როგორი იყო 2021 წელი კომპანია Scoot scoot-iსთვის და რა გეგმები აქვს 2022 წელს, ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი პოპორაძემ რადიო “კომერსანტის“ საახალწლო ეთერში ისაუბრა.
გიორგი პოპორაძის თქმით 2021 წელი სკუტერების ბიზნესისთვის საკმაოდ გრძელი და ქარტეხილებით სავსე იყო. გარდა ამისა სფერო წლის დასაწყისიდანვე ახალი რეგულაციების მოლოდინში იყო, თუმცა რეგულაციების ამოქმედებამ გადაიწია. მისივე თქმით მომავალ წელს სკუტერის მძღოლები უნდა მოემზადონ და თადარიგი დაიჭირონ რათა სკუტერებისთვის მართვის მოწმობის აღება დროულად შეძლონ.
Პოპორაძემ საქართველოში სკუტერების ბაზარი შეაფასა და აღნიშნა, რომ რეგიონში საქართველო სკუტერების რაოდენობით წამყვანია.
„რომ განვიხილოთ საქართველო , სომხეთი და აზერბაიჯანი, ამ სამ ქვეყანაში მოტორიზებული ტრანსპორტის იმპორტირებული რაოდენობით საქართველო წამყვანია, აქ იგულისხმება როგორც მოტო, ასევე სკუტერი და ეს არ არის მხოლოდ ვოლტის და გლოვოს დამსახურება, მართალია საკურიერო სერვისის გააქტიურებამ ქვეყანაში მოპედების და სკუტერების გამოჩენას ხელი შეუწყო და უფრო მეტი სკუტერი გამოჩნდა, მაგრამ საქართველო ამ მხრივ მანამდეც პირველი იყო.
Ეს იმაზეც მიუთითებს, რომ ჩვენ უფრო სწრაფად ვითვისებთ ამ ტრანსპორტს და მეტ ახალგაზრდას უნდა რომ გადმოჯდეს და თავისი პირადი ტრანსპორტი ჰქონდეს, გარდა ამისა ეს ძალიან ტრენდული ტრანსპორტია და ემოციებს უკავშირდება” - აღნიშნა გიორგი პოპორაძემ.
თაკო კვაჭანტირაძე