რა გავლენას მოახდენს გაზრდილი მიგრაცია ეკონომიკაზე -  60 ექსპერტის შეფასება

რა გავლენას მოახდენს გაზრდილი მიგრაცია ეკონომიკაზე - 60 ექსპერტის შეფასება

access_time2022-09-28 14:00:22

ეკონომისტებმა, 1-დან (ძალიან უარყოფითი) 5-მდე (ძალიან დადებითი) სკალაზე, შეაფასეს რუსი, უკრაინელი და ბელარუსი მიგრანტების შემოსული ნაკადის ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე - აღნიშნულის შესახებ საუბარია PMC RC-ის „საქართველოს ეკონომიკური კლიმატის“ შესახებ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ინფორმაციაში, რომელიც ორგანიზაციამ 60 ექსპერტის ჩართულობით შეადგინა. 


გამოკითხულმა ქართველმა ეკონომისტებმა დადებითად შეაფასეს მესამე კვარტალში საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა. ხოლო 2022 წლის მეორე კვარტალსა და 2021 წლის მესამე კვარტალში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებები უარყოფითი იყო.


ეკონომისტებს ასევე დადებითი მოლოდინი აქვთ საქართველოში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს პროგნოზი მცირედით გაუარესდა 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, მაგრამ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 2021 წლის მესამე კვარტალთან შედარებით.


ეკონომისტებმა შეაფასეს ის არხები, რომელთა გავლითაც მოსალოდნელია რომ რუსი, უკრაინელი და ბელორუსი ტურისტების ნაკადების ზრდა საქართველოს ეკონომიკაზე აისახება.


ექსპერტების უმეტესობა (80%) მიიჩნევს, რომ გაზრდილი მოხმარება მნიშვნელოვნად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე. ეკონომისტთა დიდი ნაწილი, (75% და 71%, შესაბამისად) თვლის რომ, ქირის ფასების ზრდა და უძრავი ქონების ფასების ზრდა (მიგრანტების მხრიდან უძრავ ქონებაზე გაზრდილი მოთხოვნის შედეგად), მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე.



იმავდროულად, რესპოდენტთა 65%-ი ვარაუდობს, რომ საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს უცხოური ვალუტის შემოდინება, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ უკრაინელი და რუსი მიგრანტების დიდი ნაწილი დისტანციურად მუშაობს და ანაზღაურებას უცხოურ ვალუტაში იღებს.


გარდა ამისა, ეკონომისტების 42% ნაწილის შეფასებით მიგრანტების მიერ ახალი კომპანიების დაარსებამ, ხოლო 38%-ის აზრით კვალიფიციური მუახელის შემოდინებამ შეიძლება გარკვეული (არც ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა არც უმნიშვნელო) გავლენა იქონიოს საქართველოს ეკონომიკაზე.


ეკონომისტებმა, 1-დან (ძალიან უარყოფითი) 5-მდე (ძალიან დადებითი) სკალაზე, შეაფასეს რუსი, უკრაინელი და ბელარუსი მიგრანტების შემოსული ნაკადის ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე. რესპოდენტების დაახლოებით ნახევარი (48%) დადებითად ან ძალიან დადებითად აფასებს რუსი, უკრაინელი და ბელარუსი მიგრანტების შემოსული ნაკადის ეფექტს საქართველოს ეკონომიკაზე, როდესაც 20% ამ მოვლენას უარყოფითად ან ძალიან უარყოფითად უყურებს, ხოლო 32% კი ნეიტრალურ ძალიან უარყოფითი დამოკიდებულებას აფიქსირებს.


ეკონომისტებმა შეაფასეს ასევე რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების ზრდის შესაძლო მიზეზები.


2022 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში, რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილები 266%-ით გაიზარდა, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და ჯამურად 0.96 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც, მოცემულ პერიოდში, მთლიანი მიღებული ფულადი გზავნილების 40%-ს წარმოადგენდა. ამ ზრდის მიზეზად შეიძლება განიხილებოდეს არბიტრაჟი, რომელიც რუსეთზე დაწესებულ სანქციებს უკავშირდება. უფრო კონკრეტულად, აშშ დოლარზე შეზღუდული წვდომა რუბლის გაცვლით კურსზე აისახა, რის შედეგადაც, რუბლის ოფიციალური გაცვლითი კურსი და შავ ბაზარზე არსებული კურსი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. ამის გამო, რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანმა ნაწილმა საქართველოში რუბლის სახით თანხის გამოგზავნა, შემდეგ, აშშ დოლარში გადახურდავება, გადახურდავებული დოლარის რუსეთში დაბრუნება და მოგების მიზნით შავ ბაზარზე გაყიდვა დაიწყო.


გამოკითხულთა უმეტესობა (56%) თვლის, რომ მოცემული არბიტრაჟი შეიძლება იყოს რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების გაზრდის მიზეზი და ამ პროცესმა შეიძლება ქართული ეკონომიკის ზრდის შეფერხება გამოიწვიოს. მეტიც, 32% თვლის, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა სცადოს მოცემული არბიტრაჟის შეჩერება, ხოლო დარჩენილი 24% მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის ჩარევა საჭირო არაა, რადგან მოცემული პროცესი თავისით დარეგულირდება. გამოკითხული ეკონომისტების 28% საერთოდ არ მიიჩნევს არბიტრაჟს ფულადი გზავნილების გაზრდის მიზეზად.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up