რა გავლენას ახდენს Fed-ის გადაწყვეტილება კრიპტო ბაზარზე

რა გავლენას ახდენს Fed-ის გადაწყვეტილება კრიპტო ბაზარზე

access_time2022-11-10 16:00:25

მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის ფონზე, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. FED-ის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 75 საბაზო პუნქტით (0.75%) გაიზარდა. გამკაცრების შედეგად, ფედერალური რეზერვის ძირითადი განაკვეთები 3.75-4.0%-ის ფარგლებში განისაზღვრა, რაც ამერიკული სტანდარტებით უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელია.


მონეტარული პოლიტიკის აგრესიულად გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 75 საბაზო პუნქტით (+0.75%) გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო ინგლისის ცენტრალურმა ბანკმაც. რიგით მერვე გამკაცრების შედეგად, გაერთიანებულ სამეფოში რეფინანსირების განაკვეთმა 3%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 33 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.


რა გავლენას ახდენს Fed-ს გადაწყვეტილება მსოფლიოზე და კრიპტოვალუტაზე, ამ ტემაზე „კრიპტო ბაზრის“ დამფუძნებელმა ავთანდილ კუჭავამ გადაცმაში „ბიზნესპარტნიორი“ ისაუბრა.



„Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთის გაზრდა ინვესტორებისთვის მოსალოდნელი იყო, თუმცა შემდეგ რაც აღნიშნა ფედერალური რეზერვების თავმჯდომარემ ეს იყო საინტერესო. მისი ნათქვამი ნიშნავდა, რომ უახლოეს მომავალში არ შეწყვეტდნენ ამ განაკვეთის გაზრდას, რაც ნიშნავს იმას, რომ სხვა ქვეყნებს მოუწევთ კვალდაკვალ გაყვნენ ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებას. ეს ყველაფერი კი უძვირებს კრედიტს ინსტიტუციებს, შესაბამისად იზრდება უმუშევრობის დონე, რადგან ესენი ერთმანეთთან არიან გადაჯაჭვული. თუ უმუშევრობის დონე არ გაიზარდა, არ შეწყდება საპროცენტო განაკვეთის გაზრდა, თუ საპროცენტო განაკვეთის გაზრდა შეწყდა ვერ დაასტაბილურებენ ინფლაციას და უმუშევრობის დონეც გააგრძელებს ზრდას.


მათი მთავარი მიზანი არის, რომ 2%-მდე დაიყვანონ ინფლაცია, ეს სისტემა ასე მუშაობს რომ თუ უმუშევრობის დონეს გაზრდი, ინფლაციას დაარეგულირებ. თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში იმ ქვეყნებს სადაც იპოთეკური კრედიტები ძალიან გავრცელებულია, ასეთ ქვეყნებს ყველაზე დიდი პრობლემები ექმნებათ, ესეთია ბრიტანეთი, კანადა და ავსტრალია. ბრიტანეთს აქვს ყველაზე დიდი პრობლემა და ფინანსური კრიზისი საფრთხის ქვეშ დგას, შემდეგი 2 თვის განმავლობაში თუ ბრიტანეთმა საპროცენტო განაკვეთის გაზრდა ისევ გააგრძელა იგივე მოხდება რაც 2008 წელს, ბევრს მოუწევს სახლის გარეშე დარჩენა, ეს გარდაუვალია და ბრიტანეთს სხვა არჩევანი არ აქვს.


რაც შეეხება კრიპტო ბაზარს, დიდი ვარდნა იქნება და შეიძლება ვთქვათ რომ ეს დასასრულის დასაწყისია. საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება თუ არა კრიპტო ვალუტების ფასი ქვემოთ წამოვა“,  ამბობს ავთანდილ კუჭავა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up