რა გავლენა ექნება ყაზახეთის ახალი სატერმინალო ქსელის შექმნას საქართველოზე?

რა გავლენა ექნება ყაზახეთის ახალი სატერმინალო ქსელის შექმნას საქართველოზე?

access_time2022-09-19 10:00:28

ყაზახეთი საქართველოს, ირანის, აზერბაიჯანისა და თურქეთის პორტებში გარე ტერმინალის ქსელების შექმნას გეგმავს. ყაზახეთის ეროვნული კომპანია, უმსხვილესი მაგისტრალური სარკინიგზო ქსელის ოპერატორი ყაზახსტან ტემირ ჟალი (KTZ) ეროვნულ სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ კომპანიად გარდაიქმნება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოსალოდნელია თანამშრომლობა გლობალურ სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ კომპანიებთან და ტერმინალის ქსელის შექმნა ყაზახეთის რესპუბლიკის გარეთ. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა განაცხადა.


„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, აქამდე ყაზახეთი რუსეთის გავლით აგებულ სატერმინალო ქსელს იყენებდა, თუმცა ომის გამო მას ახალი გზების მოძიება მოუწია.


„დღემდე ყაზახეთს ჰქონდა აქტიური სატერმინალო ქსელი აგებული ბალტიისპირეთის ნავსადგურებში. ყაზახეთს ჰქონდა მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩადებული, რომ საკუთარი ნედლეული: ქვანახშირი, გადამუშავებული ნავთობპროდუქტები, ფტორი და სხვა, გაეტანა ევროპულ ბაზარზე ბალტიისპირეთის ქვეყნების დახმარებით, მაგრამ ბუნებრივია ჯერ რუსეთის რკინიგზა უნდა გაევლო. თუმცა ბოლო პერიოდში რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა, რუსეთმა ცალსახად უარი უთხრა ყაზახეთს თავისი ტვირთების მისი ტერიტორიით გადაზიდვაზე ანუ თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და დაიწყო ახალი სატერმინალო ადგილების განთავსების შესაძლებლობების ძიება. ირანი სანქცირებულია, აზერბაიჯანთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, ამიტომ ყაზახეთი სატერმინალო გზების განახლებული ვარიანტის ძიებაში აღმოჩნდა.



ყაზახეთმა გვიან გაიაზრა ეს შესაძლებლობა, მან თავის დროზე ვერ მოახერხა ბაზრის დივერსიფიცირება და რუსეთს ჩამოეკიდა, მის გავლენაზე იყო დამოკიდებული. ეს სიახლე ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია, ეკონომიკურად მიმზიდველია, ინვესტიციების განთავსებისთვის საჭიროა და რაც მთავარია, ასეთი სატერმინალო ქსელის შექმნა ინფრასტრუქტურის ნაკადების გატარების კარგ შესაძლებლობას აძლევს საქართველოს და უფრო რეალურ დიაპაზონში ხდება ტვირთების მოზიდვის თვალსაზრისით“,  განმარტავს პაატა ცაგარეიშვილი.


რამდენად მზად ვართ ასეთი შესაძლებლობებისთვის, ამ კითხვაზე პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ ტვირთნაკადის მოზიდვა-გატარების კუთხით სიძნელეები უფრო ყაზახეთის და აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე.


„საქართველოზე მეტად ტვირთის გატარების პრობლემატიკა უფრო ყაზახეთის, აზერბაიჯანის და ნაწილობრივ თურქმენეთის ტერიტორიაზეა. აქედან გამომდინარე არსებობს ასეთი პრინციპი, რომ თუ სხვა ქვეყნებს არ აქვს მოგვარებული გამტარუნარიანობის პრობლემები, ამით ზარალდება მთლიანად დერეფანი და მათ შორის საქართველო. აქ საუბარია ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის ერთობლივ კოორდინირებულ ქმედებებზე. ეს საკითხი მნიშვნელოვანია. ჩვენი მოვალეობაა ევროკავშირს ვუთხრათ, რომ ამ ტვირთის გატარების შესაძლებლობა მოგვეცა და დაგვეხარეთ. საჭიროა, ერთობლივად ამ ქვეყნებთან ერთად საერთო შესაძლებლობების პროგრამა და სტრატეგია შევიმუშავოთ, რომელიც გულისხმობს რომ თუ ვერ ატარებ ტვირთებს შენ, ვზარალდები მე და პირიქით, ეს ყველაფერი ერთ კონტექსტში უნდა იყოს გააზრებული“, -ამბობს ცაგარეიშვილი.


აღსანიშნავია, რომ ტერმინალების ქსელის შექმნის გარდა, ყაზახეთი სატრანსპორტო დერეფნების დიგიტალიზაცია გეგმავს, სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერების მიზნით კი განხორციელდება პროექტები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და მოდერნიზების კუთხით.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up