რა ეკონომიკური შედეგებით დასრულდა 2021 წელი -

რა ეკონომიკური შედეგებით დასრულდა 2021 წელი - "ოცნების" ეკონომიკის ანალიზი

access_time2022-01-08 14:00:00

დასრულდა 2022 წლის პირველი კვირა. კერძო და სახელომწიფო სექტორი საშობაო არდადეგებს 10 იანვარს დაასრულებს და სამუშაო პროცესს გააგრძელებს. გაგრძელდება სახელმწიფო დოვლათის, მთლიანი შიდა პროდუქტის, მშპ-ის, შექმნა, რომელსაც თითოეული მოქალაქე და ბიზნესი ქმნის. "კომერსანტი"  „საერთაშოროსო კვლევებისა  პროგნოზირების ცენტრის" ვიცე პრქზიდენტ, ეკონომიკის დოქტორ, ნიკა შენგელიასთან ერთად შეეცადა შეეფასებინა, რა შედეგებით დასრულდა 2021 წლის  საქართველოს ეკონომიკა და შევადაროთ განვლილი ცხრა წლის ეკონომიკური შედეგები 2012 წლის მონაცემებთან, ანუ გავაანალიზოთ საოცნებო ეკონომიკა, რომლის დუღილით ასე იწონებს თავს საქართველოს მთავრობა.  პრემიერ-მინიტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო თვეები აქტიურად ამტკიცებდა, რომ  „ეკონომიკა დუღს“, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მოსახლეობას არწმუნებდა, რომ „ეკონომიკა აღდგა და აღდგენასაც გასცდა“. მშპ-ის ზრდის პარალელურად, სხვა სტატისტიკური მონაცემები, სულ სხვა რეალობას ასახავს: 


             1. სახელმწიფო საგარეო ვალის ზრდა.

სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობამ 10.4 მლრდ აშშ დოლარი (32.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს 59.6%-ია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.7 მლრდ აშშ დოლარი, ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 965.7 მლნ აშშ დოლარი, სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები 542.1 მლნ აშშ დოლარი, სახელმწიფო საწარმოების სესხები კი 1.2 მლრდ აშშ დოლარია.

ეროვნული ბანკის თანახმად, საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 12.9 მლრდ აშშ დოლარი (40.4 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 73.8%-ია.აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.3 მლრდ აშშ დოლარია (19.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 36.1%-ს  შეადგენს.

"თუ ამ მონაცემებს შევადარებთ 2012 წლის მონაცემებთან როდესაც ქვეყნის სახელმწიფო ვალი 6,6 მილიარდი ლარი იყო, ვხედავთ რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში საგარეო ვალი გაგვეზარდა 393% ით," - ეუბნება "კომერსანტს" ნიკა შენგელია. 

     

              2. ინფლაცია.

ინფლაცია დაჩქარებულია ბოლო 10 წლიან მაქსიმუმამდე. ბოლო 5 თვეს ფიქსირდება ორნიშნა მაჩვენებელი. ძირითადად გაძვირებულია სურსათი,რაც მოწყვლად ფენებს მძიმე მდგომარეობაში აყენებს. ცნობილია,  რომ საქართველოში შინამეურნეობების სამომხმარებლო დანახარჯების 40% -ზე ცოტა მეტი სწორედ სურსათზე მოდის. 2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით ინფლაცია 12,5 % ზე დაფიქსირდა.

ფასები გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:

ზეთიდაცხიმი + 27.7% ,

ბოსტნეული და ბაღჩეული + 26.2%,

პურიდაპურპროდუქტები + 20.4% ,

რძე, ყველი და კვერცხი + 17.9%,

შაქარი და ტკბილეული + 17.4% ,

თევზეული + 16.1%,

ხილი + 15.5%,

უალკოჰოლო სასმელები + 13.6%,

ხორცპროდუქტები + 10.7% ,

ყავა, ჩაი და კაკაო + 6.9%

2021 წელს სურსათი და უალკოჰოლო სასმელი 17%-ით, ტრანსპორტი 20%-ით და კომუნალური ხარჯები 11.5%-ით გაიზარდა. 

"ამჟამად, ინფლაციის ზრდის მიხედვით ,საქართველო რეგიონში მე 2 ადგილზეა თურქეთის შემდეგ და მსოფლიოში მე 16 ადგილზე. 2012 წლის მონცემებით, წლიური ინფლაცია 2,5% ის ფარგლებში იყო. სახეზეა 47% იანი ზრდა. აქვე შეგახსენებთ რომ ბოლო ათი წლის განმავლობასი ინფლაცია  ყველაზე მაღალი 7% მხოლოდ 2019 წელს იყო," - განუცხადა "კომერსანტს" ნიკა შენგელიამ. 

 



             3.რეფინანსირების განაკვეთი 

 რეფინანსირების განიკვეთის სიდიდით თურქეთის შემდეგ რეგიონში მეორე ადგილზე ვიმყოფებით. 

"რეფინანსირების განაკვეთი 10,5 % ია , 2008 წლის შემდეგ ლარი ახლა ყველაზე მეტად ძვირი ღირს," - უხსნის "კომერსანტს" ექსპერტი.

 


         4. საარსებო მინიმუმი და უმუშევრობა.

2021 წელს შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 195 ლარიდან 224 ლარამდე გაიზარდა. 2021 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 2.5 პროცენტული პუნქტით, 19.5%-მდე გაიზარდა. ნიკა შენგელიას შეფასებით, საარსებო მინიმუმი ის სოციალური ორიენტირია რომელსაც მტავრობა ხელფასების,შემწეობების,სტიპენდიებისა და სხვა სოციალური დახმარებების განსზღვრისათვის გამოიყენებს და მისი ზრდა იმის მაუწყებელია რომ ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება და არსებობის მინიმალური დონის შენარცუნებისათვის მეტი თანხაა საჭირო ვიდრე წარსულში.

"ინფლაციის დონის ზრდამ ქვეყანაში ცხოვრების ღირებულება გაზარდა. 2021 წელს შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 195 ლარიდან 224 ლარამდე გაიზარდა. 2021 წელს რეკორდულად გაიზარდა საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობა. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ნოემბერში შემწეობა 637 747 მოქალაქემ და 172 886 ოჯახმა მიიღო, რაც ქვეყნის მოსახლეობის 17.1%-ია. სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით კი მოსახლეობის 21.3% იმყოფება. რაც შეეხება, უმუშევრობას,  2021 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 2.5 პროცენტული პუნქტით, 19.5%-მდე გაიზარდა. დღეის მდგომარეობით, რეგიონში უმუშევართა რაოდენობით ვიმყოფებით პირველ ადგილზე,ხოლო მსოფლიოში მე 10 -ე ადგილი გვიკავია," - განუცხადა "კომერსანტს" ექსპერტმა. 


   

              5.პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

საქართელოში  2021 წლის ბოლო   9 თვეში 728,4 მილიონი დოლარის ინვესტიცია  შემოვიდა, აღნისნული პანდემიანდელ 2019 წლის მაჩვენებელ ანალოგოურ პერიოდში 24% ით ჩამოუვარდება. 

"აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ინვესტიციების უდიდესი წილი რეისნვესირებაზე მოდის და ახალი ინვესტიციები ქვეყანაში ნაკლები შემოდის. ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ინვესტიცია, 1980,8 მილიონი აშშ  დოლარის ოდენობით,  2017  წელს შემოვიდა და მას შემდეგ გვაქვს  კლება. ასევე  შეგახსენებთ რომ 2013  წელს ქვაყანაში 1039,2 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია იყო შემოსული. ინვესტიციების  შემოდინების საგანგაშო კლებაა სახეზე. აქვე მინდა ავღნიშნო,  რომ ემიგრანტების მხრიდან 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით ქვეყანაში ჩამორიცხულია 2,1 მილიონი აშშ დოლარი,სავარაუდო ეს მაჩვენებელი წლის ბოლოსათვის შვიდ მილიარდ ლარს  მიუახლოვედება . ეს ის თანხაა,  რომელიც ჩვენ ეკონომიკას 14% მდე აგენერირებს და მოთხოვნის ზრდას უწყობს ხელს. თუ  გადავხედავთ,   სტატისტიკურად ემიგრანტება გაცილებით მეტი თანხა შემოიტანეს  ქვეყანაში  ბოლო 9 წლის განმავლობაში, ვიდრე  ეკონომიკური გუნდის პოლიტიკამ ინვესტიცია მოიზიდა," - უხსნის ექსპერტი "კომერსანტს" სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით. 

 


              6.საგარეო ვაჭრობა

2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 25.1%-ით მეტია.  ათ თვეში ექსპორტი 26.7%-ით გაიზარდა და 3.8 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 24.5%-ით, 8.9 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა იანვარ-ნოემბერში $5.2 მილიარდი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრობრუნვის 40.4%-ია. 


ექსპერტ ნიკა შენგელიას  შეფასებით, ზემოთაღნიშნული ზრდა ეკონომიკის გააქტიურებასა და საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვის აღდგენაზე მიუთითებს. 

 


             7. საწვავის ფასები.

2019 წელს ერთი ლიტრი რეგულარის საშუალო ღირებულება 2.22 – 2.57 ლარის ფარგლებში მერყეობდა, თუმცა პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და საწვავზე მკვეთრად შემცირებული მოთხოვნის გამო, 2020 წლის ივნისში მისი ღირებულება 1.80 ლარამდე დაეცა, ხოლო 2021 წელს რეკორდულად გაძვირდა თითქმის 40%-ით. გაძვირებული საწვავისა და ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციის გამო, 2021 წელს პირადი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ხარჯები თითქმის 29%-ით გაიზარდა. ექსპერტი ნიკა შენგელია 2022 წელის  თებერვლის ბოლომდე  საწვავის გაიაფებას არ ელის.


"2020 წლის ივლისიდან საქართველოში საწვავის გაძვირების პროცესი დაიწყო, რომელმაც 2021 წლის ბოლოს რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია. ამჟამად ბენზინგასამართ სადგურებში რეგულარის ღირებულება 3.15 ლარს აღწევს, რაც იანვრის მაჩვენებელზე თითქმის 40%-ით მეტია.  2022 წელის  თებერვლის ბოლომდე  საწვავიზე ფასების ვარდნას არ ვპროგნოზირებთ. მოგეხსენებათ  ნედლი ნავთობის ფასი კორელაციაშია სამრეწველო და სამომხმარებლო ინფლაციასთან, ბოლო 10 წლის განმავლობაში კორელაციის კოეფიციენტი 0,81 -ია. აღნიშნული კი იმის მაუწყებელია, რომ ნავთობზე ფასების  ზრდა გადაეცემა სამრეწველო და სამომხმარებლო  ინფლაციის ინდექსებს," - უხსნის "კომერსანტს" ექსპერტი.

 


             8) ეროვნული ვალუტის, ლარის, კურსი

 

ბოლო 10 წლის განმავლობაში,ლარის კურსი გაუფასურების რეჟიმშია. 2020 წლის მარტში ლარმა გაუფასურების მაქსიმუმს მიაღწია და დოლართან მიმართებაში 3,497 დონიან ნიშნული დატესტა. 2021 წელს ეროვნულმა ბანკმა  ინტერვენცია 9-ჯერ განახორციელა და ბაზარს 332,9 მილიონი აშშ დოლარი მიაწოდა, რამაც ბოლო თვეებში მეტნაკლებად შეძლო ლარის კურსის მერყეობის შენელება, თუმცა ნიკა შენგელია 2022 წლის იანვრის ბოლოდან ლარის მკვეთრ გაუფასურებას პროგნოზირებს. შენგელიას დათვლით, თუ წლის ბოლოს არსებულ  ლარის კურსს შევადარებთ 2012 წლის ანალოგიურ პერიოდს ( 1$= 1,66 ლარი)  სახეზეა ლარის კურსის  80% იანი გაუფასურება.

"ლარის გაუფასურების ტრენდს , როგორც ადრე ვარაუდობდით 2022 წლის იანვრის ბოლომდე არ ველოდებით. ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი რეზერვები იმისა, რომ ლარის მკვეთრი გაუფასურება არ დაუშვას. რაც სეეხება გაუფასურების მიზეზს,  გაუფასურების ერთ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ვალუტის გაუფასურება. თუ ლარის კურსის ჭრილში 2021 წელს მიმოვიხილავთ, ფაქტია, რომ  2021 წლის ივნისიდან ეროვნული ვალუტის ეტაპობრივი გამყარების პროცესი დაიწყო, დეკემბერში კი მან 2021 წლის შედარებით მყარ ნიშნულს მიაღწია,  აღნიშნული ეკონიმიკის შედარებით გააქტიურობისა და ემიგრანტების მხრიდან გაორმაგებული ტრანზაქციების შედეგი გახლავთ. თუ წლის ბოლოს არსებულ  ლარის კურსს შევადარებთ 2012 წლის ანალოგიურ პერიოდს ( 1$= 1,66 ლარი)  სახეზე გვაქვს ლარის კურსის  80% იანი გაუფასურება,"- განუმარტა "კომერსანტს" ექსპერტმა. 


               9. მშპ ეკონომიკური ზრდა

 

2020 წელს პანდემიის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა 6,8% ით შემცირდა. მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობამ 49,2 მილიარდი ლარი დოლარებში კი 15,8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 13234 ლარი  (4255 დოლარი) დაფიქსირდა. საქსტატის მონაცემებით,2021 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 43 მილიარდი ლარი შეადგინა, რომელიც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7,7 მილიარდი ლარით მეტი იყო. წინსწარი შეფასებით ათი თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 10,5% ია.

ნიკა შენგელიას განმარტებით, 2021 წლის ეკონომიკური ზრდის ორნიშა ეფექტის მთავარი მიზეზი გასულ წელს დაფიქსირებული 6,8% იანი შემცირებაა. ექსპერტის გფანმარტებით, აღნიშნული ორნიშნა  ზრდა რომ მომხდარიყო პანდემიური პირობების გათვალისწინების გარეშე,  მხოლოდ მაშინ ვიტყოდით, რომ ეს გასაოცარი შედეგი იყო. რაც შეეხება, პროგნოზს, ნიკა შენგელია ვარაუდობს, რომ 2022 წელს   ორნიშნა ეკონომიკური ზრდა  ვერ მოხერხდება. 

"მკვეთრი ვარდნის შემდეგ ეკონომიკის ნორმალურ დონემდე აღდგენა, გვეჩვენება ორნიშნა ზრდად. საბაზისო ეფექტის ფაქტორის გათვალისწინებით 2021 წლის შედეგი ეს არ გახლავს ეკონომიკის პირდაპირი გაგებით ზრდა, ეს უფრო შეზღუდული ეკონომიკის აღდგენაა და გასული წლის ნეგატიური შედეგების გამოსწორება  და განეიტრალებაა. 2022 წელს, ჩვენი ვარაუდითა და მაღალი ალბათობით,  ორნიშნა ეკონომიკური ზრდა სამწუხაროდ ვერ მოხდება," - განუცხადა "კომერსანტს" ნიკა შენგელიამ. 


              10. მოსახელობის ბედნიერების ინდექსი

მოსახლეობის ბედნიერების ინდექსი პირდაპირ კავშირიშია ქვეყნის ეკონოკიკურ მდგომარეობასთან. ამ ინდექსის გათვლაში გაითვალისწინება ისეთი ფაქტორები და კრიტერიუმები ,როგორებიცაა: ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, უმუშევრობა, განათლების დონე, ჯანდაცვა და ჯანსაღი ცხოვრება, ერთ სულ მოსახლეზე მშს რაოდენობა, სოცოალური პროგრამები, თავისუფალი არჩევაბის უფლება, კორუფციის მდგომარეობა.

როგორც  „საერთაშოროსო კვლევებისა  პროგნოზირების ცენტრის ვიცე პრქზიდენტი, ეკონომიკის დოქტორი, ნიკა შენგელია ამბობს,  ამ ინდექსის მიხედვით საქართველო ჩამორჩება რეგიონში მეზობელ ქვეყნებს, მაგალითად  ჩამორჩება თურქეთს რომელიც 104 ადილზეა, აზერბაიჯანს 90 პოზიციაზეა სომხეთს 86 პოზიციაზეა, რუსეთს რომელიც 76 პოზიციაზეა.

"სამწუხაროდ საქართველოს  ნაკლებად ბედნიერი მოსახლეობა ჰყავს  და მსოფლიოს  150 ქვეყანას შორის  გაეროს მსოფლიო ბედნიერების 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, 108-ე ადგილზე ვართ", - ამბობს ექსპერტი "კომერსანტთან" საუბრისას. 

 

ავტორი: ბელა გელაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up