რა გამოწვევების წინაშე დგანან ქართველი ექსპორტიორები

რა გამოწვევების წინაშე დგანან ქართველი ექსპორტიორები

access_time2022-11-04 10:00:48

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ინფლაციური რისკები გაზრდილია, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვის, პრობლემებია გლობალურ ბაზარზეც, გამოწვევებს ქმნის ევროს გაუფასურებაც. თუ  როგორ უმკლავდებიან გამოწვევებს ექსპორტიორები ამ და სხვა თემებზე ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ გვანცა მელაძემ ისაუბრა. მისი თქმით, დღეისათვის სექტორის ყველაზე  დიდი გამოწვევა არაპროგნოზირებადობაა.


მელაძის განმარტებით, სწორედ ეს არაპროგნოზირებადობა აბნევს მეწარმეებს, რის გამოც მათ მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმება უჭირთ, რადგან არ იციან თუ როგორ დააზღვიონ რისკები. ეს ყველაფერი კი მომსახურებას და პროდუქციას აძვირებს, რის  გამოც  სექტორში შეფერხებებია.


რაც შეეხება ბაზრების დივერსიფიცირებას, გვანცა მელაძემ აღნიშნა, რომ ასოციაციის  წევრებს შორის დივერსიფიცირებაზე ის კომპანიები არიან ორიენტირებული, რომლებიც დსთ- ს ქვეყნებზე მუშაობდნენ, ხოლო დანარჩენები არსებული ბაზრის შენარჩუნებას ცდილობენ.


„იმდენად არაპროგნოზირებადი სიტუაციაა, რომ მწარმოებლებს ახალ  ბაზრებზე ინვესტიციის ჩადება უჭირთ, რადგან ისიც არ იციან თუ როგორი იქნება 2-3 წლის განმავლობაში ევროკავშირში მაკროეკონომიკური სიტუაცია. მეწარმეებისთვის ძალიან დიდი შოკი იყო, როდესაც ევროს კურსი დაეცა. გვქონდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე წევრმა ახალი კონტრაქტები შეაჩერა და გააუქმა, იმიტომ რომ მოგების მარჟა იმდენად შემცირებული იყო, რომ კონკრეტულ ქვეყანაში ექსპორტს ვეღარ ახერხებდა.


ვისაც გრძელვადიანი კონტრაქტები უკვე  გაფორმებული აქვს, სამწუხაროდ მათთვის  ცვლილება მარტივი  არ არის, შესაბამისად  იმ მეწარმეებსაც ვინც ჩვენი წევრი არ  არის ჩვენ ვურჩევთ, რომ რისკები გაითვალისწინონ, კონტრაქტში დააზღვიონ და გარკვეული კურსი ან ვალუტა დააფიქსირონ“, - აღნიშნა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში  გვანცა მელაძემ .


მელაძის თქმით, ახლა სასმელების ექსპორტისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია, რადგან ახალი წელი მოდის, ასევე თხილის სეზონიც აქტიურ ფაზაშია. თუმცა მისივე თქმით,  თხილის ფასს თურქეთი არეგულირებს, როდესაც თურქეთში თხილზე ნაკლები მოთხოვნაა, ეს საქართველოს ფასზეც მოქმედებს.



„სავარაუდოა, შეფერხებები გვექნება, თუმცა ექსპორტი საკმაოდ გაზრდილია და ალბათ საბოლოო ჯამში მაკრო დონეზე ეს  ყველაფერი დარეგულირდება. თუმცა კერძო კომპანიებში და კონკრეტულ  სექტორებში  გარკვეული ცვლილებები იქნება, შესაბამისად საჭიროა დაზღვევის მექანიზმების გააქტიურება, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ გარკვეულ პირობებზე  ევროკავშირი არ მოგვყვება.


დაზღვევა გულისხმობს კურსის დაფიქსირებას ან ინფლაციის შემთხვევაში ფასის ცვლილების უფლებას, შესაძლებელია მსგავსი პუნქტების გათვალისწინება კონტრაქტში, მაგრამ შესაძლოა მსხვილმა იმპორტიორებმა მსგავსი პირობების საშუალება მცირე  მეწარმეების არ მისცეს, რაც ქართველი ექსპორტიორებისთვის რთულია“ - აღნიშნა გვანცა  მელაძემ . 


რაც შეეხება ევროპის ქვეყნებში ხელშეკრულების დოლარში გაფორმებას, გვანცა მელაძე პასუხობს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში იმპორტიორები მოლაპარაკებას აჩერებენ და ალტერნატიულ წყაროს ეძებენ.


„კონკურენცია ისეთ პროდუქციაზე, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ საკმაოდ დიდია, ჩვენგან ბევრი რაოდენობით უნიკალური და განსაკუთრებული პროდუქცია არ გადის, შესაბამისად  სავაჭრო პირობების წამოყენება  ნაკლებად შეგვიძლია,

 

ძირითადად  ჩვენი ექსპორტიორები არიან ასეთ არაპროგნოზირებად მდგომარეობაში და თუ კომპანიამ კეთილი ნება გამოიჩინა და ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს უკვე ექსპორტიორთან და მისი დაკარგვა არ უნდა შესაძლოა დათმობაზე წამოვიდეს.  განვითარებულ ბაზრებზე ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორული გამოცდილება იმისთვის, რომ შეღავათიან პირობებზე  მოელაპარაკო“, - აღნიშნა გვანცა მელაძემ.

 

იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც  პროდუქტი უკრაინასა და რუსეთში გაჰქონდათ გვანცა მელაძე აღნიშნავს, რომ გამოსავალი  ბაზრების დივერსიფიცირებაა. თუმცა ეს რთული საქმეა და პირველად დიდ ინვესტიციას საჭიროებს და ამიტომ ეს კომპანიები უნდა შეეცადონ, რომ ისევ დსთ-ს ქვეყნებში გავიდნენ, ამოიღონ ეს ამონაგები და შემდეგ უფრო სტაბილურ  ბაზრებზე გააკეთონ დივერსიფიცირება.


„ჩვენ რუსეთს უფრო კომფორტულ ბაზარს ვეძახით, იმიტომ რომ მეწარმეებს არ აქვთ ენის ბარიერი, ნაკლები ლოგისტიკური პრობლემებია აქვთ და მალფუჭებადი პროდუქციის გატანა მარტივად შეუძლიათ. 


ვერც იმას ვიტყვით, რომ რუსი  მომხმარებელი ბევრად  უფრო  ნაკლებს იხდის, ასევე უფრო მეტად კომპანიები უფრო მეტად  ქარხნიდან გაყიდვაზე არიან ორიენტირებული და ლოგისტიკურ  პროცესებში  ჩართვა არ  უწევს, რაც დიდ  ბაზრებზე  არ  ხდება.  ამიტომ  ერთადერთი რასაც  ჩვენ  ექსპორტიორებს  ვურჩევთ არის ის, რომ იქიდან მიღებული შემოსავალი დააბანდონ და ინვესტიცია სტაბილურ ბაზარზე გააკეთონ, ყველას მორალურ პასუხისმგებლობას ვერ მოსთხოვ, მაგრამ  გვმართებს, რომ მომავალში  გადავეწყოთ. მაგალითად, როდესაც რუსეთზე ემბარგო იყო და ღვინის სექტორს  სხვა  გზა არ  ჰქონდა, სერტიფიცირება ზუსტად მაშინ დაინერგა და ძალიან ბევრმა კომპანიამ  გააკეთა, თუმცა ეს იყო იძულებითი. ამიტომ ჩვენ წევრ ყველა კომპანიას ვურჩევ, რომ გრძელვადიან  სტრატეგიებზე წინასწარ იფიქრონ“, -  აღნიშნა გვანცა მელაძემ.

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up