რა გავლენას ახდენს COVID-19 საქართველოს სურსათის მიწოდების ჯაჭვზე?-ISET

რა გავლენას ახდენს COVID-19 საქართველოს სურსათის მიწოდების ჯაჭვზე?-ISET

access_time2020-04-10 17:45:34

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში შეჯამებულია, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს COVID-19-ის პანდემიას საქართველოს სურსათის მიწოდების ჯაჭვზე, ასევე, რა ზომები უნდა გატარდეს სურსათის დეფიციტის შესაძლო პრობლემის თავიდან ასაცილებლად. „კომერსანტი“ აღნიშნულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:


„მარტში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტიდან 10 მლნ. ლარი გამოიყოფა კერძო სექტორის სუბსიდირებისა და 9 ძირითადი სასურსათო პროდუქტის (ბრინჯი, მაკარონი, წიწიბურა, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო) ფასების დაზღვევისთვის. მეტიც, მთავრობისავე განცხადებით, კორონავირუსის აფეთქების ფონზე, დამატებით 16 მლნ. ლარი დაიხარჯება ქვეყანაში შაქრის (5,000 ტ.), მცენარეული ზეთისა (1,500 ათასი ლ.) და მაკარონის (500 ტ.) მარაგის შექმნაზე. საკმარისია თუ არა ეს ღონისძიებები იმ პოტენციური გავლენის შესარბილებლად, რაც COVID-19-ს შეიძლება ჰქონდეს სურსათის მიწოდების ჯაჭვზე?


საქართველო სურსათის თითქმის ყველა კატეგორიაში მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტზე. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სურსათის იმპორტის ბაზრების უმეტესობა (მაგ.: ხორბალი, ხილბოსტნეული, მცენარეული ზეთი) ძალიან კონცენტრირებულია, რაც ზრდის აღნიშნულ ბაზრებთან დაკავშრებულ რისკებს, განსაკუთრებით კი COVID-19-ით გამოწვეულ სიტუაციაში. როგორც გლობალური სურსათის ღირებულებათა ჯაჭვის ნაწილი, ცხადია, საქართველოც გაიზიარებს სურსათის გლობალური სისტემის (არსებულ თუ მოსალოდნელ) გამოწვევებს პანდემიის დროს თუ მისი დასრულების შემდეგ. შექმნილ ვითარებაში ექსპერტები მთავარ რისკად სურსათის ხელმისაწვდომობას ასახელებენ, თუმცა განსაკუთრებულ აქცენტს სურსათის ღირებულებათა ჯაჭვებში შექმნილ პოტენციურ სისტემურ პრობლემებზე აკეთებენ, რამაც შეიძლება მთელ მსოფლიოში სურსათის დეფიციტი, სურსათის ფასების ზრდა და სურსათის უსაფრთხოების პრობლემის გამწვავება გამოიწვიოს.



იმისათვის, რომ საქართველომ თავიდან აიცილოს სურსათის მიწოდების ჯაჭვზე COVID-19-ის უარყოფითი გავლენა, რეკომენდირებულია შემდეგი ზომების გატარება:


• ფერმებისთვის საჭირო წარმოების საშუალებების დროებითი სუბსიდირება;
• ლოჯისტიკის ინფრასტრუქტურაში ინვესტირებით ღირებულებათა ჯაჭვების კავშირების გაძლიერება (მაგ.: შეიძლება შეიქმნას სურსათის შემგროვებელი ცენტრები), რაც სურსათის უწყვეტ მიწოდებას, დისტრიბუციასა და პარალელურად სურსათის უსაფრთხოების სტანდარების დაცვას უზრუნველყოფდა;
• ფერმერთა ჩართვა სხვადასხვა ონლაინ-პლატფორმაში, რაც მათ მოწეული პროდუქციის რეალიზებაში დაეხმარება;
• იმ ფერმერების მიზნობრივი დახმარება, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ რესტორნებისა და სასტუმროების მხრიდან მოთხოვნის მკვეთრი შემცირების გამო.


ამგვარი მიზნობრივი მხარდაჭერის ღონისძიებები გულისხმობს: 1) პირველ რიგში ფერმერთა ასოციაციებისა და რეგიონული საინფორმაციაო-საკონსულტაციო ცენტრების დახმარებით ასეთი ფერმერების იდენტიფიცირებას; 2) ამ ფერმერებისთვის დისტრიბუციის არხების რესტრუქტურიზაციის საკითხზე საკონსულტაციო მომსახურების შეთავაზებას; 3) ფერმერების პროაქტიურად დახმარებას, გადაერთონ სხვა, რესტორნებისა და სასტუმროებისგან განსხვავებულ საბოლოო მომხმარებლებზე ორიენტირებულ ღირებულებათა ჯაჭვებზე (მაგ.: დააკავშირონ ასეთი ფერმერები უახლოეს შემგროვებელ ცენტრთან, ექსპორტიორთან, სურსათის ონლაინ გამყიდველთან და სხვ.



თეგები:
სურსათი ISET



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up