რა გავლენა ექნება აშშ-ს და ინგლისის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას საქართველოზე

რა გავლენა ექნება აშშ-ს და ინგლისის მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას საქართველოზე

access_time2022-11-04 15:00:19

მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის ფონზე, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. FED-ის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 75 საბაზო პუნქტით (0.75%) გაიზარდა. გამკაცრების შედეგად, ფედერალური რეზერვის ძირითადი განაკვეთები 3.75-4.0%-ის ფარგლებში განისაზღვრა, რაც ამერიკული სტანდარტებით უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია.


მონეტარული პოლიტიკის აგრესიულად გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 75 საბაზო პუნქტით (+0.75%) გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო ინგლისის ცენტრალურმა ბანკმაც. რიგით მერვე გამკაცრების შედეგად, გაერთიანებულ სამეფოში რეფინანსირების განაკვეთმა 3%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 33 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.


რა გავლენა ექნება საქართველოზე აშშ-ს და ინგლისის ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, თემაზე „კომერსანტთან“ IDFI-ს ეკონომიკური და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა მიხეილ კუკავამ ისაუბრა.


„ინფლაცია მთელ მსოფლიოში დიდი გამოწვევაა. აშშ- ის ცენტრალური ბანკის უმთავრესი შეცდომა იყო, როდესაც ამერიკულ ბიზნესებს იმაზე მეტი ფული ასესხა, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო. შესაბამისად მივიღეთ ის, რომ FED - ს ახლა უკვე რთული ვითარება დაუდგა და მუხრუჭზე ფეხის დაჭერა მოუხდა.



ჩვენი ეროვნული ბანკი იმავეს არ აკეთებს და ობლიგაციებს არ ყიდულობს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. თუმცა მას ეს კანონში არ უწერია და აუტკივარი თავი ეროვნულმა ბანკმა რატომ უნდა აიტკივოს, ხოლო FED - ის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გასაგებია, იმის გათვალისწინებით , რომ მან დაუშვა ეს შეცდომა, მიუშვა სადავეები იმაზე მეტად, ვიდრე უნდა მოეშვა“, - აღნიშნა მიხეილ კუკავამ.


თიბისი ჯგუფის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია კი ამბობს, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (FED) მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება საქართველოში უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს აუცილებლად გააძვირებს. 


„ჩვენი სესხების დაფინანსების მნიშვნელოვანი წყარო საერთაშორისო ბაზრებიდან მოდის და ის ავტომატურად აიწევს, როგორც დოლარში ასევე ევროში. თუმცა, ასევე ვფიქრობთ, რომ ადგილობრივ დეპოზიტებზეც უცხოურ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთი სავარაუდოდ მოიმატებს, მაგრამ არა იმდენად, როგორც საერთაშორისო ბაზრებზე. სესხები ფინანსდება ორივე რესურსით საერთაშორისო ბაზრებიდან მოზიდული სახსრებიდანაც და ადგილობრივი დეპოზიტებით“, — ამბობს ნადარაია.



თეგები:
Fed



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up