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ამასთან, საქართველო უახლოეს პერიოდში მიიღებს კითხვარის მეორე ნაწილს, რომელიც დაეთმობა დარგობრივ თემებს და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას.


შეგახსენებთ,  საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოაწერა, რამაც ქართველ მწარმოებლებს ევროპაში პროდუქციის დაუბეგრავად გატანის საშუალება მისცა. 2017 წლის 28 მარტიდან გარკვეული პირობებით უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა. საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის წევრ 22 ქვეყანაში, ევროკავშირის წევრ და შენგენის ზონის კანდიდატ 4 ქვეყანაში და 4 არაწევრ სახელმწიფოში 180 დღიან პერიოდში 90 დღით დარჩენის უფლება მიეცა.


უვიზო მიმოსვლის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეები, წევრი ქვეყნის პრივილეგიებით მაინც ვერ სარგებლობენ, კერძოდ უვიზო მიმოსვლა მხოლოდ მოკლევადიანია და მუშაობის უფლებას არ ითვალისწინებს. გარდა ამისა შენგენის ზონაში შესვლის მსურველს საზღვარზე უკან დასაბრუნებელ ბილეთს და ცხოვრების მატერიალური უზრუნველყოფის დამადასტურებელ დოკუმენტს დღიურად 50-90 ევროს სთხოვენ.


მმართველ პარტიას გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენა 2024 წელს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრამ პროცესები დააჩქარა. პირველი შეთავაზება უკრაინას გაუკეთდა, საქართველოს მთავრობამ თავიდან დაჩქარებული განაცხადის წარდგენაზე უარი თქვა, მაგრამ გადაწყვეტილება მალევე შეცვალა და განაცხადი 3 მარტს წარადგინა. 369 კითხვისგან შემდგარი კითხვარი ქართულ მხარეს ლუქსემბურგში 11 აპრილს გადმოეცა.


განაცხადის შეტანა, უახლოეს 2 ან 5 წელიწადში ევროკავშირის აუცილებელ წევრობას არ ნიშნავს. ალბანეთი 2009 წლიდან კანდიდატის სტატუსს ატარებს, ჩრდილოეთ მაკედონია 2004 წლიდან, თურქეთი კი 1987 წლიდან.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up