რა გავლენას მოახდენს ადგილობრივ ბაზარზე უკრაინასთან სავაჭრო ბრუნვის შემცირება

რა გავლენას მოახდენს ადგილობრივ ბაზარზე უკრაინასთან სავაჭრო ბრუნვის შემცირება

access_time2022-05-28 13:00:20

საქსტატის მონაცემებითმიმდინარე წელის იანვარ-აპრილში უკრაინა-საქართველო სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ ქვეყანაში რუსეთის შეჭრისა და ეკონომიკის 45%-იანი ვარდნის მიუხედავად, უკრაინა საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში მე-9 ადგილზეა. 2021 წელს კი მე-5 ადგილს იკავებდა.  

როგორია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა და რას ყიდის და ყიდულობს საქართველო უკრაინაში - Europetime-ს საქსტატმა შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა.

2022 წლის იანვარ-აპრილი: 

  • ბრუნვა $145 მილიონ 962 ათასი;
  • იმპორტი - $92 მილიონ 996 ათასი;
  • ექსპორტი - $52 მილიონ 965 ათასი;

2021 წლის იანვარ-აპრილი: 

  • ბრუნვა $219 მილიონ 062 ათასი;
  • იმპორტი - $121 მილიონ 511 ათასი;
  • ექსპორტი - $97 მილიონ 550 ათასი.
  • სხვაობა $74 მილიონი

რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო უკრაინაში

ექსპორტი იანვარ-აპრილი 2022 წელი 

  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი           
  • მსუბუქი ავტომობილები                                          
  • ფეროშენადნობები                                                  
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული
  • სპირტიანი სასმელები                                               
  • მინერალური და მტკნარი წყლები                                
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები                                 
  • მანქანები და მექანიკური მოწყობილობები                     
  • პირადი ნივთები                                                      
  • ნარჩენები და ჯართი სპილენძისა                                 
  • ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული                           
  • დანარჩენი საქონელი                                              

იმპორტი იანვარ-აპრილი 2022 წელი  (ათასი აშშ დოლარი)

  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს შემცვლელები                  
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული                       
  • ფეროშენადნობები                                                      
  • კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები
  • მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას                      
  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან
  • ბამბა საფეიქრო მასალებისაგან                                      
  • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების
  • სხვა მზა პროდუქტები                                                  
  • სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო
  • და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები                          
  • ნაგლინი ბრტყელი სხვა ლეგირებული ფოლადებისაგან                                                                                                          
  • პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი                         
  • დანარჩენი საქონელი                                                    

რა გავლენას მოახდენს ადგილობრივ ბაზარზე უკრაინასთან სავაჭრო ბრუნვის შემცირება ამ საკითხზე Europetime „ჯეო ქეისის“ მკვლევარ, ეკონომისტ გიორგი აბაშიშვილს ესაუბრა.

ET: სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად შემცირდა. რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოზე?

უკრაინის, როგორც სავაჭრო პარტნიორის როლი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. უკრაინამ გადამწყვეტი როლი ითამაშა თურქეთთან ერთად, როდესაც რუსეთმა სავაჭრო ემბარგო გამოგვიცხადა. შესაბამისად იმ პერიოდში, თუ ვინმეს იმედი გვქონდა, ეს იყო ორი ქვეყანა - თურქეთი და უკრაინა. თუ მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა და ამ ქვეყანასთან ჩვენი სავაჭრო ურთიერთობა კიდევ შემცირდა, ეს ავტომატურად ნიშნავს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების ზრდას, რაც გრძელვადიან პერიოდში საქართველოზე უარყოფითად აისახება, რადგან რუსეთი არ არის სტაბილური ბაზარი. ჩვენი ბიზნესი კი ვერ გამოვიდა პოსტსაბჭოთა მენტალიტეტიდან. 


ET: ყველაზე მეტად ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის შემცირება რა სექტორებზე იგრძნობა?

დღეს უკრაინის ეკონომიკა გაჩერებულია. სტატისტიკის თანახმად, არის 45%-იანი ვარდნა. არის დაახლოებით ის ვითარება, რაც საქართველოში 90-იან წლებში შეიქმნა. პროდუქცია ვერ გადის ექსპორტზე უკრაინიდან. უკრაინა, როგორც საქართველოს სავაჭრო პარტნიორი 2021 წელს მე-5 ადგილზე იყო. სახეზეა ექსპორტ-იმპორტის შემცირება. ასევე საქართველოს დააკლდება შემოსავალი ფულადი გზავნილებიდან და ტურიზმიდან. ცნობილია, რომ უკრაინამ ხორცის, ჭვავის, შვრიის, წიწიბურას, შაქრის, ფეტვისა და საკვები მარილის ექსპორტი შეაჩერა. ასევე მოიშალა მიწოდების ჯაჭვი, რაც ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტებს გააძვირებს. უკვე დაფიქსირდა საშენ-მასელებზე, კოფტონზე და სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდა. ომი კონცენტრირდა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში და მაისიდან შესაძლოა ვითარება შეიცვალოს.

ET: ამ პროგნოზის გაკეთების საშუალებას რა გაძლევთ? უკრაინაში ომი ახალ ფაზაში გადავიდა. ცნობილია, რომ უკრაინის პორტებში მარცვლეული და სასურსათო პროდუქტები დაბლოკილია, ამ შემთხვევაში როგორაა შესაძლებელი უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურება?

საქართველო ძირითადად პროდუქციას იღებდა უკრაინული პორტებით, რომელიც ახლა დაბლოკილია. ამ პორტების განბლოკვა არის მთელი მსოფლიოს პრობლემა. სასურსათო უსაფრთხოება, რომელიც საქართველოს აწუხებს ისევე აწუხებს დანარჩენ მსოფლიოს. თუ უკრაინის პორტები არ განიბლოკება შეუძლებელია, რომ საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა უკრაინასთან რამე ფორმით გაუმჯობესდეს. ნებისმიერი პროდუქცია, რომელიც უკრაინიდან შემოდიოდა გაძვირდება. ალტერნატიული ბაზარი არის, მაგრამ ეს ფასების ზრდას გამოიწვევს. დღეს მთელი მსოფლიო ცდილობს ამ საკითხის მოგვარებას, მიმდინარეობს მოლაპარაკება, განიხილება რამდენიმე სცენარი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. 

ET: რა უნდა გააკეთოს საქართველომ, მაშინ როცა პანდემიის და შემდგომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ახალი ტენდენციები გამოიკვეთა?  

გეთანხმებით, პანდემიის შემდგომმა ვითარებამ, რუსეთის აგრესიამ უკრაინაში, შექმნა მსოფლიოში ახალი დღის წესრიგი, რომელიც აყალიბებს ახალ მსოფლიო ფასებს. არავინ არ იცის რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა მომგებიანი იქნება თუ წამგებიანი. შესაბამისად საქართველომ უნდა მოახდინოს ორიენტირება არა რუსეთზე, არამედ ევროკავშირზე. ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ და გავყიდოთ რუსეთის ბაზრის გარეშე. თუმცა ბოლო წლებში რუსეთის ბაზარზე ქართული ბიზნესის დამოკიდებულება გაიზარდა. მაგალითად აშშ აქცენტს აკეთებს, იმაზე თუ როგორი ურთიერთობა ექნება აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონთან. მნიშვნელოვანია ბაიდენის ვიზიტი სამხრეთ კორეაში, იაპონიაში აქ ცდილობს ურთიერთობების დალაგებას. საკმაოდ მნიშვნელოვანია ინდოეთი. ამ ქვეყნებიდან არცერთი არაა აშშ-ის მეზობელი, მაგრამ ისინი ფართოდ იყურებიან. ჩვენ უნდა გამოვიდეთ საბჭოთა მენტალიტეტიდან, რომ ჩვენი მეზობელია ჩვენი სავაჭრო პარტნიორი. ეს უნდა დავივიწყოთ. ჩვენი სავაჭრო პარტნიორია ევროკავშირი, ჩვენი სავაჭრო პარტნიორია თურქეთი. რუსეთის ბაზარი თანდათან უნდა დავტოვოთ. ბუნებრივია ეს გამოიწვევს ფასების ზრდას, მაგრამ დროთა განმავლობაში, საქართველოს ბევრ სარგებელს მოუტანს.

p.s. 2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.3% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (290.4 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (168.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (156.4 მლნ. აშშ დოლარი).

წყარო: europetime.eu




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up