რა გავლენა ექნება მოსალოდნელ სასურსათო კრიზისს საქართველოზე

რა გავლენა ექნება მოსალოდნელ სასურსათო კრიზისს საქართველოზე

access_time2022-06-04 17:00:06

უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე, საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები გაშიშვლდა. ქვეყნის მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის კონფრონტაციამ, სავალუტო ბაზარზე რყევები, ხორბლის დეფიციტი და სურსათის გაძვირება გამოიწვია. ქვეყანა დიდწილადაა დამოკიდებული იმპორტზე და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სურსათის მიწოდების მოშლის ნეგატიური გავლენა აქაც იგრძნობა.

საქსტატის თანახმად, მაისის მონაცემებით, წლიური ინფლაცია 13,3%-ია, ხოლო სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 22.0 პროცენტითაა გაზრდილი, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.88 პროცენტული პუნქტით აისახა. ყველაზე მეტად ერთ წელიწადში ბოსტნეული და ბაღჩეული (51.1 პროცენტით), პური და პურპროდუქტები (34.5 პროცენტით),ზეთი და ცხიმი (17.7 პროცენტით,) რძე, ყველი და კვერცხი (16.0 პროცენტით), შაქარი, (15.4 პროცენტით), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.6 პროცენტი) გაძვირდა.

საქართველოში ყველაზე მოთხოვნად სასურსათო პროდუქტებზე თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი - 2020 წელი (IFAD მონაცემები)

  • ხორბალი 15%;
  • სიმინდი 68%;
  • კარტოფილი 92%;
  • ბოსტნეული 63%;
  • ყურძენი 145%;
  • ხორცი 49%;
  • რძე და რძის პროდუქტები 81%;
  • კვერცხი 97%. 

ამ მონაცემების თანახმად, ქვეყანას მოსახლეობის გამოსაკვებად და დეფიციტის შესავსებად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების იმპორტირება სჭირდება.

რა გავლენა ექნება საქართველოზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მსოფლიოში მოსალოდნელ სასურსათო კრიზისს? რა ვითარებაა ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების კუთხით და სად არის ამ მიმართულებით ყველაზე სუსტი რგოლი? ამ და სხვა საკითხებზე Europetime-თან ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელმა რუსუდან გიგაშვილმა ისაუბრა.

ET: სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით ოთხი ძირითადი კომპონენტიდან - სურსათის არსებობა, სურსათზე ხელმისაწვდომობა, სურსათის გამოყენება და სტაბილურობა, რომელია საქართველოსთვის ყველაზე სუსტი რგოლი?

საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, სადაც შესაძლოა მწვავედ დადგეს სასურსათო უსაფრთხოების საკითხი, რადგან წარმოება მცირეა და იმპორტი მზარდი. თვითუზრუნველყოფა სულ რამდენიმე მიმართულებაში გვაქვს სრულად, ძირითადად იმპორტზე ვართ დამოკიდებული. იქაც კი, სადაც თვითკმარ პროდუქციას ვაწარმოებთ, ნედლეული შემოგვაქვს.საქართველოში აგროსასურსათო პროდუქტების იმპორტი წლების მანძილზე, სტაბილურად, ღირებულებითი მაჩვენებლით 3,5-ჯერ, ხოლო რაოდენობრივი მაჩვენებლით 2,6-ჯერ და მეტად აღემატება ექსპორტს, რაც ძირითადად განპირობებულია ამ პროდუქტების წარმოების დაბალი მოცულობით და შესაბამისი სექტორის სუსტი კონკურენტუნარიანობით უცხოელ მწარმოებლებთან შედარებით.

პროდუქტების ხელმისაწვდომობის პრობლემის წინაშე უკვე დავდექით და დაიწყო ალტერნატიული ბაზრების ძიება. სამწუხაროდ საქართველოში პრევენციულად არ არსებობს კრიზისის განეიტრალებისთვის საჭირო ალტერნატიული გეგმა და როდესაც ხელისუფლება ფაქტის წინაშე დგება იწყება ძიება. გარე სამეზობლო გვილაგებს სიტუაციას. როგორი ვითარებაც იქმნება ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, იმ ვითარებას ვერგებით.

ET: საქართველოში ხორბლის მარაგი თითქმის ამოიწურა. ეს რამდენიმე კვირის წინ ხელისუფლებამაც დაადასტურა, თუმცა აცხადებენ, რომ ქვეყანაში ფქვილის და შესაბამისად პურ-პროდუქტების დეფიციტი არ შეიქმნება. რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ, როცა ქვეყანას ხორბლის მარაგები არ აქვს?


სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერ გადაწყვეტა ხორბლის საკითხი. ფქვილი დიდწილად რუსეთიდან შემოგვაქვს. ხვალ, რომ პოლიტიკური ნიშნით რუსეთმა ფქვილის მოწოდება შეგვიწყვიტოს, რას ვიზამთ? სამწუხაროდ ახლა არ გვაქვს არანაირი ალტერნატივა. ამ ფაქტმა აჩვენა, რომ სახელმწიფო კრიზისების მართვის კუთხით უფრო მობილური უნდა გახდეს და სწრაფად მიღოს გადაწყვეტილებები.

ET: სტატისტიკა აჩვენებს, რომ ერთ წელიწადში საქართველოში ყველაზე მეტად ბოსტნეული და ბაღჩეული (51,1%) გაძვირდა, ადგილობრივი წარმოება მოთხოვნის 63%-ს აკმაყოფილებს. რამდენად მოსალოდნელია რომ ამ მიმართულებით კრიზისი შეიქმნას?

წელს თურქეთმა ამ მიმართულებით ჭარბწარმოების შესახებ განაცხადა. გარკვეულწილად გვიშველა იმან, რომ უკრაინის ომის გამო, იმპორტში შექმნილი დეფიციტის შევსებაში ჩაერთო თურქეთი. თუმცა ამ ფაქტმა ფასებზე გავლენა უკვე მოახდინა. არის სხვა საფრთხეებიც, რომ ამ ქვეყნიდან შემოსული სოფლის მეურნეობის იაფი პროდუქტი ბაზარს სრულად დაიკავებს და ადგილობრივი ფერმერების წილს შეამცირებს.

ET: სტატისტიკა აჩვენებს, რომ იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა. ეს რით არის გამოწვეული?

ეს გარკვეულწილად რუსეთში შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია. მაგალითად საქართველოდან რუსეთში გავიდა კარტოფილი და სხვა პროდუქტებიც. ამ მიმართულებით იქ გაჩენილი დეფიციტის შევსება დავიწყეთ. მაგრამ რუსეთი არ არის სტაბილური ბაზარი და კონცენტრირება სხვა მიმართულებებზე გვჭირდება.

ET: მსოფლიო მარცვლეულის ბაზარზე განვითარებული მოვლენები, საქართველოში რომელი დარგისთვის იქნება ყველაზე კრიზისული?

ვფიქრობ მეცხოველეობისთვის....საძოვრები არაა საკმარისი. მარცვლეულის მოსაყვანად ტერიტორიები მცირეა და რაცაა ათვისებული იქ მოყვანილი მოსავალი, შიდა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. შინაური პირუტყვის გამოსაკვებად ძირითადად იმპორტირებული მარცვლეული გამოიყენებოდა, მათ შორის ხორბალიც, სოიო რომელიც 100% იმპორტირებულია, ასევე სილოსის მისაღები მასალა. ჯამში სოლიდურად გაძვირდა ერთი პირუტყვის შენახვაზე დანახარჯები. რძის ჩაბარების ფასი ოდნავ აწიეს გადამამუშავებელმა საწარმოებმა, მაგრამ როგორც ჩანს მეტის რესურსი არ აქვთ, რადგან მომხმარებლის გადახდისუნარიანობა დაბალია. სამწუხაროდ, დადგება დრო, როცა საწარმოები შეამცირებენ ნედლი რძის გამოყენებას და ნედლეულს ფხვნილით ჩაანაცვლებენ.

ET: რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ რომ ქვეყანაში სურსათისა და მარცვლეულის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გაიზარდოს?

არის დარგები, რაშიც შეგვიძლია ვიყოთ თვითკმარი, მაგრამ აქ მიზანმიმართული მოქმედებებია საჭირო. სახელმწიფომ უნდა შეამციროს უაზრო სუბსიდირება, მათ შორის სოციალური სუბსიდიები და მაქსიმალური დანახარჯები გაიღოს ტექნოლოგიებისთვის. რით შეგვიძლია ვაჯობოთ სხვებს? ტექნოლოგიებით, რომ ერთ ჰექტარზე მოსავლიანობა გავზარდოთ. სოფლის მეურნეობა გრძელვადიანი დარგია, მაგრამ არ შეიძლება მუდმივად პოლიტიკურ პოპულიზმზე იყოს მიბმული ხარჯები. ამიტომ ის კრიზისები, რის წინაშეც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები დგანან, ჩვენ უფრო მწვავედ შეგვეხება.

წყარო: europetime.eu




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up