რა ელის „თელასს“ რუსული „ინტერ რაოს“ სანქცირების შემთხვევაში - ნარმანიას განმარტება

რა ელის „თელასს“ რუსული „ინტერ რაოს“ სანქცირების შემთხვევაში - ნარმანიას განმარტება

access_time2022-06-21 19:30:40

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, „ინტერ რაოს“ სანქცირების შემთხვევაში, „თელასში“, სადაც რუსული კომპანია 75%-იან წილს ფლობს, სპეციალური მმართველი დაინიშნება.


როგორც ნარმანიამ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად, სემეკს გეგმა უკვე მზად აქვს.


„კომისიაში მომზადდა გადაწყვეტილების პროექტი, ვინაიდან ეს არის სენსიტიური საკითხი, კომუნალური სერვისების მიწოდებაა, იქ შეფერხება არ უნდა მოხდეს.


თუ „ინტერ რაო“ სანქციებში მოხვდება, ეს შეეხება „თელასს“ - კომპანიას, რომელშიც ის ძირითად წილს ფლობს. მარეგულირებელი კომისია მყისიერად მიიღებს გადაწყვეტილებას, დანიშნავს სპეციალურ მმართველს „თელასში“, ისე რომ საერთაშორისო ტრანზაქციები არ განხორციელდეს, შიდა საბანკო სისტემის მეშვეობით მოხდება გადარიცხვები, აისახება კომუნალური გადახდები და შესაბამისად, უწყვეტ რეჟიმში მოხდება მოქალაქეების ელექტროენერგიის მომარაგება“,- აღნიშნა ნარმანიამ.



„ბიზნეს ფორმულას“ კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, საქართველო გახდეს კომპანიის წილის მფლობელი, როგორც ეს „ბორჯომის“ შემთხვევაში მოხდა, ნარმანია განმარტავს, რომ რუსული მხარისგან „თელასის“ წილების გადმოცემა აუცილებელი არაა, რადგან „ბორჯომისგან“ განსხვავებით, „თელასი“ რეგულირებადი კომპანიაა.


ცნობისთვის, რუსული კომპანია „ინტერ რაო“ შუალედური კომპანიების საშუალებით ფლობს „თელასის“ აქციების 75%-ს, „თელმიკოს“ აქციების 75%-ს და ასევე „ხრამჰესი I-ს“ და „ხრამჰესი II-ს“. 2020 წელს ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია "თელასის" მეწილე გახდა. კერძოდ, მის მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ, "ბესტ ენერჯი გრუფმა" 32 380 383 ლარად შეიძინა “თელასის” 24.5%-იანი წილი.


აღსანიშნავია, რომ აშშ-ს მიერ უკვე სანქცირებულია "ინტერ რაოს" ხელმძღვანელი ბორის კოვალჩუკი. ამასთან, ევროკავშირის მიერაა სანქცირებული იგორ სეჩინი, Rosneft-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც "ინტერ რაოს" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელია.


უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები საქართველოში მოქმედ სხვა კომპანიებზე უკვე აისახა. მაგალითად, რუსეთის სახელმწიფო ბანკ „ვითიბის“ სანქცირება „ვითიბი ბანკ საქართველოზეც“ გავრცელდა. შედეგად, სანქცირებულმა ბანკმა საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი „ბაზისბანკს“, მცირე და საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სესხების პორტფელი „ლიბერთი ბანკს“ გადააბარა. "ვითიბი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ანდრეი კოსტინმა განაცხადა, რომ ბანკი მხოლოდ საქართველოს ტოვებს, სხვა ბაზრებზე კი რჩება.


ამასთან, "ბორჯომის" წარმოების შეჩერების შემდეგ, სანქცირებული მიხაილ ფრიდმანის კომპანიის შვილობილ RISSA INVESTMENT LIMITED-თან საქართველოს მთავრობამ ორი დოკუმენტისგან შემდგარი შეთანხმება გააფორმა. გარიგების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო IDS BORJOMI International-ის აქციების 7.73%-ის მფლობელი გახდა.


წყარო:businessformula.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up