სავაჭრო პალატამ 2021 ლის ანგარიში და სამ9მავლო გეგმები არადგინა

სავაჭრო პალატამ 2021 ლის ანგარიში და სამ9მავლო გეგმები არადგინა

access_time2021-12-25 18:30:04

საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ პალატის საბჭოში შემავალ 40-მდე სექტორულ და არასექტორულ ბიზნესასოციაციებს, მათ შორის, მეწარმეებს სავაჭრო პალატის მიმდინარე წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და 2022 წლის გეგმები გააცნო.

სავაჭრო პალატის ცნობით, შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად მიიღეს ინფორმაცია იმ პროექტებზე, რომელიც პანდემიის დროს მეწარმეების მხარდასაჭერად განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს. მათ შორის არის ელექტრონული კომერციის და სხვადასხვა აქტუალურ თემებზე ჩატარებული ტრენინგების, ბიზნესისთვის ასი უფასო ვებ-გვერდის, ელექტრონული კომერიციის სახელმძღვანელოს, პროფესიული სწავლების პროგრამის ხელშეწყობის, ქალი მეწარმეების მხარდამჭერი პროგრამის, ბიზნესთან ღია დიალოგის ფორმატის, საზღვარგარეთ და საქართველოში გამართული ბიზნეს ფორუმების შესახებ.

პალატის პრეზიდენტის განცხადებით, მომავალ წელს პალატა მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდასაჭერად არაერთი ახალი პროექტისგანხორციელებას გეგმავს.

,,მომავალი წელს ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი, პროფესიული განათლების, საერთაშორისო პროექტების, რეგიონული მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობის მიმართლულებით, სადაც ბიზნესის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ახლახანს მოვაწერეთ ხელი შტუტგარტის სავაჭრო პალატის ექსპორტის აკადემიასთან სამწლიან თანამშრომლობას, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს პალატის საქმიანობას. ვფიქრობთ, ასევე სავაჭრო პალატის ძირეულ რეფორმას, გვაქვს ამბიციური გეგმები პროექტებთან დაკავშირებით და მოვუწოდებ ყველა ბიზნეს პალატასთან თანამშრომლობას'', - განაცხადა გიორგი პერტაიამ.


სავაჭრო პალატის ცნობით, შეხვედრა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის ფორმატით დასრულდა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up