რა გავლენას მოახდენს ჩინელი ტურისტების დაბრუნება მსოფლიო ეკონომიკაზე

რა გავლენას მოახდენს ჩინელი ტურისტების დაბრუნება მსოფლიო ეკონომიკაზე

access_time2023-01-10 09:30:22

Covid 19 პანდემიამდე წლების განმავლობაში ჩინეთი მსოფლიოსთვის საერთაშორისო მოგზაურების ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო იყო. 155 მილიონმა ჩინელმა ტურისტმა 2019 წელს მეოთხედ ტრილიონ დოლარზე მეტი დახარჯა ქვეყნის საზღვრებს მიღმა.

 

 

ეს მაჩვენებლები მკვეთრად დაეცა ბოლო სამი წლის განმავლობაში, რადგან ქვეყანამ პანდემიის გამო საზღვრები დახურა. თუმცა, ახლა, როდესაც საზღვრები ისევ გაიხსნა და რეგულაციების შემსუბუქდა, მილიონი ჩინელი ტურისტი მზადაა, მსოფლიოს დაუბრუნდეს. ანალიტიკოსები ელიან, რომ 2023 წელს კომპანიები, ინდუსტრიები და ქვეყნები, რომლებიც ჩინელ ტურისტებზე არიან დამოკიდებულნი, დიდ სტიმულს მიიღებენ.

 

 

აღსანიშნავია, რომ როგორც კი მიმდინარე წლის 8 იანვარს ჩინეთმა ტურისტებისთვის საზღვრები გახსნა, Trip.com-ზე​ საერთაშორისო ფრენებისა და საცხოვრებლების ძიებამ მაშინვე მიაღწია სამწლიან მაქსიმუმს. ჩინეთის სამოგზაურო საიტის მონაცემებით, საზღვარგარეთული მოგზაურობის დაჯავშნა ქვეყნის საახალწლო არდადეგების დროს, რომელიც 21 იანვრიდან 27 იანვრამდე პერიოდს მოიცავს, გასული წლის პერიოდთან შედარებით 540%-ით გაიზარდა. თითო ჯავშნის საშუალო ხარჯი კი 32%-იან ზრდას აჩვენებს.

 

 

ვინ სარგებლობს ჩინეთის საზღვრების გახსნით?

 


 

ეს კარგი ამბავია პანდემიით დაზარალებული მრავალი ეკონომიკისთვის. როგორც Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ამბობენ, თუ ჩინეთის ტურისტული სერვისების იმპორტი 2019 წლის დონეს დაუბრუნდება ჰონგ-კონგი, ტაილანდი, ვიეტნამი და სინგაპური ყველაზე მეტ სარგებელს მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგი, როგორც მსოფლიოში ყველაზე მონახულებული ქალაქი, 2019 წელს 56 მილიონზე ოდნავ ნაკლები ჩასული ტურისტიდან უმეტესობა სწორედ ჩინეთიდან იყო. ანალიტიკოსები ელია, რომ შესაძლოა ჰონგ-კონგის მშპ 7.6%-ით გაზარდოს. მათვე შეფასებით, ტაილანდის მშპ შეიძლება 2.9%-ით გაიზარდოს, ხოლო სინგაპურის - 1.2%-ით.

 

 

Capital Economics-ის კვლევის თანახმად, ჩინელი ტურისტების დაბრუნებით ისარგებლებენ კამბოჯა, მავრიკი, მალაიზია, ტაივანი, მიანმარი, შრი-ლანკა, სამხრეთ კორეა და ფილიპინები.

 

 

თუმცა ბევრი ქვეყნის მთავრობა ჯერ ისევ ფრთხილობს, მათ შორის აშშ-მა, გერმანიამ, საფრანგეთმა, კანადამ, იაპონიამ, ავსტრალიამ და სამხრეთ კორეამ ჩინელ ტურისტების ტესტირების ჩატარება სავალდებულოდ დატოვა. ევროკავშირმაც „მტკიცედ მოუწოდა“ თავის წევრ ქვეყნებს, ევროზონაში ჩასვლამდე ჩინელმა ტურისტებმა უარყოფითი Covid ტესტი წარადგინონ.

 

 

საერთაშორისო ანალიტიკოსები ამბობენ იმასაც, რომ საერთაშორისო მოგზაურობის სრულად აღდგენას დრო მაინც დასჭირდება, რადგან ბევრმა ჩინელმა პასპორტი უნდა განაახლოს.

 

 

 

businessformula

 

 


თეგები:
ჩინეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up