რა განსხვავებაა Covid 19-ის BA.4-სა და BA.5 შტამებს შორის? უნდა გვეშინოდეს თუ არა მათი?

რა განსხვავებაა Covid 19-ის BA.4-სა და BA.5 შტამებს შორის? უნდა გვეშინოდეს თუ არა მათი?

access_time2022-07-30 00:00:00

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდ 19-ის შემთხვევათა რაოდენობის ზრდით სერიოზულად არის შეშფოთებული. ეს კი ისედაც გადატვირთული სამედიცინო სექტორის მუშაობას მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო ართულებს. თუ რას პროგნოზირებენ სპეციალისტები, BBC-მ გაარკვია.


რა ხდება?


”ვირუსის ახალი ტალღები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ Covid-19 ჯერ კიდევ სულაც არ დასრულებულა,” - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ვირუსი მთელ მსოფლიოში თავისუფლად ცირკულირებს. შესაბამისად, ბევრი ქვეყანა მწვავე ფორმით პაციენტების ჰოსპიტალიზაციასა და პოსტ-COVID გართულებების მკურნალობას ვერ უმკლავდება.


გასულ პარასკევს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტმა კოვიდთან დაკავშირებით ონლაინ შეხვედრაზე დაასკვნა, რომ პანდემია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთაშორისო საფრთხედ რჩება. როგორც ჯანმოს საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ რაიანმა განაცხადა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 30%-ით გაიზარდა. ეს კი ძირითადად ომიკრონის BA.4 და BA.5 შტამებით არის გამოწვეული. ამავდროულად, ჯანმოს კომიტეტი აღიარებს, რომ ვირუსის ევოლუციის ტრაექტორია და შტამების მახასიათებლები „გაურკვეველი და არაპროგნოზირებადია“.


რა არის BA.4 და BA.5?


კორონავირუსის BA.4 და BA.5 შტამები პირველად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გასულ წელს გამოვლინდა და მას შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. სწორედ ამიტომ ექსპერტები ამბობენ, რომ მალე ორივე მათგანი ევროპასა და აშშ-ში დომინანტური გახდება.


Covid 19-ი, ისევე როგორც ყველა ვირუსი, საკუთარი რნმ-ის კლონირებით მრავლდება. თუმცა ამ მექანიზმს არ შეიძლება იდეალური ეწოდოს. მუტაციის ხარვეზები იწვევს იმას, რომ ახალი ვირუსი მატრიცისგან გენეტიკურად გარკვეულწილად განსხვავებულია. თუ ასეთი ცვლილებები მას სარგებელს მოუტანს, ახალი შტამი, ძველთან შედარებით, უპირატესობას იძენს და განვითარების პროცესშია მომდევნო წარმატებულ მუტაციამდე. კორონავირუსის ყველაზე ცნობილ გენეტიკურ ვერსიებს შორის იყო ალფა და დელტა, რამაც ინფიცირების მასობრივი ტალღები გამოიწვია.



BA.4 და BA.5 „ომიკრონის“ ვარიანტის ახლო ნათესავები არიან. ამ უკანასკნელმა შარშან ზამთარში ინფექციის ტალღა გამოიწვია, მაგრამ ჯანმრთელობისთვის ნაკლებად სახიფათო აღმოჩნდა. ჯერ კიდევ მარტში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაიწყო ამ BA.4 და BA.5 შტამების თვალყურის დევნება, რადგან ისინი სხვებზე უფრო სწრაფად გავრცელდნენ. დღეს კი სწორედ ეს ვარიანტებია ევროპის უმეტეს ქვეყანაში წარმოდგენილი და ისინი კორონავირუსის ყველა სხვა დანარჩენ სახეობას ჩრდილავენ. მაგალითად, პორტუგალიაში ეს უკვე მოხდა BA.5 ვარიანტით. ანალოგიური ტენდენციები შეინიშნება აშშ-სა და ავსტრალიაში.


რამდენად საშიშია ეს ვარიანტები?


ითვლება, რომ „ომიკრონის“ ქვევარიანტები - BA.4 და BA.5, Covid-19-ის სხვა ტიპებთან შედარებით, უფრო ლეტალური არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, მოსახლეობის უმრავლესობას აცრის ან უკვე გადატანილი ინფექციის წყალობით გარკვეული იმუნიტეტი უკვე აქვს. ეს კი, ზოგადად, დაავადების გართულების რისკს ამცირებს. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ახალი შტამები (უფრო ზუსტად - ქვევარიანტები, რადგან თავად „ომიკრონი“ უკვე კორონავირუსის ვარიანტია) უფრო ვირულენტურია. ეს იმას ნიშნავს, რომ მათით დაინფიცირება უფრო ადვილია.


ეს ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ კორონავირუსის მიმართ ჩვენი იმუნიტეტი დროთა განმავლობაში სუსტდება, მაგრამ ბევრი რამ თავად მუტაციაზეა დამოკიდებული. შექმნილი სიტუაციის მიზეზი ისიც არის, რომ ბევრმა ქვეყანამ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები გააუქმა, შემსუბუქდა კონტროლი, გაიზარდა ადამიანთა შორის კონტაქტები და ვირუსს გავრცელების ახალი შანსი მიეცა.


გარდა ამისა BA.4-სა და BA.5-ს აქვთ უნარი დააინფიცირონ ადამიანები, რომლებმაც „ომიკრონი“ სულ ახლახან გადაიტანეს. "ჩვენ გვაქვს ბევრი მტკიცებულება იმისა, რომ ადამიანები, რომლებიც „ომიკრონით“ უკვე დაინფიცირდნენ, BA.5 ვარიანტითაც დაავადდნენ. ჩვენ ეს დანამდვილებით ვიცით," - განუცხადა სააგენტო „როიტერსს“ ამერიკელმა ვირუსოლოგმა გრეგორი პოლონდმა.


არსებობს თუ არა რაიმე სახის საიმედო დაცვა ამ შტამებისგან?


როგორც კორონავირუსის სხვა ვარიანტების შემთხვევაში, ხანდაზმულები და დასუსტებული იმუნური სისტემის ან ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მქონე პირები ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს წარმოადგენენ BA.4-ი და BA.5-ი შტამებთან მიმართებით.


ექსპერტების შეფასებით, დღეისათვის საუკეთესო დაცვა (თუმცა - არა იდეალური) არის ისევ და ისევ აცრა და დამატებითი ბუსტერ-დოზები. ისინი მნიშვნელოვნად ამცირებენ დაავადების მძიმე მიმდინარეობის რისკს კოროვირუსის ძირითადი ვარიანტების - „ალფასთან“, „ბეტასთან“, „გამასა“ და „დელტასთან“ მიმართებით. ექიმები ამტკიცებენ, რომ ჩვენ ყველამ უნდა მივიღოთ ვაქცინის საჭირო დოზები, რათა კორონავირუსის როგორც არსებული, ასევე შესაძლო ახალი ვარიანტებისგან თავი დავიცვათ.


სხვათა შორის, ახალი შტამების საწინააღმდეგო ვაქცინების ახალი ვერსიები უკვე შემუშავებულია და ტესტირების პროცესიც დაწყებულია. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, მწარმოებლებს შეუძლიათ მკვეთრად გაზარდონ მათი წარმოება, რეგულატორები კი ამზადებენ ახალ წესებს, რათა ვაქცინების დამტკიცების პროცესი დაჩქარდეს.


წყარო: imedinews.ge


თეგები:
Covid 19



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up