რა განაპირობებს საქართველოში კადრების დეფიციტს

რა განაპირობებს საქართველოში კადრების დეფიციტს

access_time2022-07-26 20:00:00

საქართველო უმუშევრობის დონით სამეზობლოში მეორეა. მიუხედავად ამისა, ბიზნესი მუდმივად კადრების მნიშვნელოვან დეფიციტზე საუბრობს.

რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ეკონომიკის დოქტორი, ირაკლი მაკალათია ფაქტს რამდენიმე მიზეზით ხსნის. მისი თქმით, მთავარი პრობლემა მაინც დამსაქმებლის მხრიდან შეთავაზებული დაბალი ანაზღაურებაა.

„პრობლემა ორ ფაქტორშია. ერთის მხრივ გვაქვს უმუშევრობა და ჭარბი მიწოდება, მეორეს მხრივ კი, განათლების სისტემა იმდენად მონოპოლიზებულია, რომ ბაზარს ვერ სთავაზობს შესაბამის კადრებს. ბიზნესი და განათლების ორგანო ერთმანეთთან თანხვედრაში ვერ მოდიან. ეს ქმნის კადრების დეფიციტს.

მიუხედავად ამისა, კადრების დეფიციტი იმდენად დიდია, რომ საბანკო სფეროც კი, დიპლომს ნაკლებად უყურებს. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით გააქტიურდა ბიზნესმენების მხრიდან თემა, რომ კადრები არ მოდიან შეთავაზების მიუხედავად. მიზეზი მარტივია, როცა ამ ინფლაციის ფონზე დაბალ ხელფასს და არამიმზიდველ პირობებს სთავაზობ, ცხადია, ვერ მოიზიდავ სამუშაო რესურსს. ბიზნესმა უნდა გაზარდოს ხელფასი იმ დონემდე, სანამდეც მას ფუნქციონირების პრობლემა არ შეექმნება.


მეორე საკითხია ის, რომ ჩვენ მცირე ეკონომიკა და მცირე ბიზნესი გვაქვს და ბიზნესი სარგებლობს იმით, რომ შენ თუ არა, მეორე ან მეათე მოვა. ახლა ის უნდა გაკეთდეს, რომ ბევრი ბიზნეს სუბიექტი გაჩნდეს, რომელიც კონკურენციაში შევა ერთმანეთთან და ამ პირობებში იძულებული იქნებიან უკეთესი პირობები შესთავაზონ დასაქმებულებს. არის კიდევ ერთი ფაქტორი, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, რის შემთხვევაშიც კომპანიას მეტი რესურსი უჩნდება მაღალკვალიფიციური კადრიც მოიყვანოს და მეტი ხელფასიც შესთავაზოს“, - განაცხადა მაკალათიამ ,,საქმეში“.

bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up