რა ენერგოდირექტივების შესრულება მოუწევს საქართველოს 2022 წლიდან

რა ენერგოდირექტივების შესრულება მოუწევს საქართველოს 2022 წლიდან

access_time2021-12-02 13:40:00

საქართველოს ენერგოსექტორი რეფორმების ახალ ეტაპზე გადადის, - ქვეყანას, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრს, 2022 წლიდან ახალი დირექტივების განხორციელება მოუწევს.


ენერგეტიკულმა გაერთიანებამ ევროკავშირის მეოთხე ენერგეტიკული პაკეტი „სუფთა ენერგია ყველა ევროპელისთვის“ უკვე მიიღო.


ანალიტიკური ცენტრი “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) დირექტივების ჩამონათვალს აქვეყნებს:


* დირექტივა 2018/2001 განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ - რომლის საშუალებითაც განახლებადი ენერგიის ახალი მხარდამჭერი მექანიზმები და ინიციატივები იქნება წარმოდგენილი. დირექტივა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და გაძლიერებას.


* დირექტივა 2018/2002 ენერგოეფექტიანობის შესახებ - მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს შენობების ენერგოეფექტიანობას და აწესებს ძველი შენობების ეტაპობრივი განახლების ვალდებულებას.



* მმართველობის რეგულაცია 2018/1999 – ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკის დაგეგმვის, ანგარიშგებისა და მონიტორინგის ერთიან წესს აწესებს. რეგულაციის ფარგლებში ევროკავშირის და ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნები ვალდებულები არიან წარმოადგინონ ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმები (NECP).


* ელექტროენერგიის დირექტივა 2019/944 და რისკისთვის მზადყოფნის რეგულაცია 2019/941 - შეიქმნება ენერგეტიკული ბაზრის ახალი, მოქნილი დიზაინი, რაც ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციას და შესაძლებლობას მისცემს მომხმარებლებს, იყვნენ ჩართულები ბაზრის ფუნქციონირებაში, თვითონ აწარმოონ, მოიხმარონ ან გაყიდონ ელექტროენერგია.


* გაზის მიწოდების უსაფრთხოების რეგულაცია 2017/1938 - რომლის ფარგლებშიც მოწესრიგდება და ევროკავშირის სტანდარტებთან იქნება მოყვანილი გაზის მიწოდების უსაფრთხოების საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო.


ენერგეტიკულმა გაერთიანებამ ასევე მიიღო დეკარბონიზაციის საგზაო რუკა, პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც დეკარბონიზაციასთან დაკავშირებული წესებისა და რეგულაციების ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანასა და განხორციელებას ემსახურება, ამის მიზანი ევროკავშირის „მწვანე შეთანხმებით“ განსაზღვრულ ღონისძიებებთან შესაბამისობაა. შეგახსენებთ, რომ ევროპის მწვანე შეთანხმება (EU Green Deal) ევროკავშირის ახალი ინიციატივაა, რომლის მიზანია 2050 წელს ევროპა გახდეს პირველი ნახშირბადნეიტრალური კონტინენტი. შუალედურ სამიზნე მაჩვენებლად დასახულია სათბური გაზების ემისიის შემცირება 50%-ით 1990 წელთან შედარებით 2030 წლისთვის.


„ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზასთან და სტანდარტებთან დაახლოება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც ისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სექტორში ევროპული კანონმდებლობის გადმოტანა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების, ენერგეტიკული სიღარიბის შემცირების და მომხმარებელთა უფლებების დაცვის გზა და საშუალებაა.


საქართველომ უკვე დაიწყო მუშაობა ენერგეტიკის და კლიმატის ეროვნულ ინტეგრირებულ სამოქმედო გეგმაზე (NECP), რაც ახალი ენერგეტიკული პაკეტის და მწვანე შეთანხმების განხორციელების მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განმარტავენ WEG-ში.


business-partner.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up