ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით მყარდება. დღეს 15:00 საათისთვის Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 3.0680 ლარად ივაჭრება. სებ-ის მიერ გუშინ დადგენილი კურსით კი ერთი ამერიკული დოლარი 3.0763 ლარი ღირს.
ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ლარის ასეთი „ქცევა“ წლის დასაწყისისთვის ნორმალურია და ეროვნული ვალუტა მცირედით მხოლოდ თებერვლისთვის გაუფასურდება.
,,როგორც წესი, იანვარში დოლარზე მოთხოვნა ნაკლებია. დღესასწაულები გადავლილია და პროდუქტების, სურსათისა და სხვა იმპორტირებული პროდუქციის მარაგი დეკემბერშია ხოლმე გაკეთებული. ეს იმპორტის შემცირებას და დოლარზე მოთხოვნის შემცირებას განაპირობებს. ყოველთვის ასეა წლის დასაწყისში.
ვპროგნოზირებთ, რომ თებერვლის 10 რიცხვიდან ლარი დაიწყებს მცირედ გაუფასურებას, მაგრამ ეს ვერ იქნება მნიშვნელოვანი. პირველ კვარტალში მაქსიმუმ 3.15 ნიშნულს მიაღწიოს. რაც შეეხება თებერვლის შუა რიცხვებამდე, არც მკვეთრი გამყარებაა მოსალოდნელი, ლარი იმოძრავებს 3.04-3.10 დიაპაზონში“, - განაცხადა ნიკა შენგელიამ ,,ბიზნეპრესნიუსთან“ საუბრისას.
BPN.GE