რა ეტაპზეა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი და რომელ რეგიონში განხორციელდება

რა ეტაპზეა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი და რომელ რეგიონში განხორციელდება

access_time2022-11-15 17:05:42

საყოველთაო ინტერნეტიზაცია მიმდინარე ეტაპზეა. საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, გურია-იმერეთისა და აჭარის მიმართულებებით ხორციელდება, აღნიშნულის შესახებ „კომერსანტს“ საყოველთაო ინტერნეტიზაციის განმახორციელებელი კომპანია ა(ა)იპ „ოუფენ ნეტიდან“ აცნობეს.


როგორც კომპანიაში განმარტავენ, 2025 წლისთვის, პროექტ Log in Georgia -ს ფარგლებში, რომელიც მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, ქვეყნის მასშტაბით, ოპტიკური ქსელით დაიფარება 1000-მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები, რომლითაც სარგებელს მიიღებს 500 000 ადამიანი.

 

სახელმწიფო პროგრამის განხორციელებით იქმნება შესაძლებლობა, რომ  თითოეულმა ოჯახმა მიიღოს  100 მბ/წმ, ხოლო  დაწესებულებებმა -  1გბ/წმ სიჩქარის ინტერნეტი. 

 

პროექტ Log in Georgia-ს ფინანსური მხარდამჭერები არიან IBRD-ი  (მსოფლიო ბანკი)-  35.7 მლნ ევრო და EIB (ევროპის საინვესტიციო ბანკი) -  34 მილნ ევრო.

 

სად ხორციელდება პროგრამა და რა კრიტერიუმებით შეირჩევა სამიზნე არეალები?

 

პროგრამის სამიზნე გეოგრაფიული არეალები განისაზღვრება კომუნიკაციების კომისიის მიერ მოწოდებული ე.წ. თეთრი ზონების  და საქართველოს მთავრობის #375 დადგენილებით განსაზღვრული შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად: ა) მოსახლეობის რაოდენობა (200 და მეტი); ბ) აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში კომერციულ ოპერატორებს არ აქვთ უწყვეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა და გ) არ გეგმავენ ასეთის მშენებლობას მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული და დასრულებული  პროექტები:

პირველი და მეორე საპილოტე პროექტების ფარგლებში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა მოეწყო ოზურგეთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების 62 დასახლებულ პუნქტში, რაც მოიცავს 200 კმ-მდე ოპტიკურ ინფრასტრუქტურას და 40 000-მდე მოსახლისთვის ხარისხიან ინტერნეტთან წვდომისთვის უკვე შექმნილ   შესაძლებლობას.


აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში „ოუფენ ნეტის“ ქსელის გამოყენებით, კერძო სექტორის მიერ, აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ქსელში ჩართვა.


მიმდინარე   მშენებლობები

ოპტიკური მაგისტრალის მშენებლობა აქტიურია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, გურია-იმერეთისა და აჭარის  მიმართულებებით.

აღნიშნული ასაშენებელი ინფრასტრუქტურის პარამეტრებია:

ტყიბული-ამბროლაური-ონი (ასაშენებელი ინფრასტრუქტურა- 150 კმ, დასახლებული პუნქტი -20, მოსახლეობა-11,000);

წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი (ასაშენებელი ინფრასტრუქტურა-145 კმ, დასახლებული პუნქტი-21, მოსახლეობა - 10,000);

ჩოხატაური-სამტრედია  ( ასაშენებელი ინფრასტრუქტურა -  140 კმ, დასახლებული პუნქტი - 20, მოსახლეობა - 9,900);

ქობულეთი - ხელვაჩაური (ასაშენებელი ინფრასტრუქტურა - 135კმ , დასახლებული პუნქტი - 37 მოსახლეობა - 38,300)



მიმდინარე  ტენდერები


მიმდინარე ეტაპზე, პროექტ ''Log-In Georgia''-ს ფარგლებში, ოპტიკური ქსელის მშენებლობის მიზნით, მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურებით გამოცხადებულია მორიგი ტენდერები: ჯვარი-მესტიისა და ზუგდიდი ხობის მიმართულებებზე:

http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=478105&lang=ge

http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=483544&lang=ge


ოპტიკური ქსელის მშენებლობის შემდგომი ეტაპი იქნება სამეგრელოსა და იმერეთის ნაწილი. ოუფენ ნეტში განმარტავენ, რომ სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს კერძო სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს, განავითარონ საკუთარი ბიზნესი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების შემდეგ, „ოუფენ ნეტი“ არ აწვდის მოსახლეობას ინტერნეტ-მომსახურებას, არამედ, ნებისმიერ  ავტორიზებულ ტელეკომ-ოპერატორს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს მაგისტრალზე ღია დაშვების მომსახურებით და მივიდეს საბოლოო მომხმარებლამდე.

 

პროექტი „ოუფენ ნეტის“ მიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობითა და კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით ხორციელდება.

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up