რა გავლენა აქვთ რუსებს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე?

რა გავლენა აქვთ რუსებს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე?

access_time2022-09-26 15:00:06

რა გავლენას ახდენს საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეები უძრავი ქონების ბაზარზე და რა დინამიკაა უძრავი ქონების უცხოელებზე გაყიდვის და გაქირავების მიმართულებით, ამ და სხვა თემებზე  BMG TV - ის ეთერში „ნოუბლ რიალ ისთეითის“ დამფუძნებელმა ვაჟა მებაღიშვილმა ისაუბრა.   მისი თქმით, თუ შევხედავთ რუსების საქართველოში შემოსვლის დიაგრამას, დავინახავთ, რომ ე.წ. სპეცოპერაციის  გამოცხადებისას საქართველოში შემოსული რუსების რაოდენობამ იმატა და იგივე მოხდა ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების  დროსაც.


 

„აქედან გამომდინარე მგონია, საკანონმდებლო დონეზე არსებულ სისუსტეებს უნდა გავუსვათ ხაზი და რაც გვიჭირს იმაზე გავაკეთოთ აქცენტი, რადგან ჩვენ საფრთხის წინაშე ვდგებით ყველა შემთხვევაში, იქნება ეს სხვა მეზობელი ქვეყანა თუ რუსეთი.


 

13 სექტემბერს, sep- მა ( უძრავი ქონების მიმართულებით ევროპის პროფესიონალთა ასოციაციამ ) და UIPI ( მესაკუთრეთა ასოციაციამ) სკვოთინგის გამო სახელმწიფო სტრუქტურებთან შეხვედრა მოითხოვეს, სადაც სწორედ კანონმდებლობის ცვლილებაზე იყო საუბარი. სკვოთინგი ნიშნავს ტერიტორიაზე უნებართვოდ შეჭრას და მიწის დაპყრობას, ეს საკითხი ესპანეთშიც საკმაოდ მწვავედ დგას. შესაბამისად, ისინი იყვნენ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის ინიციატორები. ჩვენი ასოციაციაც მზად არის იმისთვის, რომ სახელმწიფოსთან მოხდეს კოორდინაცია“, - აღნიშნა ვაჟა მებაღიშვილმა.


 

მებაღიშვილის თქმით, ზაფხულიდან მოყოლებული აქტიურად ხდებოდა შემთხვევები, რომ პირები უძრავი ქონებიდან არ გამოდიოდნენ და იურისტების გამოსახლების პროცესში  ჩართვა უწევდათ.


 

„რა თქმა უნდა გამოსახლების მიმართულებითაც არსებობს  გარკვეული რისკები, საქართველოში იყო პოლიციური გამოსახლების პრაქტიკა, რაც  დღეს აღარ არის, იურისტებმაც არაერთხელ აღნიშნეს, რომ  პოლიციური გამოსახლება ძალიან სარგებლიანი კანონია და თუ მოქმედება კარგი იქნება, რადგან ეს ძალიან დაეხმარება მესაკუთრეებს.

 


ჩვენი კომპანიის  სეგმენტი ძირითადად დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო ორგანიზაციებია. მაგრამ როდესაც დგება რისკების აწონვის მომენტი, ასე ხსნიან, რომ ეს არის ბიზნესი და მოიცავს რისკებს, მაგრამ როდესაც რისკის ქვეშ დგას ქონება, მინა ჩვენი მესაკუთრეები გავაფრთხილო, რომ თუ ქონებას ვუყურებთ ისე, როგორც ბიზნესს, გასაგებია, რომ ძალიან კარგი წინადადება მისასალმებელია, მაგრამ მთავარი მომენტია რომ ხელშეკრულება გაფორმდეს. არ შეიძლება, რომ შენ საკუთრებაში ვინმე  ზეპირი შეთანხმებით შეუშვა“, - აღნიშნა ვაჟა მებაღიშვილმა.




მებაღიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეები აქტიურად ეძებენ მიწებს რეგიონებშიც,  შემოდიან საქართველოში გრძელვადიანად. მან ასევე თქვა, რომ აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე ბინების ფასიც  წინა წელთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია. 


 

„სიტუაცია არის ასეთი, უკვე ითხოვენ მიწებს რეგიონებში, კიდევ კარგი, რომ კანონი არასასოფლო მიწის წესზე უკვე არსებობს,  რაც  გულისხმობს იმას , რომ უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის  მიყიდვა არ შეიძლება, უკვე უნდათ მიწები ქალაქთან ახლოს, სახლების აშენება  სურთ ქალაქთან ახლოს, რეგიონებზეც მოდის მოთხოვნა, მაგალითად ეძებენ მიწებს  თელავში. მობილიზაციის


შემდეგ რა სეგმენტიც  წამოვიდა , 700-1200 დოლარებში ეძებენ უძრავ ქონებას. ძირითადად გრძელვადიანად ითხოვენ, 7-8-9 თვით ან ერთი წლით. ისინი ამ პერიოდს ეძახიან გრძელვადიანს და აღნიშნავენ რომ დააკვირდებიან რუსეთში მიმდინარე სიტუაციას. ამბობენ რომ დროებით არიან ჩამოსულები, მაგრამ ამავდროულად  ჩვენ  ვხედავთ, რომ ცდილობენ ენის შესწავლას და ეს ეს იწვევს განცდას, რომ დარჩენას აპირებენ.


რაც შეეხება ფასის ცვლილებას, ჩვენ თუ  შევხედავთ  TBC Capital ის  კვლევას იქ  გვეუბნებიან, რომ  წინა წელთან  შედარებით  80%  - ით არის გაზრდილი და შესაბამისად ამ კუთხით მე მათ ვეთანხმები, ძალიან სწრაფად მოდა შოკური მდგომარეობით ფასის  გაზრდა,  შედეგ ისევ  დასტაბილურდა. ამ ყველაფრის დასალაგებლად ყველაფერი საკანონმდებლო დონეზე უნდა მოწესრიგდეს“, -  აღნიშნა ვაჟა მებაღიშვილმა.

 

 

 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up